ფეისბუკზე თინა ბოკუჩავას დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

თინა ბოკუჩავა
298
VIEWS

7 აგვისტოს ფეისბუკ-გვერდმა “სიმართლის დროა” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ვიდეოს ფრაგმენტი გაავრცელა, რომელიც იწყება შეკითხვით: მიშა თუ ქმარი? ბოკუჩავა პასუხობს: “ეს არ არის მარტივი, იმიტომ, რომ ორივე ძალიან მიყვარს”.

კომენტარებში პოლიტიკოსს მიხეილ სააკაშვილთან აკავშირებენ და უხამსი ლექსიკით მოიხსენიებენ.

თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავას ვიდეო დარედაქტირებულია. ვიდეოს ავთენტიკური ვერსია პოლიტიკოსის ტიკ-ტოკ ანგარიშზეა განთავსებული და მას “კახური ქვიზი” ჰქვია. ინტერვიუში ბოკუჩავა პასუხობს შეკითხვაზე: მწვადი თუ ხაშლამა? 

3  აგვისტოს თელავში არასამთავრობო ორგანიზაციის, EECMD-ის ორგანიზებული  „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა, სადაც სხვა პოლიტიკოსებთან ერთად თინა ბოკუჩავაც იმყოფებოდა. აღნიშნული ვიდეო სწორედ ამ დღეს არის ჩაწერილი და ბოკუჩავას ტიკ-ტოკ ანგარიშზე 5 აგვისტოს გამოქვეყნდა აღწერით:  “კახური ქვიზი არ ყოფილა მარტივი”. ქვიზში პოლიტიკოსს კახეთის შესახებ შეკითხვებს უსვამენ და “მიშა თუ ქმარის” ნაცვლად ეკითხებიან – “მწვადი თუ ხაშლამა”, რაზეც ბოკუჩავა პასუხობს, რომ ორივე ძალიან უყვარს, თუმცა მაინც მწვადი. 

თინა ბოკუჩავა

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-გვერდი “სიმართლის დროა” ხელისუფლების მხარდამჭერი ანონიმური გვერდია, რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩართული სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიებში, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისის, ევროპარლამენტარების, მიხეილ სააკაშვილის და სხვათა წინააღმდეგ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist