ფაშინიანისა და სანდუს სახელით თაღლითური პოსტები ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
185
VIEWS

სოციალურ ქსელში სომხეთისა და მოლდოვის პოლიტიკური ლიდერების ინიციატივით შექმნილი საინვესტიციო პლატფორმების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ფეისბუქ გვერდი Luxura-ს ნიკოლ ფაშინიანის გამოსახულებით გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ მომხმარებელს 4 თვის განმავლობაში სხვადასხვა რაოდენობის თანხის გამომუშავება შეუძლია. პოსტში გამოყენებულია AmeriaBank-ის ლოგო. ფეისბუქ გვერდი Blitana-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ნათქვამია, რომ მაია სანდუმ პარლამენტთან ერთად მიიღო გადაწყვწტილება, რომ მოლდოვის ყველა მოქალაქისთვის საინვესტიციო პლატფორმა გახსნას, სადაც ფულის გამომუშავება ყველას შეეძლება. ვიდეოსთან ერთად მითითებულ ბმულზე მოლდოვური ბანკის Moldova Agroindbank-ის ლოგოებია გამოქვეყნებული. 

Screenshot 2 13 | mythdetector.com Screenshot 3 11 | mythdetector.com

ინფორმაცია, თითქოს ნიკოლ ფაშინიანის ან მაია სანდუს ინიციატივით AmeriaBank-მა და Moldova Agroindbank-მა საინვესტიციო პლატფორმები გახსნეს, ყალბია. ორივე კომპანიამ სხვადასხვა დროს აღნიშნეს, რომ ამ ტიპის პოსტებითა და პლატფორმებით კომპანიების სახელით თაღლითობას ცდილობდნენ.

Ameriabank-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 19 მაისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ბანკის სახელით ონლაინ თაღლითობების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა.
ბანკი მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. 

განცხადებაში გამოყენებული მაგალითებიდან ერთ-ერთი ფეისბუქ გვერდი Luxura-ს მიერ გავრცელებულიი პოსტის მსგავსად მომხმარებელს თვეების მიხედვით მზარდ შემოსავალს პირდებოდა. 

Screenshot 4 10 | mythdetector.com

Ameriabank-ის სახელით გავრცელებულ თაღლითურ პოსტზე მითითებულ ბმულს მომხმარებელი ვებ-საიტზე wnewstime.com გადაჰყავს.

Screenshot 5 6 | mythdetector.com

ვებსაიტზე რუსული საინვესტიციო კომპანია Территория Инвестирования-ს ლოგო და კრიზისის დროს ინვესტირების შესახებ ინფორმაციაა გამოქვეყნებული. საიტზე მომხმარებლის სარეგისტრაციო  ბმული არ გვხვდება, თუმცა საიტის არცერთი სხვა ნაწილი, მათ შორის “ჩვენ შესახებ” განყოფილება, არ იხსნება. 

აღსანიშნავია, რომ ვებ-საიტი 2022 წლის 23 აგვისტოს  დარეგისტრირდა. ხოლო Территория Инвестирования-ს ოფიციალური ვებ-საიტი tinvest.org 2014 წლის 24 სექტემბერსაა დარეგისტრირებული. 

Screenshot 6 7 | mythdetector.com

რაც შეეხება ვებ-საიტს candleglow.space, რომელიც მაია სანდუს ვიდეოზეა მიბმული, მასზე გადასვლისას მომხმარებელმა რვაკითხვიანი კითხვარი უნდა შეავსოს, რის შემდეგაც საიტზე რეგისტრაციას ტელეფონის ნომრით გადის. საიტზე მოლდოვური ბანკის Moldova Agroibank (Maib) ლოგოებია გამოყენებული.

Screenshot 10 3 | mythdetector.com Screenshot 11 2 | mythdetector.com

Maib-ის სახელით გავრცელებული თაღლითური შინაარსის პოსტის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. თუმცა იმ შემთხვევაში პოსტს კომპანია სოკარის ყალბი საინვესტიციო პლატფორმის ბმული ჰქონდა მიბმული. პრინციპი ორივე შემთხვევაში იდენტურია – მომხმარებელმა საიტზე მოცემულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს და რეგისტრაცია გაიაროს. სოკარის სახელით გავრცელებული სხვა თაღლითობის შესახებ ვრცლად იხილეთ:

ფეისბუქ გვერდების შესახებ

ფეისბუქ გვერდი Blitana, რომელმაც მაია სანდუა შესახებ თაღლითური შინაარსის პოსტი გაავრცელა, 2022 წლის 8 ივლისს შეიქმნა.

Screenshot 14 3 | mythdetector.com

გვერდის აღწერაში მითითებულია, რომ ის ჯანმრთელობისა და სილამაზის თემატიკებს ფარავს. გვერდის შესახებ მოკლე ინფორმაციაში პორტუგალიურ ენაზე წერია, რომ Detox Fitness მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიაა, რომელიც წონის კლებას მხარს უჭერს.

გვერდის საკონტაქტო ინფორმაციაში მეილის შემდეგი მისამართია მითითებული: [email protected]

Screenshot 15 3 | mythdetector.com

გვერდმა სახელი ორჯერ შეიცვალა და Warm Winter Sunshine-ს ნაცვლად Blitana 2023 წლის 6 აპრილს დაირქვა. გვერდს 5 ადმინისტრატორი უკრაინიდან და ვიეტნამიდან მართავს. 

Screenshot 16 1 | mythdetector.com

გვერდზე გამოქვეყნებულ გარეკანისა და პროფილის ფოტოებზე კრიპტოვალუტის რეალური კომპანიის Binance–ს სახელწოდებასა და ლოგოს ვხედავთ. 

Screenshot 17 4 | mythdetector.com

თუმცა Binance-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 1 000 000-ზე მეტი მოწონება აქვს მაშინ, როცა Blitana-ს ხუთი.  

Screenshot 18 4 | mythdetector.com

რაც შეეხება ფეისბუქ გვერდს Luxura-ს, გვერდის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის წიგნის მაღაზიას წარმოადგენს. გვერდი 2022 წლის 1 მაისს Elhr3-ის სახელით შეიქმნა, ხოლო 2023 წლის 20 აპრილს სახელი Luxura-დ გადაირქვა. გვერდს 4 ადმინისტრატორი ჰყავს, მათ შორის 3 უკრაინიდან და 1 ინდონეზიიდან. 

Screenshot 19 3 | mythdetector.com

გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში ამჟამად სამი პოსტია ხელმისაწვდომი. ერთი მათგანი AmeriaBank-ის სახელით გავრცელებული თაღლითურ პოსტია, ორი კი რუსული ნავთობკომპანია “გაზპრომის.”

Screenshot 20 3 | mythdetector.com

არცერთ ამ გვერდის შემთხვევაში გავრცელებული თაღლითური პოსტები თაიმლაინზე არ ჩანს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოსტები გამოქვეყნების შემდეგ თაიმლაინიდან დამალეს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist