პატრიოტთა ალიანსი “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტთან ერთად მოსკოვში ვიზიტს მართავს 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

Disinformation
1k
VIEWS

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე პოლიტიკური პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები ორგანიზაცია “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად რუსეთში ვიზიტს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური საბჭო ავრცელებს.

Screenshot 6 4 | mythdetector.com

ინფორმაცია კრემლისტური გამოცემა Sputnik საქართველოს ქართულ და რუსულენოვანი ვებ-გვერდებზეც გამოქვეყნა. 

Screenshot 7 2 | mythdetector.com

რუსეთის ფედერალური საბჭოს მიხედვით, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს “საქართველოს პატიორთა ალიანსის” მოღვაწეობის შესახებ ინფორამცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პარტია საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. თარხან-მოურავმა საქართველო-რუსეთის ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარების სურვილიც გამოთქვა. 

შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ.

Screenshot 8 2 | mythdetector.com

შეხვედრაზე “პატრიოტთა ალიანსს” ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი წარმოადგენდნენ. მათთგან ერთად შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტი აგასი არაბიანიც ესწრებოდა. 

Screenshot 9 2 | mythdetector.com

აგასი არაბიანმა რუსეთში “პატრიოტთა ალიანსისის” ვიზიტთან დაკავშირებით ტვიტერზე 5 აპრილს პოსტიც გამოაქვეყნა.

Screenshot 11 2 | mythdetector.com

პოსტში ვკითხულობთ: 

აგასი არაბიანი: “მეგობრებო! როგორც შეგატყობინეთ – სტუმრები გვყავს საქართველოდან. მათი თხოვნით, 4 აპრილს ოფიციალური შეხვედრა დავაორგანიზეთ რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოში. შეხვედრის მიზანი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება…რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენა…საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება”.

არაბიანი 2019 წელს საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ე.წ. “სამხრეთ ოსეთში” გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. არაბიანი ე.წ. “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარს აქტიურად უჭრს და მათ დე-ფაქტო ლიდერებს არჩევენებში გამარჯვებას ულოცავს. 

Screenshot 12 3 | mythdetector.com Screenshot 13 3 | mythdetector.com

2012 წლის აპრილში არაბიანმა განაცხადა ისიც, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე გახდებოდა, მისი ორგანიზაცია იძულებული გახდებოდა, მოსახლეობისთვის გამოყოფისკენ მოეწოდებინათ. 

Screenshot 14 3 | mythdetector.com

ხაზგასასმელია, რომ 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული კანონის საფუძველზე რუსეთის ფედერაცია ოკუპანტ ქვეყნად საკანონმდებლო დონეზეა აღიარებული. 

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist