7 ივლისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვით, ბოლივიაში ოფიციალური სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის ტრიბუნა ჩამოინგრა და “უბედურება დატრიალდა”.
იმავე ვიდეოს შავ-თეთრი ვერსია აღწერით, რომ კედელი ესპანეთის პარლამენტში ჩამოინგრა, რუსულენოვანმა ანგარიშმა 5 ივლისს გაავრცელა.

პარლამენტის ტრიბუნის ნგრევის ამსახველი ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი და რეალობას არ ასახავს.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით არის გენერირებული და სინამდვილეში არ ასახავს ბოლივიის ან ესპანეთის პარლამენტის ტრიბუნის ჩამონგრევას.
ვიდეო თავდაპირველად, 2 ივლისს, გამოაქვეყნა Tik Tok-გვერდმა animemaniaperuoficial რომელიც AI-გენერირებული ვიდეოებს სისტემატურად ქმნის.

ანგარიშის აღწერა მიუთითებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ კონტენტს აქვეყნებს. აღწერაში წერია: “შემოქმედებას საზღვარი არ აქვს, AI-ს სამყაროები ცოცხლდებიან”. გვერდზე მრავლად არის მსგავსი კლიპები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის პარალამენტების შენობებში ნგრევას ასახავს.

ვიზუალური ანალიზის დროს ვიდეოში იკვეთება არაერთი ხელოვნური დეტალი: ადამიანები უცნაურად ჩნდებიან სკამებს შორის, ერთ-ერთი ადამიანი უცნაურად იყოფა ორ ნაწილად. რამდენიმე პიროვნება ნგრევის მიუხედავად, ადგილებიდან არ იძვრის. ამ ნიშნებმა დაგვანახა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და არაა რეალური.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიდეო მხოლოდ ქართულენოვან მომხმარებლებს არ გაუზიარებიათ სოციალურ ქსელებში და ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ვიდეო ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმა АFP-მ და Мisbar-მა გადაამოწმეს. АFP-ს თანახმად, ვიდეო ჰინდიზე, ასევე კორეულ, ბირმულ, ინდონეზიურ ენებზეც გავრცელდა და 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
მოამზადა ლიზი ხიდაშელმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















