ცნობები, თითქოს პაპ ლეონ XIV-ს ქართული ფესვები აქვს, სატირული პოსტიდან იღებს სათავეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ლეო XIV
407
VIEWS

9 მაისს Facebook-ზე გავრცელდა არაერთი იდენტური პოსტი (1;2;3;4;5), რომელთა მიხედვითაც ახლადარჩეულ პაპ ლეონ XIV-ს ქართული ფესვები აქვს. პოსტების მიხედვით, რობერტ ფრენსის პრევოსტის ბაბუა დედის მხრიდან, გიორგი გაბრიელაშვილი, წარმოშობით გორიდან იყო და 1921 წელს იძულებით ემიგრირდა საფრანგეთში, სადაც მისი ქალიშვილი, მარგარიტა დაიბადა. ავტორების მტკიცებით, მარგარიტა მოგვიანებით ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და რობერტ პრევოსტის მამაზე დაქორწინდა.  

ლეო XIV

ცნობები, თითქოს ლეონ XIV-ს ქართული ფესვები აქვს, სათავეს სატირული პოსტიდან იღებს. ავტორს აღწერაში დამატებული აქვს ჰეშთეგები: სატირა, სარკაზმი და ალეგორია. გარდა ამისა, კომენტარებშიც ადასტურებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ახლადარჩეული პაპის დედა, მილდრედ მარტინესი ესპანელი იყო.  

სოციალურ ქსელში ინფორმაცია, თითქოს პაპს დედის მხრიდან ქართული ფესვები აქვს, პირველად ფეისბუქ-მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძემ გამოაქვეყნა. ავტორი პოსტს ბოლოს ურთავს ჰეშთეგებს: სატირას, სარკაზმსა და ალეგორიას. აღნიშნული ჰეშთეგები მიანიშნებს,  რომ მოცემული ტექსტი სატირულია. ინფორმაცია რომ სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მოგონოლია, ავტორი ასევე ადასტურებს კომენტარებში. მაგალითად, ერთ-ერთ კომენტარში ავტორი ფეისბუქ-მომხმარებლებს პოდკასტის მოსმენის რეკომენდაციას აძლევს, რათა “მსგავსი ზღაპრების” აღარ სჯეროდეთ. მეორე კომენტარში ის წერს, რომ “გემოვნებიან ფეიკებს” ავრცელებს. 

ლეო XIV

გარდა ამისა, მტკიცება, თითქოს რობერტ პრევოსტის ბაბუა ქართველი გაბრიელაშვილი იყო, ღია წყაროებით არ დასტურდება. ახლადარჩეული პაპის მშობლები ლუი მარიუს პრევოსტი და მილდრედ მარტინესი იყვნენ. ლუი მარიუს პრევოსტი იტალიური და ფრანგული წარმოშობის იყო, ხოლო მილდრედ მარტინესი – ესპანური. ღია წყაროებით ხელმისაწვდომი მონაცემებით, მილდრედ მარტინესი ჯოზეფ ნერვალ მარტინესისა და ლუიზ ბაკი მარტინესის ქალიშვილი იყო. 

ლეო XIV
მილდრედ პრევოსტი (მარტინესი) სამ ვაჟიშვილთან ერთად. ფოტო: John Joseph Prevost

მილდრედ აგნეს მარტინესის შესახებ სტატია აქვს გამოქვეყნებული The New York Times-ს. 1947 წელს მარტინესმა განათლების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი მიიღო და 40 წლამდე ასაკში დაქორწინდა მასზე 8 წლით უმცროს ლუი პრევოსტზე. წყვილს 4 წელში 3 ვაჟი შეეძინა. სტატიის მიხედვით, მილდრედ პრევოსტი აქტიურად იყო ჩართული შვილებისთვის განათლებასა და დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლებაში, თუმცა, ასევე მუდმივად იღებდა მონაწილეობას სკოლის საქველმოქმედო კოსტიუმირებულ ღონისძიებებსა და სპექტაკლებში. მან ერთხელ “ავე მარიას” საკუთარი ვერსიაც ჩაწერა. გარდა ამისა, მილდრედი მოხალისედ მუშაობდა კათოლიკური სკოლების ბიბლიოთეკებში. რობერტ პრევოსტის შემდგომი გზის განსაზღვრის მთავარ მიზეზად სწორედ დედის ღრმა კათოლიკური რწმენა სახელდება. მილდრედ აგნეს მარტინესი სიმსივნის დიაგნოზით 1990 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ლუი მარიუს პრევოსტი კი 1997 წელს.  

ლეო XIV
მილდრედ პრევოსტი შვილებთან ერთად. ფოტო: John Joseph Prevost

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, 8 მაისს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა – კონკლავმა პაპი აირჩია. რობერტ ფრანცის პრევოსტი, რომელმაც საპაპო სახელად ლეონ XIV აირჩია, პირველად გახდა ამერიკული წარმოშობის პაპი.  

არქივის ბმული 


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვატიკანი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist