რგ
28 აპრილს “რესპუბლიკურმა პარტიამ” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნა პოსტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-სპიკერად დანიშვნის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი შეფასებებს შეეხებოდა. “რესპუბლიკელების” აზრით, მთავრობის პოზიცია  სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში ჩარევის მცდელობაა, რაც მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებითაა განპირობებული და არ ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას. ხელისუფლების ქმედებას ვიწროპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობა უწოდეს პარტია “ევროპული საქართველოსა”...
დსფ
17 აპრილს აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, პროფესორმა ზურაბ გურულმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა პოსტი, საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების პრეპარატ პლაქველინით მკურნალობის შესახებ. ექიმმა გააკრიტიკა ვირუსის მკურნალობის პროტოკოლი და აღნიშნა, რომ პრეპარატ პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის. პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს ანტილიბერალური და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდების მხრიდან ზურაბ...
ცავერიიი
7 თებერვალს ვებ-გვერდმა tvalsazirisi.ge გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სკანდალი! ამერიკელები ფარდას ხდიან სააკაშვილის, სოროსის და ბაიდენის ალიანსს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.” სტატიას ახლავს ამერიკული დოკუმენტური ფილმის ბმული, რომელსაც tvalsazirisi.ge-ს Youtube არხზე გადავყავართ. იმავე დღეს სტატია ფეისბუკ გვერდებმა “სტალინი”, “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” და “ბექა ვარდოსანიძემ” გააზიარეს. დოკუმენტური ფილმის ორიგინალი სათაურია “The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass...
ეფეფწწ
5 თებერვალს ანტილიბერალური ჯგუფის “ქართულის მარშის” წევრმა ბექა ვარდოსანიძემ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა რესპიუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტის სქრინი, რომელიც 10 ივლისითაა დათარიღებული. ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ პროფილის პოსტის სქრინი შეიცავდა უცენზურო სიტყვას საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მიმართ: “თუ გინდათ მომტყანით, მაინც ვიტყვი, რომ ზალკალიანს უყვარს სამშობლო”. აღნიშნულ პოსტს ერთვოდა “ქართული მარშის” წარმომადგენლის...
ef
16 იანვარს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ორგანიზაციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოკითხვის შედეგებს პოლიტიკური მანიპულაცია უწოდა, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ NDI-ს არ ენდობა. მმართველი პარტიის ამ პათოსს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა  ინაშვილი უფრო მწვავე ფორმით შეურთდა, ორგანიზაცია ტერორში დაადანაშაულა...
ნდი
16 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, რეიტინგმა აპრილის შემდგომ კვლავ დაიწია. აღნიშნული კვლევის შედეგებს სახელისუფლებო და პრორუსულ ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან NDI-ის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. მადისკრედიტირებელი განცხადებების თანახმად, NDI კვლევის შედეგებს აყალბებს და მათ მიერ ჩატარებული...
აფილირება ფ
5 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. საგამოძიებო უწყებამ თოდაძე დაზარალებულად სცნო და 8 ოქტომბერს ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. თამთა თოდაძის მიერ საკრებულოს დეპუტატის დადანაშაულებას Facebook-ში სიძულვილის გვერდების და სახელისუფლებო მედიის მხრიდან თამთა თოდაძის დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია მოჰყვა. “მითების დეტექტორი” გთავზობთ...
ttttttttttttt
17 მაისს გაუქმდა 4 ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფეისბუქ გვერდი, რომლებიც ხშირად ანტი-დასავლური, ქსენოფობიური და რასისტული შინაარსის მქონე დეზინფორმაციებს აქვეყნებდნენ. გაუქმებულ გვერდებს შორისაა: “ალტ-ინფო”, “ანტი-ლიბერალური გვერდი”, “ანტილიბერალური კლუბი” და “Geo pepe”. მათი გაუქმება 17 მაისის აქციის შემდეგ მოხდა, როდესაც ზემოაღნიშნული გვერდები ავრცელებდნენ ჰომოფობიური ხასიათის პოსტებს. 8 მაისს დაიბლოკა მოძრაობა “ქართული მარშის” წევრის, ბექა ვარდოსანიძის, პირადი ანგარიშიც....
გე
პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან დაკავშირებით ულტრა-მემარჯვენე ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში 2019 წლის 15 აპრილის ხანძრის დაწყებიდან რამდენიმე საათში კონსპირაციის თეორიები გავრცელდა. ულტრა-მემარჯვენე ძალები ცეცხლის გაჩენის ჯერაც დაუზუსტებელი მიზეზით მანიპულირებენ და ამ შემთხვევას ანტი-მუსლიმური ნარატივების გასავრცელებლად იყენებენ. გთავაზობთ 5 ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მითს ნოტრ-დამის ხანძართან დაკავშირებით.    1. ტაძრის სარემონტო სამუშაოების ერთ-ერთი მუშა აცხადებს, რომ ხანძარი შეგნებულად...
მანიპულაცია
2019 წლის 4 მარტს, ონლაინ-გამოცემამ  “ალტ-ინფო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ქართულმა ოცნებამ პარლამენტში წარადგინა ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომლის საფუძველზეც მშობლებს შეიძლება ბავშვისთვის დაყვირება ან ყურის აწევა აეკრძალოთ, ხოლო ბავშვისთვის რელიგიური ნორმების ქადაგება მათთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდებად ჩაითვალოს.“   “ალტ-ინფოს” მტკიცებით, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი “ბავშვის უფლებათა კოდექსი” ბავშვის რელიგიური ნორმების მიხედვით აღზრდას კრძალავს, რადგან რელიგიური სწავლება “დისკრიმინაციის...
Page 6 of 6 1 5 6

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist