ყალბი-რეალური
29 აგვისტო – 13 სექტემბრის პერიოდში უკრაინის კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიღწეული წარმატების შემდეგ სოციალურ ქსელში პრო-რუსული ანგარიშების მიერ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ამსახველი სხვადასხვა კადრი გავრცელდა. 13 სექტემბერს ლევან ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედი” მხარდამჭერმა ფეისბუქ ანგარიშმა ბნელი უბნელესი ვიდეო შემდეგი აღწერით გაავრცელა: “კიევზე საჰაერო იერიში”. ვიდეოში საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს...
ალტ-ინფოს-წამყვანის-მანიპულაცია-ლორა-თორნტონსა-და-აფრიკელ-მიგრანტებზე56
8-9 სექტემბერს ქართულენოვანმა და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყაზახეთში უკრაინის ელჩმა პეტრო ვრუბლევსკიმ ქვეყანა ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნით დატოვა. ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი დამატებით ამტკიცებს, რომ ელჩს მხოლოდ რამდენიმე საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად და ის პოლონეთში გადაფრინდა.  მტკიცება,  თითქოს უკრაინის ელჩმა ყაზახეთში ქვეყანა ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნით დატოვა, მცდარია. უკრაინისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების...
დეზინფორმაცია
5-6 სექტემბერს თბილისში თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – „დიდება უკრაინას!” –  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ იყვნენ. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინას მიეძღვნა, კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსიები უკრაინისა და საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე გამართეს და სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გარდა...
დეზინფორმაცია
11 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ 1989 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ერთ სულ მოსახლეზე სამომხმარებლო ოდენობა წელიწადში 42 000 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო, შესაბამისად, მოქალაქეს თვეში საშუალოდ 3 500 აშშ დოლარი ჰქონდა. პოსტს თან ერთვის რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც იდენტური მტკიცებაა გაჟღერებული, თითქოს 1990 წელს...
მანიპულაცია
7 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამბობს, რომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მოხდა, რომლის მეექვსე პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველო ნეიტრალური სახელმწიფოა, შესაბამისად, საერთაშორისო სამხედრო ბლოკებში, კონკრეტულად კი NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების მცდელობები უკანონოა. მტკიცება, რომ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ნეიტრალიტეტის ჩანაწერის გამო საქართველოს...
კონტექსტის-გარეშე
2022 წლის 16 მარტს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, გაავრცელა დაკავებული მამაკაცების ფოტო, წარწერით: “ბანდერელები (უკრაინელი ნაციონალისტები) მოქალაქეებს ქვეყნიდან არ უშვებენ!.. აღნიშნული ფოტო ასევე ვრცელდებოდა ტვიტერის პლატფორმაზე, სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოს ასე ასათაურებს: “უკრაინელი მამაკაცები მასობრივად გარბიან ქვეყნიდან: 3 კვირის განმავლობაში 300 ადამიანი დააკავეს ოდესის ოლქის საზღვარზე. ახლა კიევი მათ ან იძულებით გაგზავნის რუსული ტანკების პირისპირ, ან...
დეზინფორმაცია_37
2021 წლის 16 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების მიერ გაკეთებული განცხადებები არ არსებობს. ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცება, რომ აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც აშშ-ს იმჟამინდელი ელჩმა, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების...
konspiratsia1
27 ივლისს ჩინეთის სახელმწიფო მედიამ New China TV იუთუბზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სატელიტიდან გადაღებული ამერიკული ლაბორატორიები ჩანს. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა რეგიონის 25 ქვეყანაში ბიოქიუმიური ლაბორატორიები აქვს დაფუძნებული, რომლებშიც სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება და შესაძლოა, ეპიდემიების გავრცელების მიზეზი გახდეს. აღნიშნული ვიდეო tvalsazrisi.ge-მ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის კომენტართან ერთად გაავრცელა, რომელიც აღნიშნავს რომ 25 ბიოქიმიურ...
kremli
მარტის ბოლოს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიხედვით, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში 40-40 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. მიმდინარე დაძაბულობის ფონზე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს დასავლელმა პარტნიორებმა, კრემლი კი საუბრობს უკრაინისა და დასავლეთის...
baCaliaSvili
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალების გამოჩენასა და ბაჩალიაშვილების ოჯახის მიერ გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას სახელისუფლებო აქტორების მხრიდან თამარის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის დისკრედიტაცია მოჰყვა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს,...
ქართ
კონსპირაციას ალენ დალესის დოქტრინის შესახებ ქართულ მედიაში აფხაზეთის ხელისუფლების და ეროვნული გვარდიის ყოფილი წარმომადგენელები ავრცელებენ. 2018 წლის 13 დეკემბერს ტვ “ობიექტივის” ეთერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა აკაკი გასვიანმა ალან დალესის დოქტრინის კონსპირაცია, რომელსაც ქართულ მედიაში ძირითადად ტაბლოიდური გამოცემები აშუქებენ, რეალურ ფაქტად წარმოაჩინა. მისი მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლა “დალესის დოქტრინით” იყო გათვალისწინებული. გასვიანმა დალესის...
Page 5 of 5 1 4 5

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist