მტკიცებულებების-გარეშე
19 მაისს ფეისბუკ-მომხმარებლმა ფანტინა კოელიო ვიდეო-სიუჟეტი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოფილი ფრანგი სპეცრაზმელი ადრიენ ბოკე უკრაინაში მისი ჩასვლის შესახებ ჰყვება და ამტკიცებს, რომ იქ ნანახი რეალობა განსხვავდება იმისგან, როგორსაც დასავლური მედია აშუქებს. Ბოკე ირწმუნება, რომ ბუჩაშიც იმყოფებოდა და იქ მომხდარს დადგმულს უწოდებს. ამბობს, რომ ზოგიერთი გვამი სპეციალურად იყო გადაადგილებული, რათა სურათები გადაეღოთ. Მისი თქმით, აზოველებს შეხვდა, რომლებმიც...
დეზინფორმაცია
8 აპრილს Facebook-ის მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ონტარიოს საკანონმდებლო ასამბლეაში დეპუტატის გამოსვლას ასახავს. ვიდეოს ახლავს შემდეგი აღწერა: „კანადაში მალე ამოქმედდება ახალი კანონი. უშიშროების ძალებს შეუძლიათ დაიკავონ სახლი მოქალაქის თანხმობის, სასამართლო პროცესისა და გამოძიების გარეშე, თუკი იგი შემჩნეული იქნება ანტისამთავრობო აქციებზე მონაწილეობაში.“ პოსტზე მონიშნულია სხვა პროფილებიც: ფანტინა, ლელა პრაგა, Doctors Charlz, Matilda Parker, Zura,...
კონტექსტის-გარეშე
10 აპრილს ალტ-ინფოს გადაცემაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის ორი ინტერვიუს ფრაგმენტი გავიდა. “ალტერნატიული ხედვის” ერთ-ერთი წამყვანის, თათია გაბრიჭიძის თქმით, ეს ვიდეოები ასახავს იმას, თუ როგორ აფასებს მოვლენებს არესტოვოჩი და საერთოდ როგორია მისი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ.  გადაცემაში ნაჩვენებ პირველ ინტერვიუში არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი არც ისე ჭკვიანია, ისტერიულია, რასაც ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს....
ვიდეომანიპულაცია
25 მარტს ქართულ მედიაში ჯორჯიან თაიმსი . GTTV , ფეისბუკ-პროფილზე-ფანტინა ,ასევე, რუსულენოვან ტელე-არხზე Царьград, ონლაინ გამოცემებში-Pikabu.ru,RG.ru, saint-666.ru  გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მომხმარებლები ზეთის შესაძენად აგრესიულად იბრძვიან. წყაროების მიხედვით, ეს ფაქტი საფრანგეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.  Царьград და Свободная пресса  აღნიშნავენ, რომ საფრანგეთში ზეთის დეფიციტი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებითაა გამოწვეული. რუსული გამოცემა Российская Газета ვიდეოს სანქციებს არა,...
დეზინფორმაცია
8 აპრილს ფეისბუკ-მომხმარებტლმა ფანტინა გამოაქვეყნა პოსტი ამერიკელი გენერლის ფოტოსურათით, რომელშიც ამტკიცებს, რომ “ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, რომელიც აზოვს წვრთვნიდა, გაიტაცეს”. ფოტოზე ნატო-ს მოკავშირეთა სახმელეთო სარდლობის მეთაური აშშ-დან – გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეა (Roger L. Cloutier Jr) ასახული. Იმავე შინაარსის პოსტი, როგორც დადასტურებული ინფორმაცია ფეისბუკ-მომხამრებელმა დიტო ბიძინაშვილი გაავრცელა. მსგავსი ინფორმაცია დადასტურებულად პრორუსულ გვერდზე- antimaydan და რუსულ ფორუმზე yaplakal.com–...
დეზინფორმაცია
2 აპრილს, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, მასობრივ საფლავებში დამარხული 280-მდე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ AFP-ს ქალაქის მერმა – ანატოლი ფედორუკმა განუცხადა. გარდა ამისა, AFP-ის  ჟურნალისტებმა ბუჩას ერთ-ერთ ქუჩაზე სამოქალაქო ტანსაცმელში მინიმუმ 20 ცხედარი ნახეს.  ბუჩას ქუჩებში ნაპოვნი ცხედრების ვიდეო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე 3 აპრილს გამოაქვეყნა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის...
cover
2022 წლის თებერვლის ბოლოს ქართველი ანტივაქსერების ყურადღება ახალმა კრიზისმა მიიპყრო და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ისევ რუსეთისვე  მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციების გავრცელება დაიწყეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ფეისბუქ ანგარიშები, ერთი მხრივ, ცდილობენ, რომ  რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გაამართლონ და ომი უკრაინის ნაციონალისტებისა და გარყვნილებისაგან გასათავისუფლებელ ოპერაციად წარმოაჩინონ, მეორე მხრივ კი, ამტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის...
დეზინფორმაცია
23 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “Fantina Georgian” რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ებრაელების ინტერესების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ომის უკან რეალურად ებრაელები დგანან და მათი მიზანი უკრაინის ახალ “ზეციურ იერუსალიმად” ქცევაა.  პოსტს თან რამდენიმე ფოტო ერთვის: პირველ მათგანზე უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი “ზეციური იერუსალიმის” რუკაა წარმოდგენილი, მეორე ფოტოზე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხელში ნაციზმის სიმბოლოს, სვასტიკის გამოსახულების მქონე...
ვიდეომანიპულაცია
სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის ამსახველი რამდენიმე წამიანი ვიდეო აქტიურად ვრცელდება. ვიდეოში ზელენსკი ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარებას ყველას ურჩევს, თუმცა არა მძიმე ნარკოტიკების და ნარკოტიკების მიღება ის რეჟიმია, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ გზით მიღებული ენერგია კი მას საღამომდე ჰყოფნის.  ვიდეო საქართველოში ფეისბუქ მომხმარებლებმა ფანტინა და ლაშა მენთეშაშვილი გამოაქვეყნეს. რუსულენოვან ფეისბუქ ჯგუფში Russian Canada-Русская Канада...
დეზინფორმაცია---Copy
9 მარტს ფეისბუკ მომხმარებელმა ირაკლი ზაქარეიშვილმა რუსეთის ქიმიური და რადიოლოგიური თავდაცვის ჯარების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ “ფაროსანას” ერთ-ერთი სახეობა – Halyomorpha Halys, რომელმაც ეკოსისტემას და ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა, ლუგარის ლაბორატორიაში არის შექმნილი. გარდა ამისა, ზაქარეიშვილის პოსტში აღნიშნულია, რომ 2014 წელს აფხაზეთში  მავნებლის მასობრივი გავრცელება საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყო, რამაც 2016 წელს ხილისა...
დეზინფორმაცია (1)
24 იანვარს ბულგარელმა ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ საკუთარ ბლოგზე dilyana.bg სტატია, სახელწოდებით “Documents expose US biological experiments on allied soldiers in Ukraine and Georgia” (დოკუმენტები უკრაინასა და საქართველოში მოკავშირე ჯარისკაცებზე აშშ-ის ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ააშკარავებს) გამოაქვეყნა. ინგლისურენოვან მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინაში 4 400, ხოლო საქართველოში 1 100 ჯარისკაცი პენტაგონს პოტენციურად მომაკვდინებელ ექსპერიმენტში ჰყავდა ჩართული, ხოლო მათი სიკვდილის...
დეზინფორმაცია
1 მარტს რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო ეთერში უკრაინის ომთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში მოცემულია ინტერვიუები სკოტ რიტერთან, 1991-1998 წლებში გაეროს იარაღის ინსპექტორთან ერაყში და ამერიკელ მწერალთან გონსალო ლირასთან, რომელიც აცადებს, რომ რუსეთის  სამიზნე უკრაინის მოსახლეობა არ არის, განსხვავებით ზელენსკისგან, რომელსაც უკრაინაში ხელოვნური ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა სურს. სკოტ რიტერის რუსულად გახმოვანებული ინტერვიუ სირიელ ჟურნალისტ რიჩარდ მედჰერსტთან,...
Page 4 of 5 1 3 4 5

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist