მანიპულაცია
2022 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ МП) ტაძრებში ჩხრეკის ჩატარება დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნოემბერში კონტრდაზვერვითი სამუშაოები 350 ეკლესიაში ჩატარდა და 850 ადამიანი შემოწმდა. უწყების თანახმად, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა ომის პერიოდში სასულიერო პირის მიერ რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევა, ასევე  პროპაგანდისტული ლიტერატურა და რუსულ...
დეზინფორმაცია-ორგანოები
1 დეკემბერს ТV სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვისას გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ ომის ფონზე უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის “ბიზნესი ამოქმედდა” და დაშავებული ადამიანების ორგანოების გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. მჟავანაძემ ასევე თქვა, რომ ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით “სერიოზული ბრალდებები იყო” მიხეილ სააკაშვილის ოჯახის და კონკრეტულად სანდრა რულოვსის მიმართ. ბოლო...
დეზინფორმაცია
18 ოქტომბერს ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, სტუმრებთან ტრისტან წითელაშვილთან და ვაჟა ოთარაშვილთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა. წითელაშვილის თქმით, უკრაინულმა მხარემ სექტემბრიდან კონტრშეტევა ორი, ხარკივისა და ხერსონის მიმართულებით დაიწყო. მისივე თქმით, ხარკივის მიმართულებით კონტრშეტევა წარუმატებელი იყო, ხოლო ხერსონის მხარეს რუსეთმა გარკვეული ტერიტორიები “დათმო”, ძალები გადააჯგუფა და თავდაცვითი ზღუდეები შექმნა....
ბაიდენი
29 სექტემბერს ტელეკომპანია “სეზონი TV-ის” გადაცემის “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა, რომ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ააფეთქა. ამ მტკიცების არგუმენტად მჟავანაძე ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა რუსეთ-უკრინის ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ის ჩრდილოეთის ნაკადს ააფეთქებდა. ნიკოლოზ მჟავანაძე, ადვოკატი: ჩრდილოეთი ნაკადი 1,2 ააფეთქა ამერიკამ. ბაიდენი, სანამ აფეთქდებოდა, ამბობდა,...
სპირიდინონი
14 სექტემბერს ტელეკომპანია “სეზონი TV-ის” გადაცემის “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” ეთერში სტუმრად ყოფნისას დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა ტატუების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “მართლმადიდებლობის, ზოგადად რელიგიისა და ბიბლიის მიხედვით,” ტატუს გაკეთება ღვთის გმობას უდრის. დეკანოზი ძველი აღთქმის ლევიტელთა წიგნს, იოანე ღვთისმეტყველის “აპოკალიფსსა” და ახალ აღთქმას ეყრდნობა.  სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: “მართლმადიდებლურ ეკლესიას ცალსახა მოსაზრება აქვს ტატუებზე, მათი გაკეთება...
კონსპირაცია
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, მათგან ყველაზე მასშტაბური კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი აღმოჩნდა, რომლის ჩაქრობასაც 19 აგვისტოდან ცდილობენ. ხანძრებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა სპეკულაციებიც, მაგალითად, სახელისუფლებო და “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა აქტორებმა ორი ძირითადი ნარატივი განავითარეს: ხანძრების გაჩენაში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ფული გადაიხადა რადგან დასავლეთმა ომში ვერ ჩაგვრთო, ქვეყანა ცეცხლში გახვიეს გარდა ამისა,...
როგორი საქართველო სურს რეალურად დუგინს236
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 20 აგვისტოს ევრაზიონისტული მოძრაობის დამფუძნებლისა და ულტრამემარჯვენე ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა საკუთარ მანქანაში ააფეთქეს, სოციალურ ქსელში პრორუსულმა აქტორებმა დუგინის 2019 წლის ინტერვიუს ფრაგმენტების გავრცელება დაიწყეს. დუგინის ვიდეოებს ძირითადად კრემლისტური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” და მათი მხარდამჭერი ანგარიშები (1, 2), ასევე ლევან ვასაძის “მსოფლიო საოჯახო კონგრესის” გვერდი აზიარებდნენ. “კონსერვატიული მოძრაობის”...
დეზინფორმაცია
5 აგვისტოს, პრორუსული პროპაგანდისტული ტელევიზია ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა,” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ ამერიკელი და ევროპელი ტურისტები საქართველოში ფულს არ ხარჯავენ და შემოსავალი რუსი და სხვა პოსტ-საბჭოთა ტურისტებისგან შემოდის.  გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „არ ჩამოდის ეს ამერიკელი საქართველოში, ან თუ ჩამოდიან ავტოსტოპით დადიან, პირიქით უფასოდ დადიან რაღაცა გაუბედურებული, ძირითადად ეგეთი,...
მანიპულაცია
14 აგვისტოს ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი ტექსტით „დასავლეთ საქართველოში 300 მეჩეთი რამდენიმე წელიწადში აშენდა, მალე ქვეყანას სახელიც გადაერქმევა“. პოსტს თან ერთვის რუკის ფოტოსქრინი, სადაც მეჩეთებია მონიშნული.  ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება, თითქოს საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი რამდენიმე წელიწადში აშენდა, მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკანასკნელ პერიოდში დასავლეთ საქართველოში მეჩეთების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რეალურად...
დეზინფორმაცია
2 აგვისტოს ტელეკომპანია სეზონი ტვ-ის გადაცემაში “დღის შეჯამება” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ ამერიკული დახმარებები საკულტო ნაგებობზე არ არის მიმართული და გელათის რესტავრაცია მხოლოდ ერთეული გამონაკლისია. ნიკოლოზ მჟავანაძე: “…[ამერიკელებმა] 6 მილიარდი რომ დახარჯეს, 6 მილიარდიდან 1 ეკლესიის აშენების ფული თუ დახარჯულა თქვენი მხრიდან, მაინტერესებს? რაღაცა გელათის რესტავრაციისთვის ფული გამოვყავითო და ის რესტავრაციაც როგორ წავიდა, ჩვენ...
დეზინფორმაცია
12 ივლისს ტელეკომპანია სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კომპანია “ბორჯომის” შესახებ ისაუბრა. ლორთქიფანიძის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ 2015-16 წლებში “ბორჯომის” აქციების 56% რუსულ “ალფა ჯგუფს” მიჰყიდა, ხოლო “ალფა ჯგუფმა” კუთვნილი აქციები “საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.”  დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება “ბორჯომის” შესახებ დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს: 1. მტკიცება,...
ბორის-ჯონსონი
7 ივლისს ტელეკომპანია სეზონზე გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ სტუმარმა, ორგანიზაცია “ერთად ძლიერი საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა გია კერესელიძემ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის მიზეზი ის გახდა, რომ ის კაცის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. გია კერესელიძე, “ერთად ძლიერი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი: ბრიტანეთის პრემიერის მოქმედებაზეც უნდა ითქვას, ნახეთ ხო, როგორ გადააყენეს? რაში არის...
Page 4 of 7 1 3 4 5 7

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist