ფეისბუქზე-კიბოს-მკურნალობის-ფოტოდინამიკურ-მეთოდზე-მცდარი-ინფორმაცია-ვრცელდება
19 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა რუსი პოლიტიკოსის, არტიომ ტარასოვის ვიდეო, რომელშიც ის კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდზე საუბრობს. მისი თქმით, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და რადიაციული თერაპია დამანგრეველია ორგანიზმისთვის, ხოლო ნებისმიერი სხვა მეთოდი არატრადიციულად არის მიჩნეული. ტარასოვის განცხადებით, ერთ-ერთ რუს მეცნიერს მეოთხე სტადიის, ყველა სახის კიბოს მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი ჰქონდა, რომელიც ტარასოვმა რუსეთში ონკოცენტრს შესთავაზა, მაგრამ...
კონსპირაცია,-თითქოს-ანტარქტიდის-კედლის-მიღმა-ქალაქია
11 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც  ყინულის დიდ კედელს და მის გვერდით რამდენიმე ოვალური ფორმის შენობას ვხედავთ. ვიდეოში ფოტოა ჩასმული, რომლის სხვადასხვა ნაწილები რიგრიგობითაა მოახლოებული და ვიდეოს ავტორი ინგლისურ ენაზე ყვება, რომ ანტარქტიდის კედლის მიღმა ქალაქია.  თანდართული აღწერის მიხედვით, სწორედ ამიტომ დადიან პრეზიდენტები ამ ადგილას და ყველა ტექნოლოგიას აქედან იღებენ.  ვიდეოში გამოყენებული...
მიუთითებს-თუ-არა-ხეების-შიგნიდან-წვის-პროცესი-ხანძრის-ხელოვნურად-გაჩენაზე
27-31 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) საბერძნეთში ტყის ხანძრის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოზე ხეების წვის პროცესია აღბეჭდილი და ჩანს თუ როგორ იწვის ხის ღეროს შიდა მხარე ქერქზე სწრაფად, რაც ვიზუალურად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხეს ცეცხლი შიგნიდან უკიდია. თანდართულ აღწერაში კი პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში ხეები შიგნიდან არ დაიწვებოდა და  ეს არ ჰგავს...
რა-ვიცით-ჯიმ-კავიზელის-განცხადებებსა-და-მის-კავშირზე-ფილმ
2023 წლის 24 ივლისს, ფეისბუქ ანგარიშმა “ნინო ნინო-მ” გამოაქვეყნა ნაწყვეტი “თავისუფლების ხმის” ფილმის მსახიობ ჯიმ კავიზელის ინტერვიუდან. პოსტის აღწერაში  ავტორი ამტკიცებს, რომ ფილმი ასახავს ბავშვთა ტრეფიკინგის რეალურ საერთაშორისო სისტემას, რომელშიც ჩართულნი არიან მაღალი თანამდებობის მქონე პირები, ე.წ. ელიტები. ავტორი, ასევე, ციტირებს მსახიობ ჯიმ კავიზელს, ხოლო ფილმს ორგანოებითა და ადრენოქრომიით – ბავშვების სხეულებიდან მიღებულ ნივთიერებით ვაჭრობას...
ვიდეომანიპულაცია,-თითქოს-ლიბიიდან-ევროპისკენ-500-000-მიგრანტი-მიემართება
10-13 ივლისს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც თანდართული აღწერის მიხედვით ლიბიის სანაპიროდან 500 000 მამაკაცის ევროპისკენ გადაადგილებას ასახავს. ავტორების მტკიცებით, მამაკაცების ნახევარ მილიონიანი კოლონა ევროპაში შეჭრის მიზნით ლიბიიდან იტალიისკენ მიემართება. იდენტურ ვიდეოს ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ეროვნული სულისკვეთებაც” ავრცელებს და ლიბიიდან მასიურ მიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.  ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ყალბი აღწერით ვრცელდება. მტკიცება,...
მცდარი-ინფორმაცია
7 ივნისს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი 4-ნაწილიან დოკუმენტურ სერიალს იღებს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ბავშვებით ვაჭრობის მსოფლიო ბაზრის შესახებ, რომელშიც ბევრი ქვეყანა, მათ შორის უკრაინაცაა ჩართული. ორივე პოსტს ერთვის მელ გიბსონის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით, რომელიც დამატებით შეიცავს მტკიცებას, რომ ბავშვთა ტრეფიკინგი 34 მილიარდიანი გლობალური ბაზარია. ინფორმაცია,...
დეზინფორმაცია-ისევ-კორონო
30 აპრილს ფეიბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ თავის პირად პროფილზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) სამხრეთ ნევადაში დაიწყო გამოძიება ტვინის დაავადებაზე, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ბავშვებში ვრცელდება. პოსტს კომენტარებში თან ერთვის CNN-ის სტატიის ბმული. აღნიშნულ პოსტში მოცემული ინფორმაცია ყალბია და ვაქცინაციას ბავშვებში გავრცელებულ ტვინის დაავადებასთან კავშირი არ აქვს. ინფექცია კოვიდ...
მანიპულაცია--სირია
9 თებერვლიდან ფეისბუქ ანგარიში ქაროსა ნი, ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის დახმარებაზე უარი განაცხადეს. პოსტების მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ ასადის მთავრობის დახმარება ირონიული იქნება, ხოლო ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სირიას არ დაეხმარება, სანამ იქ ძალაუფლების ცვლილება არ დაიწყება.  8 თებერვლიდან...
დეზინფორმაცია
11 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ თავის პირად პროფილზე პოსტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: ,,ისინი აძლევენ ძროხებს mRNA ვაქცინას, რომელიც გადასცემს ვაქცინას რძეში, ყველში და ა.შ.” პოსტს თან ერთვის საქონლისა და ვეტერინარის ფოტო წარწერით “Cattle Vaccination” (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია). (Xanax Bars: Ordering and Pricing in the USA) პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ძროხების ვაქცინაცია საფრთხის შემცველი...
დეზინფორმაცია,-თითქოს-ევროპაში-“ოვერტონის-ფანჯარა”-პედოფილიის-ნორმალიზებას-ახდენს
2022 წლის 29 აგვისტოს Facebook მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ქალი პედოფილიაზე, მის დეფინიციაზე და სახესხვაობებზე საუბრობს. პოსტის ავტორმა ვიდეო “ოვერტონის ფანჯარას” დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ევროპულ კონფერენციებზე პედოფილია უკვე ისე განიხილება, როგორც “ნორმალური სექსუალური ორიენტაცია”. პოსტის ავტორის მიერ TEDx-ის ვიდეოფრაგმენტის გავრცელება და “ოვერტონის ფანჯრის” კონსპირაციულ თეორიასთან დაკავშირება მანიპულაციურად ხდება. პოსტი ქმნის...
კონტექსტის-გარეშე
22-23 აგვისტოს ფეისბუქ-პროფილებმა მაია თვალთვაძე და კატერინა კატა ლინა ძეხვისა და ტკბილეულის ფოტოები გამოაქვეყნეს. პოსტების ავტორები წერენ, რომ სხვადასხვა საკვები პროდუქტი მწერებისგან დამზადებულ ექსტრაქტ – კარმინს შეიცავს და “გლობალისტები დღეს ყველანაირად ცდილობენ მწერები გვაჭამონ, როგორც ყოველდღიური საკვები”. ფეისბუქ-პოსტები კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს კარმინის საღებავის საკვებში გამოყენება საფრთხისშემცველია. რეალურად, კარმინის საღებავი ნამდვილად...
გაყალბებული-ციტატა
28 აგვისტოს ფეისბუკ-ანგარიშებმა ტრადიციული საქართველო და მაია თვალთვაძე გაავრცელეს ვიდეოს ფრაგმენტი, რომელშიც კრემლის პროპაგანდისტი, დმიტრი სპივაკი ამერიკელ დიპლომატს, ზბიგნევ ბჟეჟინსკის ციტირებს: “კომუნიზმზე გამარჯვების შემდეგ, ჩვენ გვჭირდება მართლმადიდებლობის განხეთქილება და რუსეთის დაშლა, ამაში კი უკრაინა დაგვეხმარება, სადაც ღალატი საზოგადოებრივი ზნეობის ნორმად ითვლება.” სპივაკის მტკიცებით, ბჟეჟინსკიმ ეს ციტატა 1998 წელს დაწერა წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა – აშშ-ის...
Page 4 of 4 1 3 4

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist