“აშკენაცი-ხაზარი-კაბალისტი”-ებრაელების-მასობრივი-ემიგრაცია-უკრაინაში-თუ-ყოველწლიური-ტრადიცია---რას-ასახავს-ვიდეო
25-28 სექტემბერს ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3) უკრაინაში ჩასული ებრაელების ამსახველი ვიდეოები გაავრცელეს. ანგარიშის ბოლო ჟამის ქრისტიანები აღწერის მიხედვით, უკრაინა უკრაინელებისგან დაცალეს და “აშკენაცმა ხაზარმა კაბალისტმა იუდეველებმა” უკრაინაში ემიგრირება მასიურად დაიწყეს, რათა 2030-2050 წლებამდე “ზეციური იერუსალიმი” ააშენონ. ანგარიში Giorgi Abashidze-ს მტკიცებით, ვიდეოთი მტკიცდება, რომ ებრაელებმა უკრაინელებსა და რუსებს ერთმანეთი გააწყვეტინეს, რათა უკრაინის ტერიტორია მასობრივად დაეკავებინათ, ხოლო...
დეზინფორმაცია
4 ივლისს ფეისბუკ-გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად ნიდერლანდების მთავრობამ აზოტის ოქსიდის შემცირების საბაბით ქვეყანაში პირუტყვის რაოდენობის 70-95%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და ფერმერებს პირუტყვის დახოცვის ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის ულტიმატუმი წაუყენა. პოსტს თან ახლავს “ევრონიუსის” ინგლისურენოვანი სიუჟეტი, რომელიც ნიდერლანდებში აზოტის ემისიის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. მტკიცება, თითქოს ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში...
კონსპირაცია
19 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოაქვეყნა ვიდეო ადოლფ ჰიტლერის ებრაული წარმოშობის შესახებ. პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ ჰიტლერი წარმოშობით აშკენაზი ხაზარი ებრაელი და სალომონ როტშილდის შვილიშვილი იყო, რა მიზეზითაც მას ხაზარი იუდეველების ელიტა, კერძოდ: როტშილდი, შიფი, ვარბურგი და მორგანი აფინანსებდნენ. დამატებით, ვიდეოში აღნიშნულია, რომ ავსტრიის კანცლერის, ენგელბერტ დოლფუსის მკვლელობა ჰიტლერმა შეუკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი...
დეზინფორმაცია
11 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” იაპონიის ყოფილი პრემიერის შინძო აბეს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, 8 ივლისს მოკლული აბე WEF-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი) ბრძანებებს არ ემოჩილებოდა, 1.6 მილიონი დოზა ვაქცინა უკან გააგზავნა და მოქალაქეებს ივერმექტინით მკურნალობის ნება დართო. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც  იგივე წარწერები ინგლისურ ენაზეა დატანილი.  მტკიცება იმის შესახებ, რომ აბე...
კონსპირაცია
29 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა თიკო თურმანიძემ რომის პაპის ფრანცისკე II-ს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერაში ავტორი სამების მგალობელთა გუნდის მიერ პაპისთვის გალობას აკრიტიკებს და წერს, რომ მართლმადიდებლებმა გალობით “ქრისტიანი ბავშვების სისხლის მსმელები” დაატკბეს. პოსტს თან რამდენიმე ფოტო ერთვის. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, რომ პაპი სხვადასხვა ადამიანს კოცნის, შემდეგ ფოტოებზე პაპი ხელით სამ თითს აჩვენებს. რამდენიმე ფოტოზე კი...
კონსპირაცია
28 ივნისს ფეისბუქ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის ვიდეო გამოაქვეყნა აღწერით: “ხაზარი ებრაელი ქსენია სობჩაკი თავის ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიმხელს – ესაა ქრისტიანი ბავშვების სისხლის რეგულარულად სმა”.  ვიდეოს მონაკვეთი, რომელშიც ქსენია სობჩაკი ქრისტიანი ბავშვების სისხლის დალევაზე საუბრობს გასართობი შოუდანაა ამოჭრილი. გავრცელებული ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ სობჩაკი მისი მეგობრის – ულიანა ცეიტლინას ასაკზე...
დეზინფორმაცია
2022 წლის 17 აპრილს Facebook ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ანტივაქსერი ექიმი ქერი მადეი საუბრობს ვაქცინაციისა და ძუძუთი კვების შესახებ. ინგლისურენოვან ვიდეოში ლაპარაკია ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, როცა სრულად ვაქცინირებულმა დედამ თავისი რძის შეფერილობაში უცნაურობა შენიშნა, რის გამოც გადაწყვიტა მისი გამოკვლევა. ქერი მადეის თქმით, დიაგნოსტიკურმა დანადგარმა დედის რძეში აღმოაჩინა 80% არაორგანული ნივთიერება და...
დეზინფორმაცია
2022 წლის 29 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ახალ ზელანდიაში სამჯერ ვაქცინირებული ადამიანების უმრავლესობას შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) ახალი ფორმა უვითარდება. აღწერის მიხედვით, ვაქცინირებულებს არავაქცინირებულებთან შედარებით ვირუსებთან, ბაქტერიებთან, კიბოსთან და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად იმუნური სისტემა 75-80%-ით დაუქვეითდათ. ანგარიში...
cover
2022 წლის თებერვლის ბოლოს ქართველი ანტივაქსერების ყურადღება ახალმა კრიზისმა მიიპყრო და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ისევ რუსეთისვე  მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციების გავრცელება დაიწყეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ფეისბუქ ანგარიშები, ერთი მხრივ, ცდილობენ, რომ  რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გაამართლონ და ომი უკრაინის ნაციონალისტებისა და გარყვნილებისაგან გასათავისუფლებელ ოპერაციად წარმოაჩინონ, მეორე მხრივ კი, ამტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის...
დეზინფორმაცია
2022 წლის 6 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანებმა” ბრიტანული მედიის Itv News-ის ახალი ამბის სქრინშოთი გააზიარა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საწოლის გასწორებისას საბნის ძლიერად აქნევამ შესაძლოა, გულის შეტევა გამოიწვიოს. პოსტში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მეცნიერების ამ დასკვნას ვაქცინაციას უკავშირებს და წერს, რომ ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება ყველაფერმა მოკლას.  Itv News-ის სტატიის სქრინშოთი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის...
დეზინფორმაცია
2022 წლის 2 თებერვალს Facebook მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ისრაელში სისხლის დეფიციტია და ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამო ხდება. მისი თქმით Pfizer-ის ვაქცინის ფლაკონში ნანოტექნოლოგიაა აღმოჩენილი, რასაც ევროკავშირის წამლების სააგენტოსთან და სხვა უამრავ მეცნიერთან ერთად ინგლისის უახლესი კვლევაც ადასტურებს.  Pfizer-ის ვაქცინაში ნანოტექნოლოგიასთან დაკავშირებით ვიდეო ბოლო ჟამის ქრისტიანებმაც გაავრცელეს. ვიდეოკოლაჟი სხვადასხვა ვიდეოს,...
Untitled-1
7 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა. ვიდეოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუძლოდ ხდებიან. ვიდეოს თან ერთვის შემდეგი ტექსტი: “ადამიანი 2.0, Pfizer edition.” გამოქვეყნებული ვიდეო რამდენიმე კადრისაგან შედგება. მთელი ვიდეოს განმავლობაში მარცხენა კუთხეში კომპანია “ფაიზერის” ლოგოა გამოსახული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კადრებში ასახული მოვლენები Pfizer-ს უკავშირდება. ვიდეოში ან მის აღწერაში კადრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემული არ...
Page 4 of 8 1 3 4 5 8

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist