კონტექსტის-გარეშე
18 მაისიდან ქართულ (1,2,3,4,5,6) და რუსულენოვანი (1,2,3) ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა, რომელზეც ადგილი, სადაც ყრმა იესო უნდა იყოს გამოსახული, გაშავებულია. პოსტების ნაწილში გაჟღერებული იყო მტკიცება, რომ იტალიური პრესის მიხედვით, ხატი ივერიის ღვთისმშობლის ხატის პაროდიაა და შეურაცხმყოფელია.  ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პაპისთვის გადაცემული საჩუქრის შესახებ კონტექსტის გარეშე...
დეზინფორმაცია
4 მაისს ფეისბუკ-ანგარიშებზე ( 1, 2 )  გამოქვეყნდა ფოტო, სადაც პროდუქტზე ვხედავთ წარწერას –  Apeel. პოსტებში აღნიშნულია, რომ მსგავს იარლიყებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ასეთი კომპანიების წარმოებული პროდუქტები ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. ინფორმაცია, თითქოს Apeel Sciences- ის მიერ წარმოებული პროდუქცია ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, სიმართლეს არ შეესაბამება. საკვები ნივთიერება Edipeel, რომელსაც კომპანია იყენებს და რომლის მეშვეობითაც პროდუქციის...
დეზინფორმაცია
კრემლის მედია უკვე წლებია ამტკიცებს, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ. 24 თებერვალს ამ თემაზე რუსულ პროპაგანისტულ მედიას – Известия წარსულში სამხედრო ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა.  მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში პენტაგონიდან გამოგზავნილი სამხედროები მუშაობენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. იგი აღნიშნავს, რომ  ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის და საჭიროა, რომ რუსულ-ქართული მონიტორინგის ჯგუფი...
მტკიცებულებების-გარეშე-ნატოს-შტაბბინა
30 მარტს ქართულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5) ფეისბუკ ანგარიშებმა, ასევე რუსულმა მედიებმა (Pravda.ru, aif.ru, dnr-news.ru, smotrim.ru, podolyaka.ru) ნატოს საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერის აფეთქების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების თანახმად,  რუსეთის საჰაერო ძალებმა კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის  გამოყენებით უკრაინა-ნატოს ერთობლივ სარდლობასა და საკომუნიკაციო ცენტრს შეუტიეს,...
კიევ-პეჩერის-ლავრა
13- 16 მარტს რუსულ პროპაგანდისტულ მედიებში (РИА НОВОСТИ, РОССИЯ 1,  MK.RU, bloknot.ru, СПЖ ) გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ტაძრის ჯვრები გაშავდა. სტატიებში ამ პროცესს ტაძრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდლების გაძევებასა და ტაძარში კიევის საპატრიარქოს მღვდლის მიერ წირვის აღვლენის გამო სასჯელს უკავშირებენ. ინფორმაცია ჯვრების გაშავებაზე ასევე გავრცელდა ქართული კრემლისტური პარტიის კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი –...
ყალბი-რეალური
22 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშებმა ნინი ხუნდაძე, ფანტინა (2, 3), ნოზაძე მიშკა,  უკრაინის ერთ-ერთ ტაძარში გადაღებული ვიდეო გაავრცელეს. პოსტის ავტორები ვიდეოს თანმხლებ აღწერაში ამტკიცებენ, რომ ვიდეოში უკრაინელების მიერ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩატარებული სატანისტური რიტუალია წარმოდგენილი. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ ტაძარში მყოფი პირები უკრაინული სიმღერის თანხლებით წრიულად მოძრაობენ. გავრცელებული პოსტების მცდარ აღწერას შეიცავს. ვიდეო არა კიევ-პეჩერის ლავრაში, არამედ...
ყალბი-რეალური-ხანძარი-ხარკივში
15 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3) ხანძრის ვიდეო გაავრცელეს. პოსტების აღწერის მიხედვით, ხარკივში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენობას ცეცხლი მობილიზაციის გამო წაუკიდეს.  14-15 თებერვალს ინფორმაცია ხარკივში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის პუნქტის დაწვის შესახებ ვიდეოდან ამოჭრილ ფოტოსთან ერთად  რუსულენოვანმა მედიებმაც (1,2) გაავრცელეს, მათ შორის Nеws Front-მა. იმავე აღწერით ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც (1,2,3,4,5,6) გამოაქვეყნეს. ვიდეო იუთუბზეც გავრცელდა...
ნაწილობრივ-მცდარი--გაერო
20-25 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3) საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნეს. პოსტის თანახმად, ქართული ეთნოსი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ქრება და გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები საქართველოში ეთნიკურ უმცირესობაში იქნებიან. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ გაეროს გათვლებით, საქართველოს მოსახლეობა 2030 წლისთვის უნდა ყოფილიყო 3.7 მილიონი, თუმცა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 3.7 მილიონი საქართველოს მოსახლეობა 2014 წელს გახდა. მოსახლეობის...
დეზინფორმაცია
2022 წლის 22 იანვარს Facebook მომხმარებელმა ფანტინა ფანტინამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც იოსებ სტალინის მიერ გაკეთებულ “ქართულ საქმეებს” შეეხებოდა. პოსტი მიხედვით, სტალინი არასდროს თვლიდა თავს რუსად და მას არასდროს მიუღია მონაწილეობა ეკლესიების დანგრევასა და სასულიერო პირთა დახვრეტაში. ასევე, პოსტის თანახმად, სტალინის დამსახურებაა საქართველოში ეროვნული განძის დაბრუნება (რომლის ნაწილიც მენშევიკურმა მთავრობამ დროსტარებაში გაფლანგა) და სამცხე-ჯავახეთიდან პროთურქულად განწყობილი...
დეზინფორმაცია
17 ივნისს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა (ფანტინა ფანტინა, ლაშა მენთეშაშვილი) უკრაინული დოკუმენტი გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ დოკუმენტებმა რუსულ მედიაში გაჟონა. პოსტების თანახმად, ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის სამსახურის წევრების, საჯარო მოხელეების, სახელმწიფო პერსონალის და ჰანტერ ბაიდენის METABIOTA-ს ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან კავშირის შესახებ არსებული ჩანაწერების განადგურება ბრძანა.  მსგავსი ინფორმაცია 14 ივნისს რუსულმა გამოცემამ  Известия, ფეისბუკ გვერდმა The Kremlin of Moscow...
ყალბი-რეალური
4 ივნისს ფეისბუკ-მომხმარებელმა ფანტინა ფანტინა საჯარო დემონსტრაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ აქციაზე ათასობით დემონსტრანტია შეკრებილი. ფანტინა ფანტინა ამტკიცებს, რომ ვიდეო ასახავს ბრაზილიის მოქალაქეთა რეაქციას, რაც ბრაზილიის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა.  გავრცელებული პოსტი, თითქოს ბრაზილიელებმა ქვეყნის ჯანმოდან გასვლა აქციით აღნიშნეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო რეალურად 2021 წლის 7 სექტემბერსაა გადაღებული და ბრაზილიის...
ყალბი-რეალური
27 მაისს რუსულენოვან მედიებში (KP.RU, BLOKNOT.RU, 360tv.ru), ფეისბუკ-ჯგუფში “Вагончик тронется, вагончик тронется…перрон останется…” და ქართულენოვან ფეისბუკ-პროფილზე ფანტინა კოელიო გამოქვეყნდა ჩეხეთში, პრაღის ერთ-ერთი მაღაზიის შესასვლელში გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩეხურ ენაზე გაკეთებული შემდეგი წარწერა ჩანს: “უკრიანელებისთვის შესვლა აკრძალულია”. სტატიებში აღნიშნულია, რომ გამყიდველები და ბუტიკების მენეჯერები ლტოლვილების ქცევით დაიღალნენ, ამიტომ იძულებულნი არიან მსგავსი ზომები მიიღონ.   ინფორმაცია, თითქოს პრაღის...
Page 3 of 5 1 2 3 4 5

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist