რა-მანიპულაციური-მტკიცებები-ვრცელდება-ევროკავშირის-წევრ-ქვეყნებზე-სეზონი-TV-ის-ეთერშ
6 სექტემბერს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და მოწვეულმა სტუმარმა, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა ევროკავშირის შესახებ ისაუბრეს. მათი მტკიცებით, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობა შემცირდა და პრაქტიკულად მესამედიღაა დარჩენილი, ბულგარეთსა და რუმინეთში საწარმოები გაჩერებულია, აღარ გამოდის ბულგარული კონსერვები და ევროკავშირმა აიძულა ბულგარეთი, უარი ეთქვა ღვინის წარმოებაზე,...
ალენ-დალესი-კონსტირაციის-თეორია
წლებია ქართულ პრორუსულ მედიაში, ასევე რუსულ მედიასა და ფეისბუკზე ვრცელდება სხვადასხვა კონსპირაცია დალესის გეგმაზე. კონსპირაციის თანახმად, ცივი ომის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა უფროსმა ალენ დალესმა საბჭოთა საზოგადოების მორალური ფასეულობების განადგურების მიზნით სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ამ თემაზე “მითების დეტექტორმა” სხვადასხვა დროს რამდენიმე მასალა მოამზადა. ალენ დალესის 10 პუნქტიანი გეგმა საბჭოთა კავშირის განათლებისა და აღზრდის...
დეზინფორმაცია
12 ივნისს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” გაუშვეს სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს რომ 13 აპრილს უკრაინის მთავრობამ ამერიკულ არასამთავრობო ფონდთან “The Arcus Foundation” თანამშრომლობით ხელი მოაწერა მემორანდუმს სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში ლგბტ სწავლების მეთოდების დანერგვის შესახებ. სიუჟეტში ნაჩვენებია დოკუმენტიც, რომელიც, სიუჟეტის მიხედვით, მხარეებს შორის გაფორმდა. როგორც სიუჟეტშია ნახსენები, ფონდი არკუსი მზად...
ლორთქიფანიძის-დეზინფორმაცია-ფოსფოროვანი-სასუქის-ექსპორტსა-და-უკრაინაში-რუსეთის-საელჩოს-ფუნქციონირებაზე
29 მაისს “სეზონი TV-ის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებისა და რუსეთის საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლორთქიფანიძის მტკიცებით, რუსეთის საელჩო უკრაინაში შეზღუდული კონტიგენტით მუშაობს და ასე რომ არ იყოს, უკრაინაზე გაზპრომის გაზსადენი ვერ გაივლიდა. ასევე, პრიმაკოვის ცენტრის დირექტორის მიხედვით, არსებობს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქცია, რომლის...
ვიდეომანიპულაცია
20 აპრილს ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებთან შიშველი კაცები შეჰყავთ. გადაცემაში ვიდეოც აჩვენეს, რომელშიც ჩანს, რომ ოთხი შიშველი მამაკაცი 5 სკოლის მოსწავლესთან შედის, ოთახში ორი უფროსი ადამიანიც არის, რომლებიც ბავშვებს ამ მამაკაცების გენიტალიებთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამენ. ნიკოლოზ მჟავანაძე: მინდა წარმოგიდგინოთ, რაღაცა ამაზრზენი და საშინელი სიუჟეტი,...
დეზინფორმაცია
4 აპრილს TV სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” (1,2) ისტორიკოსმა დიტო ჩუბინიძემ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ ისაუბრა. ჩუბინიძის მტკიცებით, ევროპარლამენტარის ქალიშვილობის გვარი გერინგია და ის ლუფტვაფეს რაიხსმარშლის ჰერმან გერინგის გენეტიკული და სულიერი შთამომავალია. გადაცემის სტუმარი ასევე ამტკიცებს, რომ ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოში იმის განხორციელებაა, რასაც გერინგი, გებელსი, ჰიმლერი, ბორმანი და სხვები მეოცე...
მანიპულაცია
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე გაუქმდა. კიევ-პეჩერის ბერებსა და მღვდლებს ლავრის ყველა ნაგებობის გათავისუფლების ვადა 29 მარტამდე მიეცათ.  აღნიშნული პროცესის პარალელურად, 26-29 მარტის პერიოდში სოციალურ ქსელში კიევ-პეჩერის ლავრის შესახებ სხვადასხვა მანიპულაციური მტკიცება ვრცელდებოდა:...
დეზინფორმაცია
20 მარტს ფეისბუქ-ანგარიშებმა ირაკლი ირემაძე და დაათ ცაბაძე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფოტო და ციტატა გამოაქვეყნეს. მათი მტკიცებით, ბაიდენმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის პრეზიდენტ გორბაჩოვთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.  იდენტური ციტატა ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმაც წაიკითხა, მან აღნიშნა, რომ ეს იუმორისტული პასაჟი რეალობისგან შორს არ არის. მჟავანაძის ვიდეო taonews.ge-ზეც გამოქვეყნდა....
ყალბი-რეალური
8 მარტს ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” საპროტესტო აქციიდან კადრი აჩვენეს, რომელშიც ორი ადამიანი ჩანს. მათ მკლავზე ვხედავთ თეთრი ჯვრის სიმბოლოს, ტროტუარზე კი ბოთლი დევს. გადაცემის სტუმარმა პაატა აბულაძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები უკრაინელები არიან, წითელქურთუკიანი ოცმეთაურია, წითელჩაფხუტიანი კი ათმეთაური, ისინი ამერიკელებისგან არიან გაწვრთნილები და “ასეთ რაღაცებში” ყირგიზეთშიც იღებდნენ მონაწილეობას. გადაცემის  წამყვანმა აღნიშნა,...
კონსპირაცია
8 თებერვალს რადიო “იმედის” გადაცემაში “მოროშკინას პოდკასტი” წამყვანმა ლალი მოროშკინამ მოწვეულ სტუმართან ერთად თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე ისაუბრა. მოროშკინას თქმით, მიწისძვრაში ამერიკის ხელია გარეული, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მიწისძვრის მომყოლი ბიძგების სიმძლავრე პირვანდელ ბიძგებს აღემატებოდა. მოროშკინამ ასევე გაიხსენა ისიც, რომ 3 თებერვალს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკის ელჩი თურქეთში დესტაბილიზაციის შექმნაში დაადანაშაულა, ამის შემდეგ კი...
დეზინფორმაცია
25 იანვარს სეზონი TV-ს გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” მწერალმა მერაბ რატიშვილმა უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ისაუბრა (1,2). რატიშვილის მტკიცებით, თუ გერმანია უკრაინაში საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს გაგზავნის, მიუხედავად იმისა, რა ფუნქცია ექნებათ მათ, რუსეთს უფლება ექნება ბერლინი დაბომბოს, რადგან ის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა. საბჭოთა კავშირს კი, რატიშვილის თქმით, ამის უფლებას ომის შემდეგ დადებული კაპიტულაციის ხელშეკრულებები...
ვიდეომანიპულაცია
განახლება: 2 თებერვალს მასალას დაემატა ინფორმაცია უკრაინის კიდევ ერთ ტაძარში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში 31 იანვრიდან აქტიურად ვრცელდება. 15-22 იანვარს ქართულმა ფეისბუქ პროფილებმა, რომლებიც დეზინფორმაციას რეგულარულად აზიარებენ, მათ შორის კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა ეკლესიებში ჩატარებული სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენების ამსახველი 2  ვიდეო გაავრცელეს. პოსტის აღწერებსა და ვიდეოს თანმხლებ კომენტარებში ნაწილი აღნიშნავდა,...
Page 3 of 7 1 2 3 4 7

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist