ყალბი-რეალური (2)
14 მარტს ფეისბუქ-ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები BBC-ის ლოგოს მქონე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დატანილ ტექსტში აღნიშნულია, რომ ბოლო 50 წელში დაფიქსირებული ჭარბი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა. პოსტში საუბარია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში 63 000 ჭარბი სიკვდილიანობა აღრიცხეს, ხოლო ამ ფაქტის ვაქცინებთან კავშირი BBC-მ შემთხვევით აღიარა. მტკიცება, თითქოს BBC-მ...
კონსპირაცია
2023 წლის 2-7 მარტს ფეისბუქის რამდენიმე მომხმარებელი ავრცელებდა ინფორმაციას ე.წ. “ქიმტრეილების” შესახებ. მათი თქმით, ესპანურ ტელეგადაცემაში ამტკიცებდნენ “ქიმიური ბილიკების” არსებობის შესახებ, რომელიც რეალურად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრუბლებია და კლიმატის ცვლილების საფარქვეშ გეოინჟინერიის გამოყენებას ადასტურებს.  ვიდეოში ტელეწამყვანი ესპანეთში, ბალეარის კუნძულებზე, წვიმის შესაჩერებლად არსებულ სავარაუდო ფუმიგაციებს აჩვენებს და აცხადებს, რომ ისინი კლიმატის ინჟინერიის არსებობის დადასტურებაა. ტელეწამყვანის თქმით, სწორედ...
კონსპირაცია
18-20 თებერვალს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” “15 წუთიანი ქალაქების” პროექტის შესახებ სამი პოსტი გამოაქვეყნა (1,2,3). პოსტების მიხედვით, აღნიშნული პროექტი ქალაქის სექციებად დაყოფას გულისხმობს, რომლებშიც ყველა ის დაწესებულება, რაც ადამიანს სჭირდება 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე მოსახლეობას სექციებს შორის მიმოსვლა შეეზღუდება, პროცესი ციფრული კამერებით გაკონტროლდება და წესის დამრღვევებს სოლიდური ჯარიმები...
მანიპულაცია
13 თებერვალს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ავსტრალიის “ჭკვიანი ქალაქების” დღის წესრიგის შესახებ ინგლისურენოვანი ჩამონათვალი მის ქართულ თარგმანთან ერთად გაავრცელა. ტექსტის მიხედვით, “ჭკვიანი ქალაქები” ისეთ შეზღუდვებს გულისხმობს, როგორებიცაა ნებართვის გარეშე მგზავრობის 20 წუთიანი ლიმიტი, რეალურ დროში მონაცემთა მონიტორინგი, მდინარის პირას დაბანაკებისა და შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასეირნების აკრძალვა. ასევე, პოსტის მიხედვით, მოქალაქეები ვეღარ აირჩევენ რომელ ექიმთან...
ყალბი-რეალური
სოციალურ ქსელში რამდენიმე  მომხმარებელმა, მათ შორის “ბოლო ჟამის ქრისტიანები” და Nina Marji, გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც უცნაური ფორმისა და შეფერილობის ღრუბელი ჩანს.  აღწერის მიხედვით, ეს ღრუბელი თურქეთის ქალაქ ბურსას ცაზე  თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა და მიწისძვრებთან კავშირშია, რადგან  ხელოვნური ტექნოლოგიითაა შექმნილი.   მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახული ღრუბელი ხელოვნური...
ჰოლივუდი
1 თებერვლიდან ქართული და რუსულენოვანი ანონიმური ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები გაფიცვით იმუქრებიან მანამ, სანამ ყველა ადამიანი არ აიცრება. პოსტების მიხედვით, ცნობილი ადამიანების ჯგუფი ჰოლივუდს “მთელი თანამედროვე ამერიკული კულტურის საფუძველს” უწოდებს, ხოლო ჯგუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ძალაუფლება მათ ეკუთვნით და აუდიტორიაც მათ ემორჩილება და არა პირიქით. დამატებით, ქართულენოვან პოსტში ვაქცინაციასთან...
დეზინფორმაცია
12-15 ნოემბერს ფეისბუქზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვების სიკვდილს იწვევს. “ემი” ჯგუფის გვერდი და ანტივაქსერული ფეისბუქ ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოცემა Expose-ზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ევროპაში  ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში 552%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც EMA-მ პირველად დაამტკიცა ფაიზერის ვაქცინის გამოყენება  ბავშვებისთვის. რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელი (1,2,3) კი ამტკიცებდა, რომ 4 წლის ბრაზილიელი ბავშვი,...
დეზინფორმაცია
2022 წლის 8 ნოემბერს Facebook მომხმარებლებმა (1, 2, 3)  გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ნოემბერში ეგვიპტეში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP27) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნახშირბადზე ყოველწლიური ლიმიტის დაწესების შესახებ იმსჯელეს. პოსტების თანახმად, ახალი პოლიტიკის მიზანი მოსახლეობის კონტროლია. ავტორები ამტკიცებენ, რომ ნახშირბადის დაწესებული ლიმიტის მიღწევის შემდეგ, ენერგიის მოხმარება გაძვირდება და ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება, რის შემდეგაც უმრავლესობა...
ბოლო-ჟამი-მითები
2 ნოემბერს ფეისბუკ ანგარიშებმა ბოლო ჟამის ქრისტიანები, თეა თევდორე წივწივაძე ჟურნალისტისა და პოლიტიკური მიმომხილველის,  დიმიტრი ავალიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელეს. პოსტის ავტორები ჟურნალისტის გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირებენ და  იმ პოსტების ფოტოებს აქვეყნებენ, რომლებშიც ავალიანი ვაქცინაციის შესახებ წერს.  მტკიცება, რომ დიმიტრი ავალიანის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გახდა, ყალბია. დიმიტრი ავალიანს 2022 წლის მაისში სიმსივნის...
ვიდეომანიპულაცია
2022 წლის 18 ოქტომბერს, ქართულენოვანმა Facebook მომხმარებელმა ვაქცინაციის შესახებ ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა – “გლობალური სამედიცინო ექსპერიმენტის, “კოვიდციდი”-ს შედეგი.” გავრცელებული ვიდეო ბევრი კადრისგან შემდგარ კოლაჟს წარამოდგენს, სადაც ნაჩვენებია, როგორ კარგავენ გონებას მოქალაქეები ან ემართებათ კრუნჩხვითი შეტევები. გავრცელებული ვიდეო COVID-19 ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. ვიდეოში მოცემულ კადრებს არა თუ COVID-19 პანდემიასთან კავშირი არ აქვთ,...
ვიდეომანიპულაცია (2)
2022 წლის 2 ოქტომბერს ფეისბუკ პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები”  კომპანია ჰუავეის ვიდეო  შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “კომპანია HUAWEI-ს 6G (მეექვსე თაობის) ვიდეო რგოლი გვამცნობს, რომ ადამიანების დაერთება ხელოვნურ ინტელექტზე მოხდება 2030 წლისთვის 6G-ქსელის და (თქვენ იცით რისიც) საშუალებით.” ჰუავეის რეკლამაში 6G ტექნოლოგიის შესახებაა საუბარი. მტკიცება, თითქოს 2030 წლისთვის 6G-ის საშუალებით ადამიანების ხელოვნურ ინტელექტზე დაერთება მოხდება, მანიპულაციურია....
კონსპირაცია
4 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშმა მზის შვილი რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთი პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-ს ჩვენების კადრია. პოსტის ავტორი წერს, რომ ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ ვაქცინის შემადგენლობაში მყოფი “იქსიდო გრაფენების” დემონსტრირება მოახდინა. Balenciaga-ს ჩვენებიდან ფოტოს გარდა, პოსტს გრაფენის ოქსიდის საილუსტრაციოდ შავი ფერის ნივთიერებების მოძრაობის ვიდეოები ახლავს თან. მტკიცება, თითქოს დემნა გვასალიამ ბალენსიაგას...
Page 3 of 8 1 2 3 4 8

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist