თითქოს ევროსაბჭომ მთავრობას მოუწოდა, პატრიარქს საჯაროდ აზრის გამოხატვა აკრძალვოდა
20 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ფანტინა ფანტინა და მღვდელმა იაკობ მესტვირიშვილმა გაავრცელეს დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ვიდეო, რომელშიც ჰყვება, რომ 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აკრძალვოდა საჯარო სივრცეში აზრის თავისუფლად გამოხატის უფლება. მისივე ინფორმაციით, რეკომენდაცია ეხებოდა პატრიარქის ქადაგებას, რომ “სირცხვილია ლგბტ, მამათმავლური ცხოვრების წესით ცხოვრება”.   “მე გაგახსენებთ 2016...
Meta
17 აპრილს ფეისბუქ ანგარიშებმა Fanti Na და Giorgi Mamisashvili, ასევე გვერდმა ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” და არაერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) გაავრცელა იდენტური ინფორმაცია, თითქოს ფეისბუქი (Meta) ახალ წესს აამოქმედებს, რის შემდეგაც, ორგანიზაციას პირადი ფოტოების გამოყენება შეეძლება. ანგარიშები პოსტებით ეწინააღმდეგებიან ფეისბუქის ახალ წესს და წერენ, რომ კონფიდენციალურობის დარღვევა კანონით ისჯება. პოსტების...
მორიგი-ვიდეომანიპულაცია-უკრაინის-მართლმადიდებელ-ეკლესიაზე
21 მარტს რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა (1, 2, 3) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მათი მტკიცებით, უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაშია გადაღებული. ვიდეოზე ნაჩვენებია ძველი დროის სამხედრო სამოსში გამოწყობილი პირები, ასევე ბიჭი ანგელოზის ფორმითა და ფრთებით. ისინი უკრაინულ პატრიოტულ სიმღერა “Ой, у лузі червона калина-ს” მღერიან. ფეისბუქ მომხმარებლები წერენ, რომ ასე გამოიყურება ,,რუსული მართლმადიდებლობისაგან” გათავისუფლებული უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია და ის...
ემანუელ-მაკრონის-შესახებ-ვიდეოფაბრიკაცია-ვრცელდება
1-3 მარტს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ნაც ნობი, Aleqsandre Mgeladze, და Koba Kusiani გააზიარეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცეკვავენ ადამიანები კლუბში. ავტორები ამტკიცებენ, რომ ვიდეო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ასახავს. ვიდეო 27 თებერვალს რუსულენოვან ვებ-საიტზეც გავრცელდა.   სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტის შესახებ ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, ვიდეოში ემანულ მაკრონის სახე პროგრამულად არის ჩასმული.   ვიდეო, რომელიც, ავტორების მტკიცებით, საფრანგეთის პრეზიდენტს ასახავს,...
ფოტომანიპულაცია,-თითქოს-საბერძნეთის-ეკლესიაში-წმინდა-მატრონასა-და-სტალინის-შეხვედრაა-გამოსახული
12 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ფანტინა ფანტინა და ერმილე ელგუჯას-ძე ნემსაძე გაავრცელეს ფოტო, რომელიც, მათი ინფორმაციით, საბერძნეთში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ იოსებ სტალინისა და წმინდა მატრონა მოსკოველის შეხვედრის ხატს ასახავს.   პოსტების ავტორები ფოტოს მცდარი აღწერით ავრცელებენ. რეალურად, გამოსახულება სტალინისა და წმინდა მატრონა მოსკოველის შეხვედრას არ ეხება და კავშირშია გადმოცემასთან, რომ მატრონა ნიკონოვამ პოლიციელის სახლში ხანძრის გაჩენა იწინასწარმეტყველა.   მატრონა...
ვიდეომანიპულაცია,-თითქოს-უკრაინაში-მართლმადიდებლობის-აკრძალვას-აპროტესტებენ
28 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშებმა “ნაცნობი უფნობი” და “ნიკოლოზ კობერიძე” გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მართლმადიდებლობის აკრძალვის შემდეგ საკუთარი მრწამსის დასაცავად ასიათასობით უკრაინელი გამოვიდა  და პოჩაევის ლავრისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პოსტებს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ადამიანები ხატებით და ჯვრებით მიემართებიან. მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ნაჩვენები მსვლელობა მართლმადიდებლობის აკრძალვის გამო საპროტესტო ხასიათს ატარებს, დეზინფორმაციულია და...
ნაწილობრივ-მცდარი-ისრაელ-ჰამასის-ომის-დროს-დაღუპულ-ბავშვებზე-ნაწილობრივ-მცდარი-ინფორმაცია-ვრცელდება-ბლარ
11-12 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა სანდრო ლობჟანიძე, ნაცნობი უფნობი, Daviti Tavartkiladze და ნამდვილი მეგობარი გაავრცელეს ფოტოკოლაჟი, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ბოლო 24 სათში დაღუპული პალესტინელი ბავშვებია გამოსახული.   ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის დროს დაღუპულ ბავშვებზე ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. რეალურად, ფოტოკოლაჟი არა 2023, არამედ 2021 წელს, 11 დღის განმავლობაში დაღუპულ ბავშვებსა და მოზარდებს ასახავს – მათი ნაწილი ისრაელში ცხოვრობდა და...
Утверждение-о-продаже-Кока-Кола-вт-сантехническом-отделении-в-Китае-основывается-на-сатирическом-издании
2023 წლის 29 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ნაცნობი უფნობი, Levan Tavdishvili და Levan Megrelidze გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთში კოკა-კოლა სანტექნიკის სითხეების კატეგორიაში გაიყიდება. მათ მიერ გამოქვეყნებულ ტიკ-ტოკ ვიდეოში ავტორი, ადილჟან ლატიფულად თვითიდენტიფიცირებული პირი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საჭმლის ხარისხის ქვედანაყოფმა მიიღო. მისივე მტკიცებით, ამავე ორგანიზაციის მიერ გაიცა რეკომენდაცია გაზიანი სასმლის მილების საწმენდ სითხედ გამოყენებასთან დაკავშირებით....
დეზინფორმაცია,-თითქოს-ჰამასმა-ისრაელის-ფესტივალის-მონაწილეები-თავდასხმამდე-გააფრთხილა
10 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ნაცნობი უფნობი” გააზიარა ვიდეო, რომლის მიხედვითაც ის ამტკიცებს, რომ ისრაელში 7 ოქტომბერს გამართული მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს ჰამასის პოლიცია აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რაც, პოსტის ავტორის თქმით, ვიდეოშიც ჩანს. “საინფორმაციოები კი გამოსცემენ, რომ ჰამასი დაესხა თავსო” – ვკითხულობთ პოსტში. მტკიცება იმის შესახებ, რომ ისრაელში გამართული მუსიკალური ფესტივალის მონაწილეები მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ჰამასის...
ვიდეომანიპულაცია,-თითქოს-ლაგოდეხში-სოფლებს-ვირუსის-სიმპტომების-ხელოვნურად-წარმოქმნისთვის-წამლავენ
29-30 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა ნაცნობი უფნობი და Orliana Orliana გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, ლაგოდეხშია გადაღებული. ვიდეოში მოქალაქე ყვება, რომ სოფელი შეწამლეს, რის გამოც თვალები აეწვა და ჰაერიდან ბურუსი და სუნი არ ქრება. პოსტების აღწერაში ავტორები შეწამვლას “ვირუსის სეზონისთვის მზადებას” უკავშირებენ და ამტკიცებენ, რომ “მოშხამვა” კორონავირუსის სიმპტომების ხელოვნურად წარმოქმნას ისახავს მიზნად, რათა “სახლში გამოგვკეტონ და სიკვდილის...
ყალბი-რეალური-ჰარპი
3 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებზე – ლა ზი და ფანტი ნა, გავრცელდა ფოტო, რომელზეც, პოსტების მტკიცებით, საქართველოში განთავსებული “ჰარპი” არის გამოსახული. ავტორი მას ქვეყანაში სტიქიურ მოვლენებს უკავშირებს.  რეალურად, ფოტოზე აშშ-ში შექმნილი, წყნარ ოკეანეში განთავსებული მაღალტექნოლოგიური რადარია (Sea-based X-band radar) გამოსახული, რომელიც არა საქართველოში, არამედ ჰავაის პორტში მდებარეობს და ბალისტიკური რაკეტებზე ინფორმაციის შესაგროვებლად არის განკუთვნილი.   რა...
ვიდეომანიპულაცია-ვიდეომანიპულაცია,-თითქოს-სიმპსონებმა-ჰავაის-ხანძრების-ხელოვნურად-გამოწვევა-იწინასწარმეტყველეს
15 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3) მულტფილმ “სიმპსონებიდან” (The Simpsons) კადრები გამოაქვეყნეს, რომლებშიც მთელ ქალაქში სხივით ცეცხლის გაჩენაა ნაჩვენები. ერთ-ერთი პოსტის ავტორის თანახმად, ეს სიმპსონების ჰავაიში მიმართული ენერგიის იარაღით გაჩენილი ხანძრის წინასწარმეეტყველებაა. გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს, ხოლო მტკიცება, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების მიმართული ენერგიის იარაღით გაჩენა იწინასწარმეტყველეს, მცდარია. რეალურად, სერიაში, რომელსაც ამ მტკიცების არგუმენტად...
Page 2 of 7 1 2 3 7

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist