დეზინფორმაცია,-თითქოს-ზელენსკიმ-თქვა,-რომ-საქართველომ-ომი-უნდა-დაიწყოს
16 ოქტომბერს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ფეისბუქ-ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ “საქართველომ უნდა დაიწყოს ომი აფხაზეთსა და ოსეთში”. პოსტს თან ერთვის იმავე შინაარსის რუსულენოვანი სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც ზელენსკიმ განცხადება შვედეთში გამართულ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი სახელმწიფოების სამიტზე გააკეთა.   ინფორმაცია გავრცელდა რუსულენოვან მედიაში, ფეისბუქ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და ვებ-საიტებზეც...
ფოტომანიპულაცია-ვინ-არის-მამაკაცი-ყვავილების-გვირგვინით,-რომელსაც-უკრაინაში-მებრძოლ-ქართველს-მიაწერენ
3 ოქტომბერს კრემლისტური პარტია “კოსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ფეისბუქ-ანგარიშებმა “შიინ ევროპისკენ” (1;2) გამოქვეყნეს ფოტოკოლაჟი, რომლის ერთ მხარეს ვხედავთ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ვანო ნადირაძეს, მეორე მხარეს კი პირს, რომელსაც თავზე ყვავილების გვირგვინი ადგას, ხოლო მუცელზე ყვავილები აქვს დახატული.  ფოტოკოლაჟი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მარჯვენა ფოტოზე გამოსახული ადამიანი ვანო ნადირაძეა. უკრაინაში მებრძოლი ქართველის შესახებ ფოტომანიპულაცია ვრცელდება. ფოტოკოლაჟის მარჯვენა მხარეს...
სოციალურ-ქსელში-ჯორჯ-სოროსის-და-ნიკოლ-ფაშინიანის-ფოტოფაბრიკაცია-ვრცელდება
19-21 სექტემბერს ფეისბუქზე ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა (1, 2) ანგარიშებმა გამოაქვეყნეს ფოტო, სადაც აღბეჭდილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ბიზნესმენი ჯორჯ სოროსის შეხვედრა. პოსტების ავტორები მინიშნებას აკეთებენ იმის შესახებ, რომ სოროსთან ურთიერთობა გახდა სომხეთის მხრიდან ყარაბაღის დაკარგვის წინაპირობა. გავრცელებულ ფოტოში ფაშინიანის სახე ხელოვნურადაა ჩასმული. ფოტოს ორიგინალ ვერსიაში ასახულია ჯორჯ სოროსისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ყოფილი...
ფეისბუქზე-ქეთი-დევდარიანის-სახელით-ყალბი-ციტატა-ვრცელდება
8 სექტემბერს პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ფეისბუკ ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტის, ქეთი დევდარიანის სახელით ციტატა გამოაქვეყნა. ციტატაში დევდარიანი პრორუსსა და პუტინის აგენტს უწოდებს კაცს, რომელიც საკუთარ ცოლთან სქესობრივი კავშირით დაკავდება. სოციალურ ქსელში ქეთი დევდარიანის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. ღია წყაროებში იდენტური ან მსგავსი შინაარსის შემცველი ფრაზა არ იძებნება და მისი ნამდვილობა...
შედგა-თუ-არა-ხარკივში-ლგბტქ+-პირთა-ოფიციალური-ქორწილი
27 აგვისტოს ფეისბუკ-პროფილმა შიინ ევროპისკენ, ხოლო 4 სექტემბერს Mano Beridze-მ გამოაქვეყნეს მოკლე ვიდეო ე.წ. რილსი (Reels), რომელშიც ორი ქალის ქორწინება ჩანს. პოსტის ავტორები წერენ, რომ ხარკივში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ალინა შევჩენკოსა და ლგბტქ+ აქტივისტის სტანისლავა პეტლიცას ქორწინება ოფიციალურად შედგა.  გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ქორწილი ოფიციალურად არ შემდგარა, ვიდეოში ასახული კადრები “ხარკივის პრაიდის” ფარგლებში ჩატარებული...
ჟურნალისტის-მიერ-შოვის-ტრაგედიის-გაშუქებასთან-დაკავშირებით-მანიპულაცია-ვრცელდება
4 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3), მათ შორის ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ ტელეკომპანია “პირველისა” და “ალტ-ინფოს” ჟურნალისტების  ფოტოები გაავრცელეს, რომლებიც შოვში მომხდარ სტიქიას აშუქებდნენ. პოსტების ავტორების მტკიცებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ამ ტრაგედიის გაშუქებისას იცინის, ხოლო “ალტ-ინფოს” ჟურნალისტი სოფია ჯაველიძე “ცრემლებს ძლივს იკავებს”. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის მიერ შოვის ტრაგედიის გაშუქებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტები ფოტომანიპულაციას...
“აი-უცნობი”-უკრაინაში-ორგანოებით-ვაჭრობაზე-კრემლის-კონსპირაციის-თეორიას-იმეორებს
16 ივლისს  გია გაჩეჩილაძის ფეისბუქ გვერდზე “აი უცნობი • i ucnobi” გამოქვეყნებული სიუჟეტის მიხედვით, უკრაინაში საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უკრაინაში ორგანოების გაყიდვა გამარტივდა და საზღვარგარეთ ორგანოებით ვაჭრობისთვის “გზა ხსნილია”, რისთვისაც სპეციალური ბაზაც იქმნება. სიუჟეტის მიხედვით, 2021 წელის 16 დეკემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონი ნომრით 5831, რის შედეგადაც უკრაინელებს, მათ შორის ბავშვებს, შეუძლიათ ნოტარიული დამოწმების გარეშე...
ფოტომანიპულაცია
5 მაისიდან ქართული (1,2,3,4,5,6) და რუსულენოვანი (1,2) ფეისბუქ ანგარიშები რამდენიმე ფოტოს ავრცელებდნენ, რომლებზეც ბავშვების ჯგუფი და რქიანი არსებები ჩანს, ისინი ბავშვებს წიგნს უკითხავენ. ფოტოების ნაწილში ბავშვებს რქები ადგათ, ერთ-ერთ ფოტოში მათ შავი ტანისამოსი აცვიათ და წრეზე სხედან, შუაგულში კი ვარსკვლავის მსგავსი ფიგურაა ჩახატული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბავშვები რიტუალს ატარებენ. ზოგიერთ პოსტზე თანდართული აღწერის მიხედვით,...
ფოტომანიპულაცია
24 აპრილს რამდენიმე ფეიბუქ-ანგარიშმა (1, 2), მათ შორის შიინ ევროპისკენ გამოაქვეყნეს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფოტო, რომელზეც ის ფერად საცურაო კოსტიუმშია გამოსახული. ფოტო, რომელზეც ბაიდენი საცურაო კოსტიუმშია გამოსახული, რეალური არ არის და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ჯო ბაიდენის ფოტო სანდო ღია წყაროებში ან მედიასაშუალებებში არ იძებნება. ფოტო ძირითადად ტვიტერის ანგარიშებს აქვთ გამოქვეყნებული და ის 2023...
ყალბი-რეალური
22 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა შიინ ევროპისკენ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცი, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ბრჭყვიალა კოსტიუმი აცვია, უკრაინის დროშით ცეკვავს. ვიდეოზე გაკეთებულია შემდეგი წარწერა: “გეი პრაიდები უკრაინაში”. გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს. ვიდეო, რომელშიც მამაკაცი უკრაინის დროშით ცეკვავს, არა უკრაინაში ჩატარებულ “გეი პრაიდს”, არამედ ესპანეთის ქალაქ სანტიაგო დე ლა რიბერას 2022 წლის კარნავალს ასახავს. ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო...
ლაზარე
ლაზარე გრიგორიადისი „აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით 29 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, სამართალდამცველებისთვის ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მან შსს-ს კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.  31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის...
ყალბი-რეალური
1 და 3 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერების შესახებ ორი პოსტი გამოაქვეყნა (1,2). 1 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტს ფოტო აქვს დართული, რომელზეც სამ დრეგ ქვინს ვხედავთ. მათგან ერთ-ერთს უჭირავს პლაკატი გრიგორიადისის ფოტოთი და წარწერით “#თავისუფლება ლაზარეს”. თანდართული აღწერის მიხედვით, გრიგორიადისს ამერიკული რეალითი შოუს ტრანსგენდერები უცხადებენ სოლიდარობას. 3 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ ლაზარეს...
Page 2 of 3 1 2 3

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist