ნაწილობრივ-მცდარი-ისრაელ-ჰამასის-ომის-დროს-დაღუპულ-ბავშვებზე-ნაწილობრივ-მცდარი-ინფორმაცია-ვრცელდება-ბლარ
11-12 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა სანდრო ლობჟანიძე, ნაცნობი უფნობი, Daviti Tavartkiladze და ნამდვილი მეგობარი გაავრცელეს ფოტოკოლაჟი, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ბოლო 24 სათში დაღუპული პალესტინელი ბავშვებია გამოსახული.   ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის დროს დაღუპულ ბავშვებზე ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. რეალურად, ფოტოკოლაჟი არა 2023, არამედ 2021 წელს, 11 დღის განმავლობაში დაღუპულ ბავშვებსა და მოზარდებს ასახავს – მათი ნაწილი ისრაელში ცხოვრობდა და...
Утверждение-о-продаже-Кока-Кола-вт-сантехническом-отделении-в-Китае-основывается-на-сатирическом-издании
2023 წლის 29 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ნაცნობი უფნობი, Levan Tavdishvili და Levan Megrelidze გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთში კოკა-კოლა სანტექნიკის სითხეების კატეგორიაში გაიყიდება. მათ მიერ გამოქვეყნებულ ტიკ-ტოკ ვიდეოში ავტორი, ადილჟან ლატიფულად თვითიდენტიფიცირებული პირი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საჭმლის ხარისხის ქვედანაყოფმა მიიღო. მისივე მტკიცებით, ამავე ორგანიზაციის მიერ გაიცა რეკომენდაცია გაზიანი სასმლის მილების საწმენდ სითხედ გამოყენებასთან დაკავშირებით....
დეზინფორმაცია,-თითქოს-ჰამასმა-ისრაელის-ფესტივალის-მონაწილეები-თავდასხმამდე-გააფრთხილა
10 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ნაცნობი უფნობი” გააზიარა ვიდეო, რომლის მიხედვითაც ის ამტკიცებს, რომ ისრაელში 7 ოქტომბერს გამართული მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს ჰამასის პოლიცია აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რაც, პოსტის ავტორის თქმით, ვიდეოშიც ჩანს. “საინფორმაციოები კი გამოსცემენ, რომ ჰამასი დაესხა თავსო” – ვკითხულობთ პოსტში. მტკიცება იმის შესახებ, რომ ისრაელში გამართული მუსიკალური ფესტივალის მონაწილეები მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ჰამასის...
რას-ითვალისწინებს-მიწის-სისტემური-რეგისტრაციის-რეფორმა
21 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშმა ნაცნობი უფნობი საქართველოში მიწის სისტემური აზომვის შესახებ პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა. ანგარიში ირწმუნება, რომ საქართველოში მიწის სისტემური წერტილოვანი აზომვა ახალი ციფრული ბაზის შესაქმნელად მიმდინარეობს. პოსტის მიხედვით, ბაზისთვის წარსულში უკვე რეგისტრირებულ მიწებს ხელმეორედ არეგისტრირებენ და მათი მფლობელებისგან ელექტრონულ ხელმოწერას ითხოვენ. პოსტისა და ვიდეოს თანახმად, რეგისტრირებულ მიწებზე ყოველთვიური გადასახადი დაწესდება და მისი ვერგადახდის...
ვიდეომანიპულაცია-ვიდეომანიპულაცია,-თითქოს-სიმპსონებმა-ჰავაის-ხანძრების-ხელოვნურად-გამოწვევა-იწინასწარმეტყველეს
15 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3) მულტფილმ “სიმპსონებიდან” (The Simpsons) კადრები გამოაქვეყნეს, რომლებშიც მთელ ქალაქში სხივით ცეცხლის გაჩენაა ნაჩვენები. ერთ-ერთი პოსტის ავტორის თანახმად, ეს სიმპსონების ჰავაიში მიმართული ენერგიის იარაღით გაჩენილი ხანძრის წინასწარმეეტყველებაა. გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს, ხოლო მტკიცება, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების მიმართული ენერგიის იარაღით გაჩენა იწინასწარმეტყველეს, მცდარია. რეალურად, სერიაში, რომელსაც ამ მტკიცების არგუმენტად...
კონსპირაციის-თეორია-შოვი
4-5 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც სამ შენობას, ხეებს და მათ ფონზე ღრუბლებს ვხედავთ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო 3 აგვისტოს შოვშია გადაღებული და ფოტოზე ასახული ღრუბლები ხელოვნურია.  5-6 აგვისტოს გვერდმა კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა (1,2,3) აღნიშნული ფოტო ღრუბლების ამსახველ ორ სხვა ფოტოსთან ერთად გაავრცელა. პოსტების აღწერის მიხედვით, ორი ფოტო...
მიუთითებს-თუ-არა-ხეების-შიგნიდან-წვის-პროცესი-ხანძრის-ხელოვნურად-გაჩენაზე
27-31 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) საბერძნეთში ტყის ხანძრის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოზე ხეების წვის პროცესია აღბეჭდილი და ჩანს თუ როგორ იწვის ხის ღეროს შიდა მხარე ქერქზე სწრაფად, რაც ვიზუალურად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხეს ცეცხლი შიგნიდან უკიდია. თანდართულ აღწერაში კი პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში ხეები შიგნიდან არ დაიწვებოდა და  ეს არ ჰგავს...
რა-შეთქმულების-თეორიები-ვრცელდება-გლობალური-ელიტების-მიერ-ბავშვებით-ვაჭრობაზე
15-17 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3,4,5) მათ შორის კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერმა ანგარიშმა კონსერვატიული მოძრაობა საგარეჯოში გაავრცელეს ამერიკელი კონსპიროლოგის ალექს ჯონსის გადაცემის InfoWars-ის ვიდეომონაკვეთი, რომელშიც მოწვეული სტუმარი, კევინ ანეტი სატანურ კულტზე, “მეცხრე წრეზე” საუბრობს. იგივე ვიდეო კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერ ჯგუფშიც “ალტინფო-TV” გამოქვეყნდა. კევინ ანეტის თქმით, მეცხრე წრის კულტი ბავშვებით ვაჭრობაშია ჩართული და მათ რიტუალურ მსხვერპლშეწირვას ეწევა, ხოლო, თავის...
ვიდეომანიპულაცია
განახლება 7.07.23: მასალას დაემატა ნიუ იორკის მეხუთე ავენიუს 2022 წლის აგვისტოს Google maps-ის კადრი, ასევე 2023 წლის ივნისის კადრები, სადაც ყვითელი შუქნიშნები ჩანს.  29-30 ივნისს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2) ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს ინგლისურენოვანი ბანერი წარწერით: “არა ზელენსკი, არა ომი”, თანდართული აღწერის მიხედვით, ბანერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზეა განთავსებული.   გავრცელებული ვიდეო, სავარაუდოდ, პროგრამულადაა დამუშავებული...
დეზინფორმაცია
26 ივნისს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიებმა ((Новости Первого канала, tass.ru, iz.ru, rbc.ru), რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით კიევისა და იუნესკოს შეთანხმების შესახებ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევი იუნესკოს კიევ-პეჩერის ლავრის მართლმადიდებლური სიწმინდეების მათი გადარჩენის მიზნით გადაცემაზე შეუთანხმდა და შესაბამისად, კიევ-პეჩერის ლავრიდან წმინდა ნაწილები იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ვატიკანის მუზეუმებს უნდა გადაეცეს. იდენტური ინფორმაცია ფეისბუკის...
ყალბი-რეალური
22 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა ფანტინა ფანტინა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს მამაკაცი, რომელსაც შერიფის ფორმა და ცისარტყელას ფერის ჩექმები აცვია. პოსტის ავტორი წერს, რომ “სხვანაირად დაცულად გრძნობ თავს როცა ასეთი შერიფი გიცავს”. პოსტს აშშ-ისა და პრაიდის დროშები ერთვის. გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეოში ნაჩვენები ადამიანი ამერიკელი შერიფია. რეალურად, ის მსახიობი და იუმორისტი...
ყალბი-რეალური
19 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა ფანტინა ფანტინა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოგო და წარწერა – “LGBT ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” არის განთავსებული. პოსტის ავტორის თქმით, “სულაკაური აღარ მალავს გეობას”. გავრცელებული პოსტი ფოტოფაბრიკაციას შეიცავს. რეალურად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ლოგო წარწერით “LGBT სულაკაურის გამომცემლობა” არ გამოუქვეყნებია და ის პროგრამულადაა დამუშავებული. გავრცელებული ფოტოს ავთენტურობა სულაკაურის გამომცემლობაშიც უარყვეს. ბაკურ სულაკაურის...
Page 2 of 5 1 2 3 5

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist