ფოტომანიპულაცია, თითქოს სტოლტენბერგი ზელენსკის ხელს არ ართმევს
11-12 ივლისს ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ქართულ და რუსულენოვანი (1, 2, 3, 4, 5, 6) ფეისბუქ-ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ ფოტოს, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არიან გამოსახული. ზელენსკის სტოლტენბერგისთვის ჩამოსართმევად ხელი აქვს გაწვდილი, სტოლტენბერგი კი მას უყურებს. ანგარიშების ნაწილი ფოტოკოლაჟსაც ავრცელებს, რომელზეც ზელენსკისა და იმ პოლიტიკოსების ხელის ჩამორთმევის კადრებია თავმოყრილი, რომლებმაც შემდეგ თანამდებობა დატოვეს. სტოლტენბერგისა და...
შვედეთის მეფისა და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის ფოტომანიპულაციები ვრცელდება
4 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, შვედეთის მეფისა და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებისგან შედგება. ვლადიმირ პუტინი ცხენზე ზის და სამხედრო პრინტის ტანსაცმელი აცვია. შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავს ირმის რქების ქუდი ახურავს, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს კი გამჭვირვალე კოსტიუმი აცვია და ბრჭყვიალა ფრთები და პრაიდის გულსაბნევი უკეთია. რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები...
გაყალბებული-ციტატა
2-5 ივლისს საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ორი ფრაზა გავრცელდა. რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, ზელენსკი ევროპელებს ეკითხება თუ როგორ გრძნობენ თავს უკრაინის გარეშე და ახსენებს, რომ უკრაინა მრავალი წელი სთავაზობდა მათ დაცვას ქვეყნის ნატოში გაწევრიანებით, რაზეც ევროპამ უარი თქვა.  “უკრაინა ბევრი წლის განმავლობაში გთავაზობდათ თქვენი დამცველი გამხდარიყო ნატოს...
ყალბი-რეალური (5)
9-10 ივნისს ანონიმურ ფეისბუკ-გვერდზე “Konstantinopol News/ კონსტანტინოპოლი” , ასევე ქართულენოვან ფეისბუკ-ანგარიშზე, რუსულენოვან მედიასა და ფორუმზე შვედი კლიმატის აქტივისტის – გრეტა თუნბერგის ფოტო გავრცელდა. აღნიშნულ ფოტოში გრეტა თუნბერგს ფურცელი უჭირავს წარწერით “ პუტინო! შეწყვიტე ლეოპარდების განადგურება!”  გრეტა თუნბერგის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ავთენტიკურ ვერსიაში ფურცელზე შემდეგი წარწერაა: “ნება მიეცით რუსეთს, გაიფიცოს კლიმატისთვის“. ფოტო კლიმატის აქტივისტმა 2019 წელს...
დეზინფორმაცია
მარტის თვეში რუსულმა მედიებმა Lenta.ru, Известия, Газета.Ru, Московский комсомолец გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში ღმერთი რუსეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. სტატიების თანახმად, ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა განაცხადა, რომ ღმერთი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებს იცავს და ეს მიუღებელია. 13 აპრილს იგივე ინფორმაციის შემცველი პოსტი ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა, ხოლო რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა აღნიშნული ცნობები (1, 2, 3) მარტის ბოლოს გაავრცელეს....
დეზინფორმაცია
7 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ფოსტამ გამოუშვა მარკების სერია, რომელიც SS-ის დივიზიის “გალიჩინას” (გალიციას) ეძღვნება. პოსტს თან ერთვის მარკების ფოტო.  აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია 2023 წლის 27 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გააჟღერა. ზახაროვას განცხადებით, უკრაინაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეებში SS-ის დივიზიის “გალიციის” 75 წლისთავის აღსანიშნავად...
ფოტომანიპულაცია
25 მარტს რუსულ მედიასა  და ფეისბუკის რუსულენოვან და ქართულენოვან (1, 2, 3 ) ანგარიშებზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკისა და მას მიმსგავსებული ახალგაზრდა შიშველი ქალის ფოტოები გამოქვეყნდა. პოსტებში წერენ, რომ ფოტოებზე ბერბოკია გამოსახული და ის წარსულში პროსტიტუციით იყო დაკავებული.  “ახალგაზრდა ვიყავი და ფული მჭირდებოდა”, – პოსტების აღწერებში ამ სიტყვებს ბერბოკს მიაწერენ.  გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული...
დეზინფორმაცია
16 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძე “ამერიკის ხმის” რუსულენოვანი სამსახურის სტატიის სქრინშოტი გაავრცელა. წარწერის მიხედვით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის “არაადეკვატური ქცევის” უკან შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. იდენტური სქრინშოტი 2022 წლის ოქტომბერში სხვა ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშებმაც გაავრცელეს.  სქრინშოტი, რომელიც “ამერიკის ხმის” სახელით ვრცელდება, გაყალბებულია. მსგავსი ინფორმაცია არც...
გაყალბებული-დოკუმენტი
26 თებერვალს პროპაგანდისტული მედიასაშუალება mk.ru, ასევე სოციალური ქსელის ქართულ და რუსულენოვანი ანგრიშები (1,3) “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის სქრინს ავრცელებდნენ. წარწერის მიხედვით,  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა: “ზელენსკის ქვრივს აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას დაჩქარებული ფორმატით შეეძლება.” “რადიო თავისუფლების” სახელით გავრცელებული სქრინი გაყალბებულია. “მითების დეტექტორი” გამოცემის რუსულენოვან სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მსგავსი ინფორმაციის გაშუქების ფაქტი უარყვეს. ინფორმაცია...
ყალბი-რეალური
18 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ შოკოლადის ფილის ფოტო გამოაქვეყნა. შეფუთვაზე პატარა ბიჭი შავი ლენტითაა გამოსახული და წარწერა “სიკვდილი ალიოშკას” (Смерть Алёшки) ჩანს. შოკოლადის შეფუთვის ზედა მარჯვენა კუთხეში უკრაინის გერბია გამოსახული. პოსტის თანახმად, შოკოლადი უკრაინაში გამოუშვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში “ნაციზმი ყვავის.” ეს ვიზუალი რუსულენოვანმა წყაროებმა (1, 2), მათ შორის კრემლის პროპაგანდისტულმა tsargrad.tv-მ, ასევე...
ყალბი-რეალური-უკრაინა
2022 წლის მარტიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები ერთ-ერთ აქციაზე გადაღებული ფოტოს ორ ვერსიას ავრცელებდნენ.  პირველ ვერსიაში  (1,2,3) აქციის მონაწილეებს უკრაინის დროშა შემდეგი წარწერით უჭირავთ: “Путин верни нам разум” (პუტინ, დაგვიბრუნე გონება). ფოტოს გაფართოებულ ვერსიაში (1,2,3) კიდევ ერთი პლაკატი და უკრაინისა და პოლონეთის დროშები ჩანს, ერთ-ერთ პლაკატზე რუსულენოვანი წარწერაა დატანილი: “Москали украли...
ყალბი-რეალური-ფემინისტების-ტანკი
29 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძე ვარდისფერი ტანკის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე გაკეთებული რუსულენოვანი წარწერის თანახმად, ევროპელმა ფემინისტებმა ფული შეაგროვეს და უკრაინისთვის ტანკი შეიძინეს, რომელიც ვარდისფრად შეღებეს, რადგან მწვანე ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო ტანკის ლულა მოახერხეს, რადგან სექსისტურად გამოიყურებოდა. იდენტური ინფორმაცია რუსულ ენაზე სხვადასხვა სოციალურ ქსელში 22 იანვრიდან იძებნება (1, 2, 3, 4). გავრცელებულ პოსტში გამოყენებული ვარდისფერი...
Page 2 of 3 1 2 3

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist