საიდუმლო სამსახურის სნაიპერი
15 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ასევე ფეისბუქის სხვა ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც, თითქოს, საიდუმლო სამსახურის სნაიპერის სიტყვები წერია. ციტატის მიხედვით, ჯონათან უილისი საიდუმლო სამსახურის სნაიპერია და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმისას სახურავზე იმყოფებოდა. ის თავდამსხმელს რამდენიმე წუთი უყურებდა, თუმცა საიდუმლო სამსახურის უფროსმა სროლის ბრძანება არ გასცა. ჯონათან...
კონსპირაციის-თეორია,-თითქოს-ევროს-კუპიურებზე-სატანაა-გამოსახული
21 აპრილს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის გადაკეცილ კუპირებზე სატანის გამოსახულებები ჩანს. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ევროს სხვადასხვა კუპიურას გადაკეცილ მდგომარეობაში ანარეკლის შესაქმნელად სარკეს ადებენ. იგივე შინაარსის პოსტი Тhread-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმაც გაავრცელა. გავრცელებული პოსტი კონსპირაციული შინაარსისაა და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროს კუპირებზე გამოსახულებები იმგვარად არის დატანილი, რომ გადაკეცვისა და საკეში...
ჯაფარიძის
23-24 მარტს ახლადშექმნილმა ფეისბუქ გვერდმა ,,სიახლენი”  და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა, მათ შორის, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და შიინ ევროპისკენ, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძის გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟი გაავრცელეს. ვიდეოში წამყვანი, გიორგი გასვიანი, რამდენიმე კითხვას უსვამს ჯაფარიძეს, მათ შორის, არის თუ არა პოლიტიკოსისთვის მშობლები და პატრიარქი ავტორიტეტი, მხარს დაუჭერდა თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას...
აშშ-ის-დროშის-ჩამოხსნა-და-სამხედრო-ტექნიკის-გადაადგილება-–-რა-ვიზუალური-მანიპულაციები-ვრცელდება-ტეხასთან-დაკავშირებით
29-30 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (1,2), რომელსაც ტეხასის შტატის ხელისუფლების აშშ-ის ცენტრალურ ფედერალურ მთავრობასთან დაპირისპირებას უკავშირებენ. პორტალ “საქართველო უპირველეს ყოვლისას” მტკიცებით, ვიდეოში ტეხასის შტატში სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და მათი გადაადგილება შეინიშნება.  ვიდეო მსგავსი აღწერით სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ონლაინ პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება (1, 2, 3, 4, 5). ამავე თემასთან დაკავშირებით 29 იანვარს...
ვიდეომანიპულაცია (2)
11 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, სინაგოგაში “გოი ბავშვის” მსხვერპლშეწირვის ინსცენირებაა. ვიდეოში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ორთოდოქსი ებრაელი კაცი თოჯინის ჩამოხრჩობაში იღებს მონაწილეობას, ხოლო დარბაზში შეკრებილები ამას ზეიმობენ. ვიდეო მცდარი და კონსპირაციული აღწერით ვრცელდება. რეალურად ვიდეო ებრაული დღესასწაულის, პურიმის აღნიშვნას ასახავს. თოჯინა კი არა ბავშვს, არამედ ბიბლიურ პერსონაჟ ჰამანს, განასახიერებს, რომელსაც ებრაელების...
რა-კონსპირაციული-თეორიები-მოყვა-ბრუკლინში-სინაგოგასთან-დაკავშირებული-გვირაბის-აღმოჩენას
9-10 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია (1;2), რომ ნიუ-იორკის სინაგოგაში პოლიციამ აღმოაჩინა საიდუმლო გვირაბი, რომლიდანაც სისხლიანი მატრასები და ბავშვის ჭოჭინები ამოიღეს. პოსტების ავტორი ვარაუდობს, რომ გვირაბების დანიშნულება მცირეწლოვნებით ვაჭრობა, მათზე ძალადობა და “თალმუდისტურ-სატანისტური მსხვერპლშეწირვებისა და რიტუალების” ჩატარება იყო. მისივე ინფორმაციით, გვირაბები მახლობლად მდებარე საბავშვო მუზეუმს უკავშირდება.    აღმოჩენილ გვირაბს მცირეწლოვნების მკვლელობასა და რიტუალებს რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებელიც...
4-ვიზუალური-მანიპულაცია-და-ცნობილი-ადამიანები,-რომლებსაც-ბავშვთა-ტრეფიკინგში-ბრალდებულ-ჯეფრი-ეპსტინს-უკავშირებენ
2024 წლის 5-6 იანვარს ფეისბუქზე ქართულ (1, 2, 3, 4, 5, 6, 7.) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებიც სხვადასხვა ცნობილ პიროვნებებს პედოფილიას აბრალებს და ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინთან აკავშირებს.  ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ერთ-ერთ პოსტში ნაჩვენებია ფოტოკოლაჟი, სადაც ერთ ფოტოზე ბარაკ ობამა აზიური გარეგნობის მქონე პატარა გოგონასთან ერთადაა გამოსახული, მეორე ფოტოში...
ღაზის-სექტორში-ასობით-კაცის-დაკავების-კადრებზე-ნაწილობრივ-მცდარი-ინფორმაცია-ვრცელდება
7 დეკემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა რამდენიმე ფეისბუქ პოსტი (1;2;3), რომლებშიც წერს, რომ ისრაელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში, ბეით-ლახიაში მდებარე სკოლაში შეიჭრნენ, რომელსაც თავს ათასობით დევნილი აფარებდა. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ებრაელებმა 15 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირი გააშიშვლეს და ქალებისა და ბავშვების თვალწინ სიკვდილით დასაჯეს. ზაქარეიშვილი ასევე წერს, რომ ისრაელი ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ ჩაატარა....
იყო-თუ-არა-$10-000-კუპიურაზე-წარწერა-,,HAIL-SATAN”
30 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც $10 000 კუპიურაა გამოსახული. მიახლოებულ ფოტოზე კუპიურის ზედა მარცხენა კუთხე ჩანს, სადაც იკითხება წარწერა ,,Hail Satan” (,,დიდება სატანას”). ირაკლი ზაქარეიშვილი ფოტოს აღწერაში მიუთითებს, რომ ამგვარი კუპიურა აშშ-ში იბეჭდებოდა და მისი გამოშვება ქვეყანამ 1969 წელს შეწყვიტა.  მტკიცება, თითქოს ამერიკის ფედერალური ბანკის მიერ დაბეჭდილ კუპიურაზე დატანილი იყო სატანისტური შინაარსის...
მანიპულაცია,-თითქოს-ებრაელმა-სამხედროებმა-2-წლის-ბავშვი-დააპატიმრეს
26 და 30 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე ვიდეოები გამოაქვეყნა (1, 2), რომლის აღწერებშიც ის ამტკიცებს, რომ ებრაელი სამხედროები 2 წლის ბავშვს აპატიმრებენ. ვიდეოებში, რომლებიც ერთი და იმავე მოვლენას ასახავს, რამდენიმე წამიანი სხვაობით, ჩანს ისრაელის ორი ჯარისკაცი, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვს ხელით აკავებენ. შემდგომში კადრში შემოდის მამაკაცი, რომელიც ცდილობს ბავშვის გაყვანას, რის უფლებასაც მას ჯარისკაცები არ...
კოცნის-თუ-არა-ებრაელი-ქალი-ჰამასელ-სამხედროს-შუბლზე-მადლიერების-ნიშნად
29 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ კოცნის ქალი სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმულ პირს. პოსტის ავტორის თანახმად, ეს ქალი გათავისუფლებული ებრაელია, რომელიც დამშვიდობებისას ჰამასის სამხედრო პირს შუბლზე კოცნის. ფოტოს არაბულ ენაზე წარწერა აქვს დართული: “ერთი სურათი ათასი სიტყვის ფასია. ისრაელელი ტყვე მსოფლიოს აოცებს”.  სოციალურ ქსელში გავარცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. კადრში, რომელიც...
დეზინფორმაცია,-თითქოს-პალესტინელ-პატიმარს-ისრაელში-თითები-დააჭრეს
26 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა პალესტინელი პატიმარი ქალის ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეოზე ასახულ ქალს სხეულზე მძიმე დაზიანებები ებრაელებმა მიაყენეს. “ებრაელებმა ის დაამახინჯეს და ხელის თითები დააჭრეს” – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.  ირაკლი ზაქარეიშვილი ვიდეოს მცდარი აღწერით ავრცელებს. ვიდეო პალესტინელი პატიმარი ქალის, ისრა ჯააბისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცადებას ასახავს. ვიდეოში ისრა ყვება, რომ ისრაელმა...
Page 2 of 5 1 2 3 5

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist