ვიდეომანიპულაცია
8 თებერვალს ფეისბუქ პროფილმა Tamuna Tamo გამოაქვეყნა ორგანიზაცია “მსოფლიო ეკონომკური ფორუმის” დამფუძნებლის კლაუს შვაბის ვიდეო, რომელშიც პოსტის ავტორის მტკიცებით, შვაბი ტრაბახობს და აცხადებს, რომ მას “ჯიბეში ჰყავს” პოლიტიკოსები, მედია, მეცნიერები, ექსპერტები და ა.შ. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ შვაბი ფარული კამერით გადაიღეს და მან ამ ჩანაწერის შესახებ არ იცოდა, თუმცა, პოსტის მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების...
Untitled-1
24 იანვარს ოპოზიციურმა პარტიებმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისა და რეზოლუციის შემუშავებისკენ მოუწოდეს. 26 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის შემუშავებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რამდენადაც “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი ტექსტის საბოლოო ვერსიაში რუსეთის სამხედრო აგრესია ნახსენები არ იყო. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად პირველ თებერვალს საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის...
დეზინფორმაცია
2022 წლის 16 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა შორე შანიძემ, Mano Beridze-მ, Nodari Goletiani-მა და Lu Ka-მ მილანში 15 იანვარს კორონავირუსის ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ფრანგი ნობელიანტი მეცნიერის, ლუკ მონტანიეს სიტყვით გამოსვლის ჩანაწერი გააზიარეს. ლუკ მონტანიეს მტკიცებით, იტალიერი მეცნიერების ჩატარებული, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი კვლევები ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი ვირუსებისა და ბაქტერიების ფრაგმენტებისგან ხელოვნურად შექმნილი ვირუსია და მისგან...
მანიპულაცია
26 იანვარს ონლაინ გამოცემა tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ, მოწმობს იმაზე, რომ NATO – დაშლის პირას არის”. სტატიის ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი წერს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ხორვატიის ხელისუფლება  სამხედრო პერსონალს ნატოს ძალებიდან გაიყვანს. სტატიის მიხედვით, აღნიშნულის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა. Tvalsazrisi.ge-ის გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია. ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა...
Untitled-1
12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ “თიბისი” ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმე განიხილა. პროკურატურა მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიაზიას ედავებოდა. სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ თაღლითობის მუხლით ცნო, თუმცა ამასთანავე დაადგინა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდებოდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და განაჩენის გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის...
მანიპულაცია_1
მას შემდეგ, რაც ჩრდოლოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის ულტიმატუმს, რომ ნატო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ ღია კარის პოლიტიკას არ გადახედავდა, მკაფიოდ და ერთსულოვნად უპასუხა, ქართულ სოციალურ ქსელებში კრემლისტურმა აქტორებმა ნატოს მე-5 მუხლის თემა კვლავ გააქტიურეს. 11 იანვარს პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ ტელეკომპანია “იმედის” პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა, რომელზეც ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის  “ქრონიკისთვის” მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი...
გაყალბებული-ციტატა1 (1)
2022 წლის 10 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “პოლიტიკური სატირა” პარტია “ლელო – საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის სახელით შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა: “ეს ყველაფერი პირადად ვლადიმერ პუტინის დავალებით ხდება, არ ვჭირდები თავისუფლებაზე, რადგან ისე, როგორც მიშა, მეც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი ვარ.”   “პოლიტიკური სატირის” მიერ გამოქვეყნებული ციტატა გაყალბებულია. მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არცერთ...
კონსპირაცია_8
28 დეკემბერს ფეისბუქ-პროფილმა სულიერი სამყარო გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ელვის პრესლი ცოცხალია, რის არგუმენტადაც rumble.com-ის ვიდეო მოჰყავს, რომელშიც ასაკოვანი მამაკაცი ჩანს. ვიდეოში მამაკაცის სიმღერის კადრებია მოცემული და ამასთან მისი ფოტოები ელვის პრესლის ფოტოებთან სხვადასხვა რაკურსითაა შედარებული. მტკიცება, თითქოს არკანზასში მცხოვრები მოძღვარი ბობ ჯოისი ელვის პრესლია, კონსპირაციაა. იუთუბერ Spa Guy-სთან საუბრისას ჯოისმა უარყო, რომ ის ელვის პრესლია. მოძღვარი...
Untitled-1 (1)
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების შექმნას გეგმავს. ამ ფაქტს თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი სამსახურის გაუქმების შესახებ “კონსპირაციულად” დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ მედიიდან შეიტყო. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეს არა რეფორმა, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ამ უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ამ გადაწყვეტილების მიმართ...
Misinformacia-kaxi
2021 წლის 16 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა გაბრიელ მიქელაძემ, ია მერაბიშვილმა და ლაშა მენთეშაშვილმა იდენტური შინაარსის პოსტები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ნათქვამია, რომ რნმ ვაქცინების ტექნოლოგიის გამომგონებელი რობერტ მელოუნი კორონავირუსის წინააღმდეგ ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია. პოსტების მიხედვით, რობერტ მელოუნმა ერთ-ერთ ინერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსის რნმ ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ბავშვის უჯრედებში იწყება ტოქსიკური სპაიკ ცილების გამომუშავება, რომლებიც ბავშვის ტვინს, ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა და...
დეზინფორმაცია_27
8 დეკემბერს ვებ-პორტალზე tvalsazrisi.ge გამოქვეყნდა ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია, სათაურით “კიევი უკიდურესად იმედგაცრუებულია უკრაინისთვის “სამწუხარო და სამარცხვინო” შედეგით”. მასალა აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის 8 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების შედეგებს შეეხება და მასში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და ,,Nord Stream-2“-ის წინააღმდეგ რაიმე სახის ზომების მიღებას არ აპირებს, ამ “სამწუხარო და სამარცხვინო” შედეგით კი კიევი...
გაყალბებული-ციტატა_2
8 დეკემბერს ფეისბუკ გვერდებმა მიხეილ უკრაინოლოგი, ლითლ ამირანი,“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ და ფეისბუკ მომხმარებელმა  Irakli Licheli წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ფოტო და ციტატა გამოაქვეყნეს. ციტატის თანახმად, გია ხარჩილავა წალეჯიხაში “მეგა-კონცერტის” გამართვას აანონსებს, რომელზეც “ცოცხალი ლეგენდები”: ლექს-სენი, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი წარსდგებიან. გავრცელებულ სქრინზე INTERPRESSNEWS.GE-ის url მისამართი ჩანს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გია ხარჩილავას განცხადება საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა....
Page 13 of 19 1 12 13 14 19

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist