30 სექტემბერს Thread -ის ანგარიშზე გავრცელდა ამერიკელი რეპერისა და მსახიობის ჯეიდენ სმიტის ციტატა. იგი რეპერ P. Diddy – ის სკანდალს გამოეხმაურა და მამამისი – მსახიობი იულ სმიტი რეპერთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
ჯეიდენ სმიტი: „დაახლოებით ერთი კვირა სიარული არ შემეძლო. მამაჩემი მასთან თანამშრომლობდა (P Diddy) და ტრავმა მოგვაყენა მე და ჯასტინ ბიბერს.”
აღნიშნული ციტატა რუსულენოვან სოციალურ ქსელში dzen.ru და ტელეგრამზეც გავრცელდა.
ჯეიდენ სმიტის სახელით გავრცლებული ციტატა ღია, სანდო წყაროებში არ იძებნება. ასევე არ იძებნება მის მიერ P. Diddy – ის სკანდალზე გაკეთებული კომენტარი.
ჯეიდენ სმიტი P. Diddy – ის სკანდალს საჯაროდ არ გამოხმაურებია. არცერთ რეპუტაციულ მედიაში, რომელიც ამ საკითხს აქტიურად აშუქებს( 1, 2, 3) სმიტის აღნიშნული ციტატა ან ზოგადი კომენტარი არ გავრცელებულა.
ჯეიდენ სმიტს P. Diddy – ის სკანდალზე განცხადება არც სოციალური ქსელის (Facebook, Instagram და X) ანგარიშებზე გამოუქვეყნებია.
აღსანიშნვია, რომ ამავე თემაზე მოღერალ ჯასტინ ბიბერის ყალბი ციტატაც გავრცელდა, რომელზეც “მითების დეტექტორი” წერდა.
რეპერი P. Diddy, იგივე შონ კომბსი ნიუ-იორკში 17 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ქალების გატაცებაში, მათ ნარკოტიკებით მოწამვლასა და სექსუალური აქტივობის იძულებაში (ზოგჯერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ძალადობის მუქარით) ედება. სექტემბერში პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი, რომელშიც სხვადასხვა დროს წვეულებებს მართავდა. ადგილიდან ამოიღეს ნივთები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ორგიების (Freak Outs) დროს გამოყენებისთვის იყო გამიზნული – მათ შორის, ნარკოტიკები და საბავშვო ზეთის 1 000-ზე მეტი ბოთლი. რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს. წარსულში შონ კომბსს სექსუალურ ძალადობაში ბრალი არაერთმა ქალმა დასდო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.