TBC-ის და სოზარ სუბარის სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

Манипуляция и дезинформация
55
VIEWS

13 მაისს ფეისბუქ-გვერდმა Attractions in France: Top 10 გაავრცელა პარტია “ხალხის ძალის” პოლიტიკოსის სოზარ სუბარის ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსი საქართველოს მოსახლეობისთვის თიბისი ბანკის მიერ შექმნილ საინვესტიციო შესაძლებლობებზე საუბრობს. ვიდეოს მიხედვით, ინვესტირების მსურველები ბმულზე უნდა გადავიდან, დარეგისტრიდნენ და მათ მენეჯერი დაუკავშირდებათ. ვიდეო რუსულენოვანია.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba | mythdetector.com

გავრცელებულ ვიდეოზე დართული რუსული აუდიო გაყალბებულია და მას დიფფეიკ ტექნოლოგიით დამუშავების კვალი ეტყობა. ვიდეოს ორიგინალი 2024 წლის მარტში პარტია “ხალხის ძალის” დამფუძნებელ ყრილობაზეა გადაღებული. ვიდეო, ფეისბუქ გვერდი, რომელიც მას ავრცელებს და ვებ-გვერდი, რომელის ბმულიც პოსტს თან ერთვის, თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.

გავრცელებული ვიდეოს ორიგინალი ვერსია 2024 წლის 18 მარტს პარტია “ხალხის ძალის” დამფუძნებელ ყრილობაზეა გადაღებული. ვიდეოში სუბარი პარტიაზე საუბრობს და არა საინვესტიციო შესაძლებლობებზე ან ფულის გამომუშავების ხერხებზე.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba1 | mythdetector.com

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოზე რუსულენოვანი საუბრის აუდიოა გადადებული და სოზარ სუბარის პირის მოძრაობა ისეა შეცვლილი, რომ გადადებული აუდიო ჩანაწერის ტექსტს შეესაბამებოდეს, სწორედ ეს მიანიშნებს, რომ ვიდეო დიფფეიკ ტექნოლოგიის გამოყენებით არის დამუშავებული.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქგვერდზე Attractions in France: Top 10 გადასვლისას სოზარ სუბარის ვიდეო გვერდის პოსტებს შორის არ ჩანს. მეტწილად გვერდზე გამოქვეყნებულია საფრანგეთში ტურისტული ადგილების ფოტოები და შესაბამისი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba2 | mythdetector.com

თუმცა გვერდის აღწერაში მითითებულია, რომ მისი ადმინისტრატორები უკრაინაში არიან, აქვე ვებ-გვერდად მითითებულია რუსულენოვანი ტურისტული საიტის გვერდი, რომელზეც საფრანგეთის შესახებაა ინფორმაცია მითითებული. გვერდის გამჭვირვალობის შესახებ განყოფილებაში ჩანს, რომ ის 29 მარტს შეიქმნა და 15 მაისის მონაცემებით მას 3 მოწონება აქვს და 6 გამომწერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ რეკლამების ბიბლიოთეკის შემოწმებისას, ირკვევა რომ გვერდს ამჟამად 11 აქტიური რეკლამა აქვს გაშვებული და მათგან 2 სწორედ სოზარ სუბარის ვიდეოა, 1 სოსო პავლიაშვილის თაღლითური ვიდეო, რომელზეც მითების დეტექტორმა უკვე მოამზადა მასალა. ასევე 2 პოსტი, რომელიც თიბისი ბანკისა და იაგო ხვიჩიას ვიზუალებს იყენებს და ერთი პოსტი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილისა და თიბისი ბანკის ვიზუალებს ვხედავთ. ყველა ეს პოსტი რეკლამაზეა გაშვებული და გვერდის მიერ უშუალოდ გამოქვეყნებულ პოსტებს შორის არ ჩანს.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba3 | mythdetector.com

რეკლამების ბიბლიოტეკაში არააქტიური რეკლამების შემოწმებისას ჩანს, რომ გვერდმა აპრილში ათობით სარეკლამო პოსტი გამოაქვეყნა, რომელთა უმეტესობაც წაშლილია მეტას სარეკლამო სტანდარტების დარღვევისთვის.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba4 | mythdetector.com

დარჩენილი პოსტები სხვადასხვა ენაზეა და ასევე თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.

რაც შეეხება სოზარ სუბარის სახელით გავრცელებულ თაღლითურ რეკლამას მას თანდართული აქვს, საიტის projeck-login.xyz-ის ბმული.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba5 | mythdetector.com

ბმულზე გადასვლისას, ვხვდებით საიტზე, რომელიც თითქოსდა საინვესტიციო კომპანიას QIIE-ს ეუკუთვნის, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba6 | mythdetector.com

საიტზე კომპანიის შესახებ მინიმალური ინფორმაციაა მოცემული. საიტის თანახმად, კომპანია ბელარუსშია დაფუძნებული.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba7 1 | mythdetector.comსაიტზე ასევე ვხვდებით “კმაყოფილი მომხმარებლების” გამოხმაურებებს.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba8 | mythdetector.com

სამივე ეს ფოტო კომერციული მიზნით გამოსაყენებელი ვიზუალური მასალების პლატფორმებზე იძებნება და კომპანიის რეალურ მომხმარებლებს არ ასახავს. “Гордей Щербаков-ის” ფოტო რეალურად მოდელის ფოტოა, რომელიც shutterstock-ზე 2018 წელს აიტვირთა. “Лариса Цветкова-ს” ფოტო ასევე მოდელის ფოტოა, რომელიც shutterstock-ზე 2019 წელს გამოქვეყნდა. “Фёдор Давыдов-ის” ფოტო უკუძიების ხელსაწყოს TinEye-ს გამოყენებით ძიებისას ჩანს, რომ ინტერნეტ სვირცეში 2013 წლიდან სხვადასხვა ვებგვერდზე ვრცელდებოდა და სავარაუდოდ ასევე საილუსტრაციოდ გადაღებული და თავდაპირველად კომერციული მიზნებით გამოქვეყნებული ფოტოა. შესაბამისად, არც ერთი ეს ადამიანი კომპანია QIIE-ს რეალურ მომხმარებელს არ წარმოადგენს.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba9 | mythdetector.com

კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების შესახებ საინფორმაციო გვერდზე გადასვლის შემდეგ, ვხვდებით მინიმალურ ინფორმაციას მომსახურებების შესახებ. ხოლო Get a Qoute გრაფაზე დაჭერის შემდეგ, საიტს უკუკავშირის ბმულზე გადავყავართ, სადაც საიტი მომხმარებლისგან საკონტაქტო ინფორმაციას ითხოვს.

TBC is da sozar subaris sakhelith thaghlithuri posti vrtseldeba10 | mythdetector.com

იგივე ხდება, საკონტაქტო გრაფაზე გადასვლის დროს. ვებგვერდი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციას არ უთითებს და სთხოვს მომხმარებლებს თავად დაუკავშირდნენ. შესაძლოა, სწორედ მომხმარებლების მიერ კავშირის დამყარების შემდეგ ხდებოდეს მისი თაღლითურ საინვესტიციო სქემაში ჩართვის მცდელობა.

თიბისი ბანკის და სხვადასხვა ცნობილი ადამიანების სახელით თაღლითური პოსტები ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გავრცელდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist