11 მაისს ფეისბუკ-მომხმარებელმა პაატა შავაძემ გამოაქვეყნა ‘’მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის’’ დამფუძნებლის კლაუს შვაბის ფოტო ტექსტით, რომლის თანახმად, შვაბი თავის წიგნში – “კოვიდ 19 დიდი გადატვირთვა”ომებისა და ორგანიზებული პანდემიების დახმარებით 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 4 მილიარდით შემცირებას აღწერს. Აღწერის მიხედვით, ხელოვნურად შეიქმნება სამედიცინო დახმარების, საკვებისა და წყლის დეფიციტი, რათა მსოფლიო მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი არსებობა ,,300-იანი’’ კომიტეტის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული.
მტკიცება, თითქოს კლაუს შვაბის წიგნის – ,,კოვიდ-19 დიდი გადატვირთვა” – მიხედვით 2050 წლისთვის მოსახლეობის შემცირება 4 მილიარდით ხელოვნურად გაჩენილი კრიზით იგეგმება, დეზინფორმაცია. სინამდვილეში, გავრცელებული ტექსტი ფრაგმენტია ჯონ კოულმენის წიგნიდან ,,შეთქმულთა იერარქია: 300-თა კომიტეტი”, რომელიც 1992 წელს გამოქვეყნდა. კლაუს შვაბის წიგნი კი გლობალურ ეკონომიკურ თანასწორობაზეა და აღწერს, თუ როგორ დაარღვია COVID-19-მა სოციალურ- ეკონომიკური სისტემები და რა ცვლილებები იქნება საჭირო მომავალში ინკლუზიური, გამძლე და მდგრადი სამყაროს შესაქმნელად.
წიგნში მოთხრობილია ‘’300-თა კომიტეტის’’ შესახებ. შეთქმულების თეორიის ავტორები და მომხრეები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კომიტეტი არსებობს, მიიჩნევენ, რომ ეს არის საერთაშორისო საბჭო, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას, საბანკო საქმიანობას, ვაჭრობას, მედიასა და სამხედრო სფეროებს განაგებს. წიგნის 105-106 გვერდებზე კი ვხვდებით ტექსტს, რომელსაც სოციალურ ქსელში კლაუს შვაბს მიაწერენ.

300-თა კომიტეტი,შეთქმულების იერარქია,105-106გვ: “2050 წლისთვის, სულ მცირე 4 მილიარდი ,,უსარგებლო მჭამელი’’ აღმოიფხვრება ომების, ორგანიზებული ეპიდემიებისა და ფატალური დაავადებების გამო. ბუნებრივი ნედლეული, საკვები და წყალი დაბალი ფენებისათვის მინიმალურ დონეზე უნდა იქნეს შენარჩულებული, დაწყებული დასავლეთ ევროპის თეთრკანიანი მოსახლეობითა და ჩრდილოეთ ამერიკით, დამთავრებული სხვა დანარჩენით. კანადის, ჩრდილოეთ ევროპისა და აშშ-ს მოსახლეობას უფრო მეტად შეეხება საფრთხე ვიდრე სხვა კონტინენტებს, მანამ, სანამ მსოფლიო მოსახლეობა მიაღწევს სავარაუდოდ 1 მილიარდს, საიდანაც 500 მილიონი ჩინელები და იაპონელები იქნებიან. დროდადრო უნდა იყოს ხელოვნურად შექმნილი საკვების და წყლის დეფიციტი და სამედიცინო დახმარება, რათა შეახსენოს მასებს, რომ მათი არსებობა დამოკიდებულია 300-იანი კომიტეტის კეთილგანწყობაზე”.
გარდა სოციალური ქსელის ქართული ანგარიშებისა, გავრცელებულ ტექსტს კლაუს შვაბს უცხოურ წყაროებშიც მიაწერდნენ. ინფორმაცია როიტერსის ფაქტების გადამოწმების ჯგუფმა გადაამოწმა.
კლაუს შვაბის წიგნი ,,კოვიდ-19 დიდი გადატვირთვა’’, 2020 წლის ივლისში გამოიცა. წიგნი სამი ძირითადი თავისგან შედგება. პირველი აფასებს რა გავლენას მოახდენს პანდემია ხუთ ძირითად მაკრო კატეგორიაზე: ეკონომიკურ, სოციალურ, გეოპოლიტიკურ, გარემოსა და ტექნოლოგიურ ფაქტორებზე. მეორე განიხილავს ეფექტებს მიკრო თვალსაზრისით, კონკრეტულ ინდუსტრიებსა და კომპანიებზე. მესამე ნაწილში კი ვხვდებით ჰიპოთეზას ინდივიდუალურ დონეზე შესაძლო შედეგების ბუნებაზე.
კლაუს შვაბზე გავრცელებული დეზინფორმაცია მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:
- რა (არ) აღიარა კლაუს შვაბმა?
- ვინ ურევს კლაუს შვაბს “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან” მაქს შვაბში ფლორიდიდან?
- წერს თუ არა შვაბი რელიგიისა და კერძო საკუთრების აკრძალვაზე და საიდან იღებს სათავეს 21/30-ის კონსპირაცია?
Მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.