ადამიანის ორგანიზმის პროტოტიპი “ოსკარის” ვიდეო სამეცნიერო ფანტასტიკური სიუჟეტის ნაწილია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

104
VIEWS

25 მარტს ფეისბუქის ქართულენოვანმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ შექმნა მეცნიერმა ადამიანის ორგანიზმის პირველი პროტოტიპი, სახელად ოსკარი. ვიდეოში ამბობენ, რომ ეს პროტოტიპი შექმნა კორნელიუს ვლასმენმა და ოსკარი არის ცოცხალი ასაწყობი რობოტი, რომელიც სუნთქავს და მოძრაობს. რობოტის ნაწილებს აერთებენ ერთმანეთთან, რომლებიც თავის მხრივ მიერთებულია ელექტრო მოწყობილობაზე, რაც ამუშავებს ოსკარის გულს, ფილტვს, თირკმელს, კიდურებს, მის ვენებში კი სისხლი მოძრაობს. ვიდეოში ამტკიცებენ, რომ სულ მალე გვექნება შესაძლებლობა, 3D პრინტერით შევქმნათ ორგანოები და ხალხი მათი მეშვეობით ჩაინაცვლებს ბუნებრივ ორგანოებს. 

აღნიშნული ვიდეო, იდენტური მტკიცებებით წლების მანძილზე არაერთხელ გაავრცელეს რუსულენოვანმა ანგარიშებმაც.

ოსკარი

მტკიცება, თითქოს მეცნიერმა ვიდეოში ნაჩვენები ადამიანის ორგანიზმის პროტოტიპი – ოსკარი შექმნა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, აღნიშნული ვიდეო და მთლიანი პროექტი არის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი ამბავი, რომელიც გვაჩვენებს ახლო მომავალს, სადაც ადამიანის სხეული არა დახურული წრე, არამედ ასაწყობი სიცოცხლის ფორმაა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ონლაინ სივრცეში პირველად 2016 წლის 14 აპრილს აიტვირთა ფეისბუქ-ანგარიშზე “The Modular Body”, 15 აპრილს კი ის უკვე Youtube-ზე გამოქვეყნდა ანგარიშზე, რომელსაც “Cornelius Vlasman” ჰქვია. The Modular Body-ის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს “არის ონლაინ სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორია უახლოეს მომავალზე, სადაც სხეული არ არის დახურული წრე, არამედ ასაწყობი სიცოცხლის ფორმა”. აქვე ვხვდებით ლინკს, რომელსაც გადავყავართ იმავე სახელწოდების ვებ-საიტზე, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ გამოქვეყნებული ვიდეოები არის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ისტორია ქმნილება ოსკარზე, რომელიც ადამიანის უჯრედებისგან შექმნილი ცოცხალი ორგანიზმია. სიუჟეტის პროტაგონისტია ბიოლოგი კორნელიუს ვლასმენი, რომელმაც რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად შექმნა დამოუკიდებელი ლაბორატორია, სადაც საკუთარი რესურსების გამოყენებით ატარებს ცდებს ორგანულ მატერიებზე.

ზემოაღნიშნულ საიტზე მითითებულია, რომ რეჟისორი და სცენარის ავტორი არის ვინმე ფლორის კააიაკი. იგი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ის სწორედ სამეცნიერო ფანტასტიკის მეშვეობით ცდილობს ისეთი ისტორიების შექმნას, რაც მისი აზრით შესაძლებელია მომავალში მოხდეს. ვიდეოში, იგი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კაცობრიობა შეძლებს ოსკარის მსგავსი ასაწყობი ორგანიზმების შექმნას, ადამიანებს ულიმიტოდ შეეძლებათ ორგანოების გამოცვლა. 

ოსკარი
ფლორის კააიაკი

მტკიცება, თითქოს გავრცელებულ ვიდეოში რეალური კადრებია ნაჩვენები, 2016 წელს ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მაც გადაამოწმა. სტატიაში მოცემულია კააიაკის ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ ოსკარის მსგავსი ქმნილების შექმნა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან მოქმედი, სისხლძარღვოვანი ორგანოების 3D პრინტერით შექმნას მინიმუმ 30-40 წელი გვაშორებს. რეჟისორმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ფიქრის დროს მას დაებადა იდეა, რომ იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელს გავხდით ორგანოების ხელოვნურად შექმნას, აუცილებელი არაა ისინი ზუსტად იგივე ფორმის იყოს, როგორც ჩვენი ბუნებრივი ორგანოებია. მეტიც, მისი აზრით ამ დროს ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ისინი და მოვახდინოთ ადამიანის სხეულის დიზაინის შეცვლა ისე, რომ უფრო მარტივი იყოს მისი “შეკეთება”. ამისათვის მან მოიფიქრა სწორედ ვიდეოში ნაჩვენები ასაწყობი სხეულის სისტემა, რომელსაც, მისი აზრით, ადაპტირების და უკვდავების დიდი პოტენციალი გააჩნია. 

წყაროს შესახებ:

ერთ-ერთი ფეისბუქ ანგარიში, ვინც რობოტის ვიდეოს მცდარი აღწერით ავრცელებს, Евгения Иванова-ა, რომელიც დეზინფორმაციის ხშირი გამავრცელებელია. მის მიერ გამოქვეყნებული არაერთი პოსტი მონიშნულია ფაქტების გადამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის “მითების დეტექტორის” მიერ. 

adamianis organizmis prototipi oskaris video sametsniero phantastikuri siuzhetis natsilia2 ადამიანის ორგანიზმის პროტოტიპი “ოსკარის” ვიდეო სამეცნიერო ფანტასტიკური სიუჟეტის ნაწილია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist