ომის საწინააღმდეგო აქცია თუ ნავალნის მხარდასაჭერი მსვლელობა – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ომის საწინააღმდეგო აქცია
651
VIEWS

18 ოქტომბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელა იდენტური ვიდეოები (1;2), რომელშიც, ავტორის ინფორმაციით, ასახულია პეტერბურგში გამართული ომის საწინააღმდეგო აქცია. კადრებში ჩანს, რომ ქუჩაში დემონსტრაცია მიმდინარეობს. 

ომის საწინააღმდეგო აქცია

ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება –  ის არა ომის საწინააღმდეგო აქციას, არამედ 2021 წელს სანკტ-პეტერგურგში ალექსეი ნავალნის დაკავების წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობას ასახავს. 2025 წლის 18 ოქტომბერს პეტერბურგში რუსეთ-უკრაინის ომის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით არ დასტურდება და არც რეპუტაციულ მედიას  გაუშუქებია. 

2021 წლის 23 იანვარს რუსი ოპოზოციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი პეტერბურგში, ნევის გამზირზე შეიკრიბა. აქციის ამსახველი ეს ვიდეოჩანაწერი იმავე დღეს საკუთარ X-ზე ‘’რადიო თავისუფლების’’ რუსეთში მომუშავე ჟურნალისტმა, მეთიუ ლაქსმურიმ გამოაქვეყნა და წყაროდ ტელეგრამ-არხი მიუთითა. 

ომის საწინააღმდეგო აქცია

პოსტი მეთიუ ლაქსემურის X-დან

პეტერბურგის აქციაზე გადაღებული ვიდეო X-ზე ფართოდ გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად ადამიანები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი დააკავეს და 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პეტერბურგის გარდა, თითქმის მთელ რუსეთში მიმდინარეობდა.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, რუსეთში ანტისაომარი დემონსტრაციები გაიმართა, რომლებზეც ათასობით ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია, რომ 2025 წლის 18 ოქტომბერს სანკ-პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო რაიმე სახის დემონსტრაცია ჩატარდა, ღია წყაროებით არ იძებნება. 

ამგვარად, მტკიცება, თითქოს ვიდეოში ასახულია რუსეთ-უკრაინის ომის წინააღმდეგ გამართული აქცია, მანიპულიაციურია. რეალურად, კადრები ასახავს მოქალაქეთა საპროტესტო გამოსვლას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს კადრები ‘’მითების დეტექტორმა’’ წარსულშიც გადაამოწმა – იგივე ვიდეოს შესახებ ამტკიცებდნენ, რომ ის ნიდერლანდებში ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას ასახავდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist