ომი უკრაინაში 2022 წელს თუ  პირველადი დახმარების ტრენინგი 2016 წელს – რას ასახავს ფოტოკოლაჟი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
3.2k
VIEWS

21 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა კონსერვატიული მოძრაობა სამტრედიაში, Ramaz Gvaladze და Davit Jebashvili გაავრცელეს ფოტოკოლაჟი, რომელშიც ორი ქალი ჩანს. ერთ-ერთ მათგანს სამხედრო ფორმა აცვია, მეორეს სახე კი სისხლით არის გრიმირებული. პოსტების მიხედვით, ფოტოები ასახავს, თუ როგორ ახდენენ უკრაინელები რუსეთის დანაშაულის ამსახველი სცენების ფაბრიკაციას, დასავლურ მედიაში გასავრცელებლად. 22 ნოემბერს მსგავსი შინაარსის პოსტი ირაკლი ზაქარეიშვილმაც გამოაქვეყნა.

Screenshot 1 8 | mythdetector.com

იდენტური ფოტოკოლაჟი მსგავსი ინტერპრეტაციით რამდენიმე დღით ადრე სოციალური ქსელის რუსულ ანგარიშებზე და რუსულ ვებ-გვერდებზე გამოჩნდა. 19, 20 და 21 ნოემბერს ასეთი პოსტები გამოაქვეყნეს Twitter-ის ანგარიშებმა Алексей, AnyafromSaintP და 75Sukhoi.

Screenshot 2 12 | mythdetector.com

20 ნოემბერს მსგავსი პოსტები რუსულ სოცქსელებსა და პორტალებზე (tgstat.ru politikus.info გამოქვეყნდა.

Screenshot 3 11 | mythdetector.com

რუსულ და ქართულენოვან პლატფორმებზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული ფოტოები ადასტურებს, რომ უკრაინელები 2022 წლის ომში რუსეთის მსხვერპლს აყალბებენ, მცდარია. რეალურად, ფოტოები 2016 წელსაა გადაღებული და მათზე უკრაინული ორგანიზაცია TacCat-ის მიერ პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგის ჩატარების კადრებია ასახული. კოლაჟში გამოყენებული ერთ-ერთი ფოტო მათზე ასახულმა ქალმა, ლუდმილა ბილეკამ 2016 წელს საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. მან “მითების დეტექტორთან” საუბარში დაადასტურა, რომ ფოტოები 2016 წლის ტრენინგს ასახავს და მიმდინარე ომთან კავშირი არ აქვს.

ვინაიდან ფოტოები ინტერნეტში მხოლოდ აღნიშნულ კოლაჟსა და პოსტებში იძებნება, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მასზე ასახული პირების იდენტიფიცირება ხელსაწყო PimEyes-ის მეშვეობით მოვახდინეთ. სურათებზე ასახული ერთ-ერთი ქალის ამოცნობა მოხერხდა.

Screenshot 5 7 | mythdetector.com

ფოტოზე ლუდმილა ბილეკაა ასახული, რომელიც პირველადი დახმარების უკრაინული ორგანიზაცია TacCat-ისთვის ტრენინგებს ატარებს.

Screenshot 6 6 | mythdetector.com

ბილეკას პირადი ფეისბუქ გვერდიდან ჩანს, რომ TacCat-ისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის კურსებს და ტრენინგებს ატარებს. როგორც თავად ბილეკას, ასევე TacCat-ის ფეისბუქ გვერდზე მრავლადაა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სწავლებისას მანეკენებს და გრიმს იყენებენ.

Screenshot 7 8 | mythdetector.comScreenshot 8 7 | mythdetector.com

რაც შეეხება კონკრეტულად ქართულ და რუსულენოვან პოსტებში გამოყენებულ ფოტოებს, ერთ-ერთი მათგანი ლუდმილა ბილეკას Instagram გვერდზე 2016 წელსაა გამოქვეყნებული და აღწერიდან ჩანს, რომ ვიზუალი სწორედ მსგავს ტრენინგს ასახავს.

sqrini da blari | mythdetector.com

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ლუდმილა ბილეკას დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ ფოტოები ნამდვილად 2016 წლის ტრენინგს ასახავს და უკრაინაში მიმდინარე ომთან  არავითარი კავშირი არ აქვს.

მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლის დისკრედიტაციას ემსახურება, ქართულ და რუსულენოვან სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებზე წარსულში არაერთხელ გავრცელებულა. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

ფოტოთი ასევე დადგინდა, რომ ლუდმილა ბილეკა მსახიობია, რომელიც ფილმ “ატლანტიდაში” ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ფილმის პრეზენტაციას კიევში 2020 წელს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.   სწორედ პრეზენტაციის ამსახველი ამ ფოტოთი მოხერხდა ბილეკას იდენტობის დადგენა.

Screenshot 10 7 | mythdetector.com

 


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist