მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძვირადღირებული სასტუმრო შეიძინა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ვოლოდიმირ ზელენსკი
708
VIEWS

2 დეკემბერს ფეისბუკისა და ინსტაგრამის ანონიმურ რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთში, კურშაველში, 88 მილიონად სასტუმრო შეიძინა. პოსტის მიხედვით, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “Palace des Neiges” SBM Group-მა Film Heritage Inc-ს მიყიდა. ამავე აღწერის მიხედვით, Film Heritage Inc ოფშორული კომპანიაა, რომლის მფლობელები ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა არიან. 

პოსტებში ასევე წერია, რომ აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულ მედიებში გავრცელდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში ძვირადღირებულივ ვილა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება. ცნობებს სასტუმროს გაყიდვაზე საეჭვო ფრანგულენოვანი მედია ავრცელებს, რომელიც ამ წლის 25 ნოემბერსაა რეგისტრირებული, ხოლო ბმული, რომელიც სტატიის მიხედვით სასტუმროს საიტია, თაღლითურია და 22 ნოემბერს შეიქმნა.

ამ თემაზე სტატია რამდენიმე ორგანიზაციამ ( Dpa, Afp, France24) მოამზადა. ამ საკითხს უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა. 

ინფორმაცია ზელენსკის მიერ საფრანგეთში ვილის შეძენაზე ფრანგულენოვან საიტზე, Les Echos de la France, რომელიც მედიად პოზიციონირებს, 28 ნოემბერს გამოქვეყნდა. Whois Domain Lookup – ის მიხედვით, გვერდი 25 ნოემბერს, ანუ, სტატიის გამოქვეყნებამდე სამი დღით ადრე დარეგისტრირდა.

morigi dezinphormatsia thithqos volodimir zelenskim dzviradghirebuli sastumro sheidzina1 მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძვირადღირებული სასტუმრო შეიძინა

პოსტების მიხედვით, ინფორმაცია სხვადასხვა ფრანგულ მედიაში გავრცელდა. საკვანძო სიტყვების გამოყენებით ინტერნეტში ამ სტატიების მოძიება ვცადეთ, თუმცა ინფორმაცია არცერთ რეპუტაციულ მედიაში არ იძებნება. 

Les Echos de la France – ის სტატიაში სასტუმროს საიტია გალინკული, რომელიც ამჟამად მიუწვდომელია. ამ ბმულის დაარქივებული ვერსია გვიჩვენებს, რომ საიტი ნამდვილად სასტუმროს სახელით იყო რეგისტრირებული, თუმცა Whois Domain Lookup -ის თანახმად, აღნიშნული გვერდი 22 ნოემბერსაა რეგისტრირებული.

morigi dezinphormatsia thithqos volodimir zelenskim dzviradghirebuli sastumro sheidzina2 მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძვირადღირებული სასტუმრო შეიძინა

სასტუმროს გვერდის ავთენტიკური ვერსია  2007 წელს შეიქმნა, შესაბამისად, ამავე სახელით რეგისტრირებული ახალი საიტი, თაღლითურია.

morigi dezinphormatsia thithqos volodimir zelenskim dzviradghirebuli sastumro sheidzina3 მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძვირადღირებული სასტუმრო შეიძინა

ყალბი ვებსაიტის დაარქივებულ ვერსიაში მითითებულია, რომ სასტუმროს მფლობელი “Film Heritage Inc” არის, რომელიც ოფშორული კომპანიაა და 2019 წლამდე ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა მართავდნენ. Palace des Neiges-ის ოფიციალურ ვებგვერდზე არსად არის მითითებული, რომ “Film Heritage Inc” სასტუმროს ამჟამინდელი მფლობელია.

ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმრო 2023 წელს მონეგასკურმა კომპანიამ Société des Bains de Mer (SBM) შეიძინა. აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია სხვადახვა მედიაში გავრცელდა, თუმცა არსად დაწერილა, რომ სასტუმრო ისევ გაიყიდა და ზელენსკების ოჯახმა შეიძინა. 

აღსანიშნავია, რომ მტკიცება თითქოს ზელენსკების ოჯახი დასავლეთის ფულს პირადი ფუფუნების საგნებზე ხარჯავს დიდი ხანია ვრცელდება და ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებული რუსული მეთოდია. თავდაპირველად დეზინფორმაცია ვრცელდება რომელიმე დასავლურ, ახალშექმნილ მედიაში, რომელსაც შემდეგ რუსული წყაროები ეყრდნობიან. ამ თემაზე “მითების დეტექტორს” არაერთი დეზინფორმაცია გამოუვლენია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist