ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან უნგრელი სპორტსმენის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ოლიმპიური თამაშები
111
VIEWS

12 თებერვალს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1;2;3;4;5) და რუსული სამთავრობო მედიის Украина.ру-ის ტელეგრამ-არხმა გაავრცელეს იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან უნგრელი მოთხილამურის, ადამ კონიას ფოტო, რომელსაც ხელთათმანის შიდა ნაწილზე დამაგრებული აქვს ინგლისურენოვანი წარწერა: We’re all fed up with “U” (ყველას ყელში ამოგვივიდა “უ”). ფოტოს გამავრცელებლები წერენ, რომ უნგრელი სპორტსმენი უკრაინას გულისხმობს და მათ მიმართ უკმაყოფილებას ამ ფორმით გამოხატავს.

ოლიმპიური თამაშები

რედაქტირებულია სოციალურ ქსელში გავრცელებული უნგრელი სპორტსმენის ფოტო, რომელშიც მას ხელთათმანზე ანტიუკრაინული წარწერა აქვს. რეალურ ფოტოში სპორტსენს ხელთათმანზე არაფერი აწერია. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილია უნგრელი მოთხილამურე ადამ კონია. მან 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 8 თებერვალს იასპარეზა და მისი გამოსვლის ამსახველი ფოტოები უნგრეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა. მათ შორისაა ფოტო, რომლის რედაქტირებულ ვერსიასაც სოციალური ქსელის რუსულენოვანი მომხმარებლები აზიარებენ. 

ოფიციალური წყაროს მიერ გავრცელებულ ფოტოზე სპორტსმენს თეთრ ხელთათმანზე არავითარი წარწერა არ აქვს და ის შემდგომში  უკრაინისა და უკრაინელი სპორტსმენების დისკრედიტაციის მიზნით არის რედაქტირებული. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სპორტსმენის საპროტესტო ჟესტის შესახებ არ გაუვრცელებია არც ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდებს და არც რომელიმე სანდო მედიასაშუალებას. 

ოლიმპიური თამაშები
ადამ კონიას ფოტო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან 
წყარო: უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტი

4 თებერვალს იტალიაში დაიწყო ზამთრის ოლიმპიური თამაშები. მასში 93 ქვეყნიდან 3500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.  უნგრელი სპორტსმენის ფოტოფაბრიკაციის აღწერაში ნახსენებია უკრაინელი სპორტსმენი და მისი დისკვალიფიკაციის შემთხვევა. ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სკელეტონისტმა ვლადიმერ ჰერასკევიჩმა დისკვალიფიკაცია დაიმსახურა ჩაფხუტით ასპარეზობისთვის, რომელზეც დაღუპული უკრაინელების პორტრეტები იყო გამოსახული. მათ სპორტსმენი დაასანქცირეს ოლიმპიური ქარტიის 50-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც კრძალავს პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი საკითხების პროპაგანდას. 

ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყების შემდეგ, “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა კიდევ ერთი დეზინფორმაციული მტკიცება, რომელიც ასევე უკრაინელი ათლეტების წინააღმდეგ იყო მიმართული. მათ შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა, უნგრეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist