დაიწვა თუ არა ლოს-ანჯელესში ოლაფ შოლცის ძვირადღირებული ვილა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.6k
VIEWS

23 იანვარს დავით ჩიხელიძემ, რომლის განცხადებებიც ხშირად შუქდება პროსახელისუფლებო მედიაში, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ლოს-ანჯელესში ძვირადღირებული ვილა ჰქონდა, რომლის შესახებაც არავინ იცოდა. ჩიხელიძე წერს, რომ შოლცის ვილა ხანძარს ემსხვერპლა, რის გამოც, კანცლერი გეგმავს, ამერიკას უჩივლოს. გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ვილა და ნათქვამია, თითქოს აღნიშნულის შესახებ შოლცმა თავად განაცხადა, ვილა 90 მილიონი დოლარის ღირებულების იყო, კანცლერი კი დანაკარგის კომპენსაციას ითხოვს. 

ძვირადღირებული ვილა

მტკიცება, თითქოს ოლაფ შოლცს ლოს-ანჯელესში ძვირადღირებული ვილა ჰქონდა და ის ხანძარმა გაანადგურა, სიმართლეს არ შეესაბამება და სათავეს სატირული წყაროდან იღებს. გერმანულ მედიასთან აღნიშული უარყო კანცლერის წარმოამდგენელმაც. ასევე, შენობა, რომელიც გავრცელებულ ვიდეოზეა ნაჩვენები, არა ოლაფ შოლცის ვილა, არამედ ლოს-ანჯელესის პოლიციის აკადემიის შენობაა. 

ვიდეოს პირველწყაროს ძიების შედეგად ვადგენთ, რომ ის თავდაპირველად სატირულმა ტიკ-ტოკ ანგარიშმა გამოაქვეყნა. “ახალი ამბები და პოლიტიკური სატირა,” – ვკითხულობთ იმ ანგარიშის აღწერაში, რომელიც ოლაფ შოლცისა და სხვა პოლიტიკოსების ძვირადღირებული ქონების შესახებ ვიდეოებს აქვეყნებს. გერმანიის კანცლერის შესახებ ვიდეო 2025 წლის 11 იანვრით თარიღდება. ანგარიშმა მსგავსი შინაარსის ვიდეო გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შესახებაც გამოაქვეყნა და მას დაურთო განმარტება: “ყალბი სიტუაცია, სატირა”. 

Screenshot 2025 01 27 145837 დაიწვა თუ არა ლოს-ანჯელესში ოლაფ შოლცის ძვირადღირებული ვილა?

ძვირადღირებული ვილა

გერმანული მედია Deutsche Presse-Agentur-ის ფაქტების გადამოწმების რედაქცია კანცლერის ვილის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად ოლაფ შოლცის სპიკერს დაუკავშირდა. მედიის საპასუხოდ, სპიკერმა აღნიშნა, რომ შოლცი უძრავ ქონებას არ ფლობს. მედიამ ასევე დაიანგარიშა კანცლერის ხელფასი, რაც წლიურად, დაახლოებით, 350 000 ევროზე მეტს შეადგენს. DPA-ის ვარაუდით, ეს შემოსავალი არ არის საკმარისი 90 მილიონი ევროს ღირებულების ქონების შესაძენად. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენებია შენობა, რომელიც თითქოს ოლაფ შოლცს ეკუთვნოდა. შენობის მოძებნა რუკაზე შესაძლებელია. ნაჩვენები შენობა, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ოლაფ შოლცის საკუთრება იყო, სინამდვილეში ლოს-ანჯელესის პოლიციის აკადემიის შენობაა და 1872 Malvina Ave-ზე მდებარეობს

ძვირადღირებული ვილა
პოლიციის აკადემიის შენობა ლოს-ანჯელესში 

7 იანვრიდან ლოს-ანჯელესში ხანძრის რამდენიმე კერა მძვინვარებს. მან ათასობით შენობა გაანადგურა და 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხანძრის პარალელურად, სოციალურ ქსელში არაერთი მცდარი ცნობა თუ ვიზუალური მანიპულაცია გავრცელდა, რასაც “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებდა. ასევე არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლელი ლიდერის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ის ძვირადღირებულ საიდუმლო ქონებას ფლობს. ხშირად ასეთ ამბებს, ოლაფ შოლცის მაგალითისგან განსხვავებით, სატირული წარმომავლობა არ აქვთ.

წყაროს შესახებ

დავით ჩიხელიძე “რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის” თავმჯდომარეა. ის დაკავშირებული იყო გვერდთან “ფაქტები და არჩევანი”, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა და ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ეწეოდა. გვერდი, ამჟამად, ხელმისაწვდომი აღარ არის. დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს, რაც “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა

არქივის ბმულები: 1, 2, 3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist