ვრცელდება მორიგი ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს ოდესაში აქციაზე პუტინს დახმარებას სთხოვენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ოდესა
109
VIEWS

26 ოქტომბერს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Jeni Burjanadze გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, აღწერის მიხედვით, ამავე დღეს ოდესაშია გადაღებული. ვიდეოში უკრაინის დროშები ჩანს და ისმის, რომ შეკრებილი მოქალაქეები სკანდირებენ: “პუტინ, დაგვეხმარე!” 

ოდესა

ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს ოდესაში მოქალაქეები ვლადიმირ პუტინს დახმარებას სთხოვენ. რეალურად, კადრებზე, რომელიც ოდესაში არ არის გადაღებული, ხმა სხვა ვიდეოდან არის დადებული. 

რეალურად, ვიდეოზე თანდართული ხმა სხვა კადრებიდან არის ამოჭრილი. ხმა, რომელშიც პუტინს დახმარებას სთხოვენ, 2024 წლის აპრილში ორსკში გადაღებული ვიდეოდან არის აღებული. ამას ადასტურებს Deutsche Welle-ს მიერ Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო. 

ოდესა
სქრინშოტი: Deutsche Welle

ვიდეო გეოლოკაციით გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ კადრები არა ოდესაში, არამედ ხარკოვში, კონსტიტუციის მოედანზეა გადაღებული.  

ოდესა
ოდესა
პირველი ფოტო: კადრი ვიდეოფაბრიკაციიდან; მეორე ფოტო: Google Maps

გავრცელებულ ვიდეოს დართული აქვს TikTok ანგარიშის სახელი: @ user8193613694681. აღნიშნულმა რუსულენოვანმა ანგარიშმა ვიდეო 23 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ღია წყაროებით არ დასტურდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა 23 ან 26 ოქტომბერს (ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნების დღეს) ხარკოვში გამართეს აქცია, რომლის დროსაც პუტინს სთხოვდნენ დახმარებას.   

“მითების დეტექტორს” ამ სტილით გაყალბებული არაერთი ვიდეო აქვს გადამოწმებული. ვიდეოფაბრიკაციებში უკრაინაში გამართული მსვლელობებისა და დემონსტრაციების კადრები იყო ნაჩვენები და მათზე დართული ჰქონდათ სხვა ვიდეოების ხმა, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინელები პრორუსულ აქციას ატარებენ.  


მოამზადა ელისო წიკლაურმა 

“მითების დეტექტორის ლაბორატორია”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist