ოდესა თუ ხაბაროვსკი – სად არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც რუსეთის დღეს აღნიშნავენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ოდესა
997
VIEWS

14 ივნისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Dato Faika Nacvlishvili გამოაქვყენა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, ოდესაშია გადაღებული. ავტორი პოსტს ურთავს აღწერას: “როგორც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან ჩანს უკრაინაში რუსული გავლენები იზრდება”. ვიდეოში ასახულია მაღალსართულიანი კორპუსი, რომლის ფანჯრებიდანაც ადამიანებს რუსეთის დროშები აქვთ გადმოფენილი და სკანდირებენ: “დიდება რუსეთს!”. ვიდეოზე დატანილია ლოკაცია, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ ის უკრაინაში გადაიღეს.  

ვიდეო იმავე მტკიცებით 12 ივნისს გაავრცელა რუსულენოვანმა ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა. 

ოდესა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომანიპულაცია, თითქოს ოდესაში რუსეთის დღე აღნიშნეს. რეალურად, ვიდეოში ასახული შენობა არა ოდესაში, არამედ რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში მდებარეობს. კადრებში შორეული აღმოსავლეთის კომუნიკაციების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის მეორე კორპუსი ჩანს. 

აღნიშნულ კადრებს, სხვა რაკურსიდან გადაღებულს, მივაკვლიეთ რუსულენოვანი ინსტაგრამ ანგარიშის, “chp_khv-ის” მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში. ვიდეოს დასაწყისში ჩანს შენობაზე განთავსებული მეტალის ფირფიტა (იხ. ფოტო), რომელზეც ვკითხულობთ: “Дальневосточный государственный университет путей сообщения, общежитие № 4/2”. (ქართ: “შორეული აღმოსავლეთის კომუნიკაციების სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთო საცხოვრებელი № 4/2”).  

ოდესა
ფოტო: chp_khv/Instagram

ანგარიში, რომელმაც ეს ვიდეო გაავრცელა, ხაბაროვსკის სიახლეების შესახებ აქვეყნებს ცნობებს. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: “შორეული აღმოსავლეთის კომუნიკაციების სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს რუსეთის დღეს. სტუდენტები საერთო საცხოვრებლიდან მასობრივად და პატრიოტულად ულოცავენ ქვეყანას დღესასწაულს!”

იგივე ვიდეო აღწერით, რომ ის ხაბაროვსკში მდებარე უნივერსიტეტის სტუდენტებს ასახავს, სხვა რუსულენოვან წყაროებშიც არის გავრცელებული. ვიდეო საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა უნივერსიტეტმაც.  

ოდესა

კადრები გეოლოკაციითაც გადავამოწმეთ და აღნიშნულ შენობას Yandex Maps-სა და Google Maps-ზეც მოვაკვლიეთ. საცხოვრებლის მისამართი იაშინას ქუჩა N80-ია. გამოქვეყნებული ფოტოებიდან ერთ-ერთში ჩანს დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელი იდენტური მეტალის ფირფიტა, რომელიც გავრცელებულ ვიდეომანიპულაციაშია ასახული.   

ოდესა
ფოტო: Yandex

გარდა ამისა, აღნიშნული საერთო საცხოვრებლისა და გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები შენობის ვიზუალი იდენტურია. ამრიგად, კადრები არა უკრაინაში, არამედ რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკშია გადაღებული.   

ოდესა
მარცხნივ: სქრინშოტი ვიდეომანიპულაციიდან; მარჯვნივ: ფოტო Google Maps-იდან 

მარიამ ჯანუაშვილი  და ცისია კირვალიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist