“ობიექტივი” “სპუტნიკის” თანაწამყვანთან ერთად რუსულ ენაზე გადაცემებს განაგრძობს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დეგსგ
491
VIEWS

ტელეკომპანია ობიექტივი რუსულ ენაზე კანონდარღვევით მაუწყებლობას ამჯერად Sputnik-georgia.ru-ს ჟურნალისტთან ერთად განაგრძობს. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 9 იანვრის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლითაც “ობიექტივს” რუსულ ენაზე გადაცემის ეთერიდან ამოღება დაევალა, როგორც 21 იანვარს, ასევე 4 თებერვალს ობიექტივის ეთერში გადაცემა “Неделя” ისევ უცვლელი ფორმით,  რუსულ ენაზე, ქართული სუბტიტრებისა და თარგმანის გარეშე  გავიდა, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს, 4 თებერვლის გადაცემის თანაწამყვანი კი კრემლის დაფუძნებული მედიის Sputnik-georgia.ru-ს კორესპონდენტი ანა ანასტასიადი იყო.

""

ანა ანასტასიადის სტატიები “სპუტნიკზე” 2017 წლიდან ქვეყნდება. ის მასალებს ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებულ თემაზე წერს, მაგალითად, გახდომის მეთოდებზე, უპატრონო ძაღლებზე თბილისში და ლუგარის ლაბორატორიაზე. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული სტატია 2018  წლის 8 ოქტომბრით თარიღდება და რუსი ჟურნალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს, მათ შორის ანასტასიადის პირად გამოცდილებას აღწერს.

“ერთადერთი, რაც ამ ოთახში მეცნობა და ჩემთვის გასაგებია – ეს ბოლოგიური საფრთხის ნიშანია Biohazard. მთელი ეს დრო არ მტოვებდა შეგრძნება, რომ რამდენიმე წუთით აღმოვჩნდი ადგილზე, სადაც თავი მოიყარა თუ ყველამ არა, ბევრმა ადამიანურმა უბედურებამ”, წერს ანასტასიადი. ლუგარის ლაბორატორიიდან მომავალი საფრთხის შესახებ კონსპირაციის თეორიებს კრემსლიტური აქტორები 2012 წლიდან იმეორებენ.

იმის გამო, რომ ტვ “ობიექტივი” საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ასრულებს, მედიის განვითარების ფონდმა მარეგულირებელ კომისიას განმეორებითი საჩივრით 22 იანვარს მიმართა.

პირველი საჩივრი კი ტელეკომპანიის წინააღმდეგ  2019 წლის 19 დეკემბერს იქნა შეტანილი. საჩივრის საფუძველი მედიაკავშირ “ობიექტივის” ეთერში გადაცემა “ღამის სტუდია – ყველას გასაგონად” რუსულ ენაზე ტრანსლირება გახდა. კომისიამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კომუნიკაციების კომისიის დადგენილებ #6-ის (მუხლი3) და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლის დარღვევას. კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით და მაუწყებლობის შესახებ კანონის თანანხმად, საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს.  ობიექტვივის გადაცემა “Неделя” რუსულ ენაზე 51 წუთის განმავლობაში მაუწყებლობდა. რაც საუკეთესო დროის დაშვებულ ნორმას 21 წუთით აღემატება და ასევე არღვევს რეგულაციას სუბტიტრების აუცილებლობის შესახებ.

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist