ნიუ-იორკის მერის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს P. Diddy-სთან კავშირი არ აქვს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

214
VIEWS

28-29 სექტემბერს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, (1;2) რომ ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დააპატიმრეს რეპერ P. Diddy-სთან კავშირისა და მის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის გამო. ერთ-ერთი ფეისბუქ-გვერდი ასევე წერს, რომ რეპერის სახლში წვეულებების მთავარი ორგანიზატორი სწორედ ადამსი იყო.

ნიუ-იორკის მერი

მტკიცება, თითქოს ნიუ-იორკის მერი იმ დანაშაულში მონაწილეობის გამო დააკავეს, რომლის ჩადენასაც P. Diddy-ის ედავებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ერიკ ადამსს 26 სექტემბერს ბრალი წარუდგინეს უცხო ქვეყნის მოქალაქისგან უკანონო კონტრიბუციის მიღებასა და მექრთამეობაში. ის არ დაუპატიმრებიათ და კვლავ იკავებს მერის პოსტს. 

26 სექტემბერს ნიუ-იორკის მერ ერიკ ადამსს ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი სისხლის სამართლის 5 მუხლით რაწუდგინეს. კერძოდ, მერს ბრალად ედება მექრთამეობა, შეთქმულება, თაღლითობა და უცხო ქვეყნის მოქალაქისგან საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო შემოწირულების მიღება. 

პროკურატურა ადამსს ედავება, რომ მან წლების მანძილზე თურქეთის მოქალაქეებისგან მიიღო უკანონო შემოწირულობები, მათ შორის, მისი 2021 წლის საარჩევნო კამპანიისთვის და ამასთანავე ბენეფიტები, რაშიც შედიოდა მდიდრულ სასტუმროებში ნომრების უფასოდ მიღება, უფასო ფრენები და ძვირადღირებულ რესტორნებში უფასო კვება. სანაცვლოდ, მან ქალაქის მაღალჩინოსნებზე განახორციელა ზეწოლა, იმისათვის, რომ გაეცათ თურქეთის 36 სართულიანი საკონსულო შენობის გახსნის უფლება, რაც უსაფრთხოების რისკებთან იყო დაკავშირებული, რადგან ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ინსპექტორი სახანძრო სისტემები გაუმართავობაზე მიუთითებდა. 

აღსანიშნავია, რომ ერიკ ადამსი ნიუ-იორკის პირველი მერია, რომელსაც  თანამდებობაზე ყოფნის დროს  ბრალი წარუდგინეს. ამასთანავე, კანონმდებლობის მიხედვით, ადამსი მერად დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას დააპატიმრებენ. ვადის გასვლამდე პოსტის დატოვების მხოლოდ ორი გზა არსებობს: 1. პოსტიდან გადადგომა; 2. ნიუ-იორკის გუბერნატორს აქვს მერის გადაყენების უფლება. 

ცნობები, რომლებიც მერს რეპერის ორგანიზებულ წვეულებებს დაუკავშირებს, ღია წყაროებით არ იძებნება. ცნობილია, რომ 2023 წლის სექტემბერში მერმა მომღერალს “ქალაქის გასაღები” გადასცა. თუმცა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმისა და გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, რომელშიც P. Diddy მის ყოფილ მეგობარ ქალზე ძალადობს, 2024 წლის ივნისში ადამსის მოთხოვნით რეპერმა სიმბოლური გასაღები უკან დააბრუნა

რეპერი P. Diddy, იგივე შონ კომბსი ნიუ-იორკში 17 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ქალების გატაცებაში, მათ ნარკოტიკებით მოწამვლასა და სექსუალური აქტივობის იძულებაში (ზოგჯერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ძალადობის მუქარით) ედება. მისი დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელებსა და ტაბლოიდურ მედიებში არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დანაშაულში მონაწილეობას იღებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მომღერალი Jay-Z-ია, რომლის შესახებაც იწერება, თითქოს ის Diddy-ის დანაშაულებრივი წვეულებების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო, რის გამოც ის დააკავეს კიდეც. რეალურად, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, კონკრეტული დეტალები საზოგადოებისთვის არ გამჟღვანებულა და პროკურატურას ბრალი არც Jay-Z-სთვის და არც სხვა პიროვნებისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია. 

არქივი (1;2)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა, სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist