ნიუ-იორკის მერის არჩევნებში მონაწილე პირების და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნიუ-იორკის მერი
57
VIEWS

5 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა ირმა ხახუტაიშვილმა, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, ორი სხვადასხვა ფეისბუქ-ანგარიშიდან ნიუ-იორკის მერის არჩევნების შესახებ გამოაქვეყნა პოსტები (1; 2). პოსტების მიხედვით, ნიუ-იორკში მერობის მხოლოდ ორი კანდიდატი იყო და ორივე მათგანი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა. ხახუტაიშვილის მტკიცებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა 29% გამოცხადდა.

ნიუ-იორკის მერი
ნიუ-იორკის მერი

გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციულია. რეალურად ნიუ-იორკის მერის არჩევნებში როგორც დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის, ასევე სხვა პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატებიც მონაწილეობდნენ. ამომრჩეველთა რაოდენობა 2 მილიონზე მეტი იყო, რაც საერთო რაოდენობის არა 29%, არამედ დაახლოებით 39%-ია. 

ნიუ-იორკის მერის არჩევნები აშშ-ში 2025 წლის 4 ნოემბერს გაიმართა. არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს სიაში 7 კანდიდატი დახვდა. არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. რესპუბლიკურ პარტიას კერტის სლივა წარმოადგენდა. არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა ენდრიუ კუომო, ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში მამდანისთან დამარცხდა. გამარჯვების შესაძლო კანდიდატებად სწორედ ეს სამი პირი განიხილებოდა. 

თუმცა, არჩევნებში სხვა რამდენიმე პარტიის წარმომადგენელიც მონაწილეობდა, მაგალითად, ირენ ესტრადა კონსერვატიული პარტიდან. საარჩევნო ბიულეტინში ასევე იყო ნიუ-იორკის ბოლო მერის ერიკ ადამსის სახელი, რომელიც არჩევნებს სექტემბერში გამოეთიშა. დროის სიმცირის გამო, მისი სახელი საარჩევნო ბიულეტინებიდან ვერ ამოიღეს. 

შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებული მტკიცება, რომ არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა და ორივე დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, მცდარია. 

არჩევნებში ხმა ორ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ხმების ეს რაოდენობა ნიუ-იორკში 1969 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ასე გამოიყურებოდა ხმების საერთო რაოდენობა ამ საუკუნეში ჩატარებულ მერის შვიდ არჩევნებში: 

ნიუ-იორკის მერი
წყარო: The Times

იმის გათვალისწინებით, რომ ნიუ-იორკში რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 5.1 მილიონია, არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 39%-ია და არა 29%, რაც გავრცელებულ პოსტებშია მოცემული. დაახლოებით ამ რიცხვებს აჩვენებენ სხვა წყაროებიც

ფეისბუქზე გავრცელებული დეზინფორმაციული პოსტების მიზანი იმის წარმოჩენა იყო, რომ ნიუ-იორკის არჩევნებში მცირე კონკურენცია იყო და ამომრჩეველს რეალური არჩევანი არ ჰქონია. 

არქივის ბმულები: 1; 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist