ნიკა მელიას ვიდეო მისი დისკრედიტაციის მიზნით რედაქტირებულად ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნიკა მელია
70
VIEWS

4 დეკემბერს პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ვიდეო, სადაც ის მთავარი არხის გადაცემა “დღის სტუმარში” ერთვება. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს მელია საკუთარი ვიდეოგამოსახულება შეაბრუნოს და ისმის ფრაზა “ყ..ო, ამოატრიალე, დროზე ამოატრიალე კამერა, ყ..ო”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მელიას აგინებენ.

ნიკა მელია

ნიკა მელიას ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული. მთავარი არხის ჩართვაში ხმა, რომელიც ნიკა მელიას გამოსახულების ამობრუნებისკენ მოუწოდებს და აგინებს, არ გაჟღერებულა.

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო მთავარი არხის გადაცემა “დღის სტუმრიდანაა” ამოჭრილი, რომელიც ეთერში 4 დეკემბერს გავიდა. გადაცემის პირველი ნაწილი მის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის – ნიკა გვარამიას დაკავებას მიეძღვნა. ნიკა მელიას ჩართვის მომენტში მას გადაცემის წამყვანი თეა ადეიშვილი გვარამიას შესაძლო ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უსვამს კითხვას. ნიკა მელიას პასუხის დროს მისი ვიდეოგამოსახულება მარცხნივ ტრიალდება, მელია მის შებრუნებას ცდილობს და ამბობს ფრაზას: “ბატონო? ესე?”, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას გამოსახულების გასწორებისკენ მართლაც მიუთითეს. ვინ და რა ფორმით მიუთითა მან ამისკენ, ვიდეოში არ ჩანს

შესაბამისად, ნამდვილ კადრებში მამაკაცის ხმა, რომელიც მელიას გამოსახულების ამოტრიალებისკენ გინებით მოუწოდებს, არ ისმის და ის ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ჩასმულია. 

წყაროს შესახებ: 

პროდიუსერმა და რესტორან “ქვევრის” დამფუძნებელმა ლაშა ბასლანძემ 4 დეკემბერს მეორე დეზინფორმაციაც, კერძოდ, აშშ-ის ელჩის საქართველოში – რობერტ დანიგანის ყალბი ციტატა გაავრცელა.  ბასლანძე ერთ-ერთი იყო იმ ფეისბუქ პროფილებიდან, რომლებმაც 2021 წლის ოქტომბერში ტვ პირველის სახელით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ყალბი ცნობები გაავრცელეს

nika melias video misi diskreditatsiis miznith redaqtirebulad vrtseldeba1 | mythdetector.com

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist