მარშალპრესი ნიკა გვარამიასა და თეა თუთბერიძის მიმოწერის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნიკა გვარამია
175
VIEWS

10 დეკემბერს “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა სქრინშოტი, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, “ნაცემი და დაჭრილი ახალგაზრდების შესახებ” პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიასა და თეა თუთბერიძის მიმოწერას ასახავს. სქრინშოტზე ვკითხულობთ თუთბერიძის კომენტარს: “კარგია! თუ რატომაა კარგი ახლა ეს არ მკითხოთ”. მას გვარამია პასუხობს: “გესმის დაო საკითხი”. 

ნიკა გვარამია

მარშალპრესი ნიკა გვარამიასა და თეა თუთბერიძის მიმოწერის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. რეალურად, ვიდეოში, რომელზეც თუთბერიძემ დააკომენტარა, “ახალის” ლიდერი პარტიის ოფისის ჩხრეკაზე საუბრობს და ახალგაზრდების ცემას არ ახსენებს. 

კომენტარი, რომელიც “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა აღწერით, თითქოს თეა თუთბერიძე ახალგაზრდების ცემასა და დაჭერას იწონებს, ხოლო გვარამია მას ეთანხმება, 4 დეკემბერს პოლიტიკოსის ლაივ ვიდეოზეა გაკეთებული. მან ფეისბუქ-ლაივი 15:41-ზე, მას შემდეგ ჩართო, რაც ოფისში პოლიციელები შევიდნენ. 

ნიკა გვარამია

ვიდეო 4 წუთსა და 50 წამს გრძელდება. ამ დროის განმავლობაში გვარამია პოლიციელებს ეკითხება, თუ რის საფუძველზე იმყოფებიან პარტიის ოფისში და სთხოვს, სასამართლოს დადგენილება აჩვენონ. პოლიციელები მას პასუხს არ სცემენ და შენობას განმარტების გარეშე ტოვებენ. ლაივ ვიდეოს ბოლოს პოლიტიკოსი მაყურებლებს მიმართავს: 

“მეგობრებო, რომ ვიცოდეთ, პოლიტიკური პარტიების ოფისებში ყველა უნდა ვიყოთ ფრთხილად და რაზეც შეიძლება წამოგეკიდონ აი, ეს ადამიანები, არ ვიცი, მე დიდი ხანია, ლაივი არ ჩამირთია და როგორ უნდა გავადიდო, მაინც იყავით ფრთხილად. აი, ეს ხალხი ახლა აქედან წავიდა. ბევრნი იყვნენ, ერთი 20 კაცი, მეტი ალბათ. იყვნენ ამოსული ჩვენს სართულზე და მიმდინარეობდა, უფრო სწორად, აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, თუმცა მას მერე, რაც მოვთხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, თქვენც ნახეთ, რა მოვთხოვეთ და როგორ და რანაირად, წავიდნენ. ჯერჯერობით ეგრეა. ჯერჯერობით ეგრეა, მაგრამ ხო, ნუ, გასაგებია, ამ ქვეყანაში გამორიცხული ეს რომ 15 წუთში განმეორდეს, არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარიზმში, მოგეხსენებათ. დიქტატურაში, გარდამავალ ავტორიტარიზმში. წავიდნენ ასხნა-განმარტებების გარეშე, არაფერი არ უთქვამთ. სად წავიდნენ, ზოგიერთი მათგანი სად გაიქცა, მე ვერ გეტყვით. ჯერ კიდევ აქ იმყოფებიან. კარგი, მოკლედ, თუ რამე იქნება, სიტუაციის მიხედვით გაცნობებთ აუცილებლად. ლაივში, ცხადია. აბა თქვენ იცით, წარმატებები ყველას, საქართველო გაიმარჯვებს”. 

აღნიშნულ ვიდეოზე აქვს დატოვებული კომენტარი თეა თუთბერიძეს. კონტექსტის მიხედვით ნათელი ხდება, რომ თუთბერიძის შეფასება მიემართებოდა არა ახალგაზრდებზე ძალადობას, არამედ “ახალის” ოფისში ჩხრეკისთვის შესვლას. გვარამია ვიდეოში ნაცემ და დაჭრილ ახალგაზრდებს არ ახსენებს და ამის შესახებ არც აღწერაში წერს. შესაბამისად, “მარშალპრესის” მტკიცება დეზინფორმაციულია.  

4 დეკემბერს პოლიციამ ოპოზიციური პარტიების – “ახალის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისები გაჩხრიკა. ამავე დღეს გაჩხრიკეს სამოქალაქო აქტივისტების ბინები. შსს-ს მტკიცებით, “ნივთმტკიცებები” ამოიღეს, მათ შორის: ჩაფხუტები, აირწინაღები, პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, “მოლოტოვის კოქტეილები”, საღებავები და ა.შ. ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრი შსს-ს ოფისში “მოლოტოვების ჩადებაში” ადანაშაულებს. ამავე დღეს გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 6 დეკემბერს ის სამართალდამრღვევად ცნეს და 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.   

არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist