ნიკა გვარამიას ინტერვიუდან მოჭრილი კადრით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნიკა გვარამია
198
VIEWS

13 სექტემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშებმა “ნაცი ხვიტია” და “მიხეილ განუბაჟებელი” გამოაქვეყნეს პარტია “ახალისა” და “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: “მაგ ჟანრში მეხსიერება ჯერ კიდევ მაქვს და ვიცი, როგორ ხდება გვერდიდან, წინიდან, უკნიდან, რა ვიცი, თავში, ბოლოში და ა.შ…” პოლიტიკოსთან დაკავშირებით პოსტების აღწერაში დამატებით ვკითხულობთ: “კამასუტრა იცის ზეპირად” და “ზემოდან დააჯექი ნიკა, ადგილს კარგავ”. 

ნიკა გვარამიაScreenshot 2024 09 17 122923 | mythdetector.com

ვიდეოს მონაკვეთი ნიკა გვარამიას დისკრედიტაციის მიზნით იმგვარად არის მოჭრილი, რომ მისი შინაარსი გაუგებარი ხდება. რეალურად, ის “მთავარი არხის” ჟურნალისტს ეუბნება, რომ ჟურნალისტიკაში მეხსიერება კიდევ შერჩა და იცის, როგორ ცდილობენ ჟურნალისტები კითხვის ისე დასმას, რომ რესპონდენტისგან პასუხი მიიღონ. 

12 სექტემბერს ნიკა გვარამია “მთავარი არხის” გადაცემაში, “ღამის მთავარში” იყო სტუმრად. პოლიტიკოსმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და საკუთარი პარტიის გეგმებზე ისაუბრა. 

პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა რესპონდენტს მმართველი ძალის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის შესახებაც ჰკითხა. შეკითხვაზე გვარამიამ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა, საარჩევნო სიაში შემავალ 19 ადამიანზე, კომენტარს არ გააკეთებს და მათ შესახებ კითხვებსაც არ უპასუხებს. პოლიტიკოსის თანახმად: “როცა პირველი ნომერია ივანიშვილი, ამით ყველაფერი ნათქვამია. იმის მერე რა ხდება, აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.” პოლიტიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმებისა და ქმედებების გარჩევას არ აპირებს და ამ ჟანრიდან მაშინ გამოვიდა, რაც ტელევიზია დატოვა. 

ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ იკითხა, რას უნდა ნიშნავდეს ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ნომრად ყოფნა და რამ აიძულა პარტიის დამფუძნებელი “კულისებიდან გამოსულიყო”. 

შეკითხვაზე პოლიტიკოსმა უპასუხა: “კიდევ იმ ჟანრს მივუბრუნდები, რომელიც ვახსენე. მაგ ჟანრში მეხსიერება ჯერ კიდევ მაქვს და ვიცი, როგორ ხდება გვერდიდან, წინიდან, უკნიდან, რა ვიცი, თავში, ბოლოში და ა.შ., სიტყვების, კითხვების ჩახვევით, პასუხების მოპოვება, ეს ამბავი ჯერ კიდევ მახსოვს, ამიტომ არ გამოვა ახლა ჩემთან ეს ამბავი, არ მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილს რა გეგმა აქვს.” 

სოციალურ ქსელში გავრცლებელი ვიდეო სწორედ გვარამიას “ღამის მთავარში” სტუმრობის აღნიშნული ფრანგენტია. ინტერვიუს ნაწილი კონტექსტის გარეშეა გავრცელებული და აღწერას, თითქოს პოლიტიკოსმა “კამასუტრა ზეპირად იცის”, ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. საბოლოოდ კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციის, ასევე ვიდეო და ფოტოფაბრიკაციების გავრცელებამ ბოლო თვეებში მოიმატა. მათ შორის, ნიკა გვარამია უკვე არაერთხელ გახდა დისკრედიტაციის სამიზნე. “მითების დეტექტორი” წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებულ შეცდომაში შემყვან ცნობებს სისტემატურად ამოწმებს. 

წყაროების შესახებ:

“ნაცი ხვიტია” ანონიმური ფეისბუქ-ანგარიშია, რომელიც ხელისუფლების მოწინააღმდეგეების შესახებ ყალბ ან მანიპულაციურ პოსტებს ხშირად ავრცელებს, მის მიერ გავრცელებული ცნობები “მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა

ანგარიში “მიხეილ განუბაჟებელი” ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტებისა შესახებ ცნუ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist