ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ ნიკა გვარამიას ინტერვიუ უკონტექსტოდ ვრცელდება 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

241
VIEWS

19 მარტს პროსახელისუფლებო ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ, ასევე, სხვა ფეისბუქ-ანგარიშებმა და გვერდებმა (1;2;3;4;5) გაავრცელეს პოლიტიკური პარტია “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის ამბობს: “რას მეუბნებით, ეს არის გამოსავალი? მიტინგი მოვაწყო, იმიტომ, რომ ნანუკა დაიჭირეს? რაში მაინტერესებს.” 

ნიკა გვარამია ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას ინტერვიუს ფრაგმენტი უკონტექსტოდ ვრცელდება. სინამდვილეში, პოლიტიკოსი არ ამბობს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავება არ აინტერესებს და ამის გამო აქციას არ გამართავს. ის განმარტავს, რომ პროტესტის მხოლოდ აქციით გამოხატვა გამოსავალი არ არის და ჟორჟოლიანის დაკავების შემთხვევაში საკმარისი არ იქნება. 

18 მარტს გადაცემაში “რეაქცია” ერთ-ერთი სტუმარი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია იყო. გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ მასთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაზე, პროტესტის გაფართოებაზე, ოპოზიციური პარტიების გეგმებსა და ფონდების დაყადაღების საკითხზე.

გვარამიამ ინტერვიუში “ნანუკას ფონდის” ბენეფიციარებს თანადგომისკენ მოუწოდა, არ გამორიცხა, რომ ჟურნალისტის სახლი გაჩხრიკონ, ბრალი წაუყენონ და დააკავონ. პროტესტის გაფართოებაზე საუბრისას მან ახსენა, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირს ყოველდღე კეტავენ, თუმცა ეს პოლიტიკოსებისგან საკმარისი არ არის. გვარამიას არ უთქვამს, რომ ჟორჟოლიანის დაკავება არ აინტერესებს და პირიქით, აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ პროტესტის გამოხატვა საკმარისი არ იქნება [56:05].  

სრული ციტატა გავრცელებული მოჭრილი ციტატა
მე ვარ რყევის მომხრე, რეჟიმი უნდა ვარყიოთ, რომ ის წავიდეს. მარტო აქციებით ერთ ფლანგზე ეს ამბავი არ გამოსულა და არც გამოვა. მე არ ვაკნინებ არანაირი აქციების როლს, არ ვაკნინებ, არასდროს დავაკნინებ, ეს არის აუცილებელი წინაპირობა, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ გვჭირდება ვიმუშაოთ ყოველდღიურად, ვიმუშაოთ ხისტად და სწორხაზოვნად. ქოცებს ძალიან გაუტკბათ ჯარიმების მისჯა და ქოცებს ძალიან გაუტკბათ ჩვენი სისუსტეების და აღშფოთებების ყურება. ეგრე ვერ იქნება, ეგრე ვერ გაგრძელდება. ხვალ ნანუკა ჟორჟოლიანი დაიჭირონ და მე აქ ვიჯდე და პროტესტი გამოვაცხადო მხოლოდ? რას მელაპარაკებით. ზეგ თქვენ [ინგა გრიგოლია] იქნებით. რას მეუბნებით, ეს არის გამოსავალი? მიტინგი მოვაწყო იმიტომ, რომ ნანუკა დაიჭირეს? რაში მაინტერესებს. რას მეუბნებით, ეს არის გამოსავალი? მიტინგი მოვაწყო, იმიტომ, რომ ნანუკა დაიჭირეს? რაში მაინტერესებს. 

პოლიტიკოსმა იმის შესახებაც ისაუბრა [31:30], თავად რას გააკეთებს, თუ ჟურნალისტის სახლთან პოლიცია მივა: “მე, მაგალითად, მივალ და არ წავალ, ნანუკას სახლთან რომ პოლიცია მივიდეს და ჩხრეკა დაიწყოს. და ამის ძალიან მაღალი ალბათობაა”.  

ამრიგად, სრული ციტატის გაცნობით ნათელი ხდება, რომ გვარამიას ინტერვიუში არ უთქვამს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავება არ აინტერესებს და ამის გამო აქციას არ გამართავს. ამის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკოსმა თქვა, რომ პროტესტის მხოლოდ აქციით გამოხატვა საკმარისი არ იქნება. 

17 მარტს რამდენიმე ფონდი, მათ შორის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის “ნანუკას ფონდი” დააყადაღეს. ფონდების საქმიანობის ნაწილი იყო მიმდინარე პროტესტისას დაჯარიმებული/დაზარალებული, ასევე დაკავებული ადამიანებისა და მათი ოჯახების ფინანსური დახმარება. პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, ფონდების დაყადაღება მოხდა ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიების ფარგლებში. თავად ჟურნალისტმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დააკავონ. 

ნიკა გვარამიას შესახებ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიზუალური მანიპულაციები. “მითების დეტექტორს” გადამოწმებული აქვს მისი დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ვიდეოფაბრიკაცია, ასევე, ყალბი ციტატები და ფოტოფაბრიკაცია.  

წყაროების შესახებ

POSTV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შეცდომაში შემყვან ცნობებს. მას აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია ვიდეო თუ ფოტომანიპულაციები, ასევე დეზინფორმაციული შინაარსის პოსტებიც. “მითების დეტექტრომა” მის მიერ გავრცელებული პოსტები რამდენჯერმე გადაამოწმა.  

ფეისბუქ-მომხმარებელი Fant Ina მცდარ ინფორმაციას რამდენიმე ანგარიშით (1, 2, 3) სისტემატურად ავრცელებს. მას დეზინფორმაციული ცნობები თუ მანიპულაციური ვიზუალური მასალები წარსულშიც გაუვრცელებია.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist