ვრცელდება ნიკა გვარამიას დამონტაჟებული ფრაგმენტი გადაცემიდან “მძიმე კაცთან”

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნიკა გვარამია
149
VIEWS

26 თებერვალს ფეისბბუკ ანგარიშმა “ქართველი კონსერვატორი” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ნიკა გვარამია გადაცემაში “მძიმე კაცთან” არის მიწვეული. წამყვანის შეკითხვაზე, თუ ვინ არის ყველაზე სექსუალური ქართველი ჟურნალისტი, გვარამია პასუხობს: “ამ კაცს ჰქვია გიორგი გაბუნია… ამაზე ლაპარაკი არ მინდა საჯაროდ.”

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, ვიდეოფაბრიკაცია შედგება გვარამიას 2014 წლის ინტერვიუსა და 2020 წელს გასული გადაცემის მონაკვეთების მანიპულაციური მონტაჟისგან, რომელიც მის სიტყვებს შეცვლილი კონტექსტით წარმოაჩენს, თითქოს ის წამყვანის შეკითხვაზე, თუ ვინ არის ყველაზე სექსუალური ქართველი ჟურნალისტი, გიორგი გაბუნიას ასახელებს.  

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო წარმოადგენს ფრაგმენტს გადაცემიდან “მძიმე კაცთან”, რომელშიც 2014 წლის მაისში გავიდა. გადაცემაში სტუმრად მიწვეულ ნიკა გვარამიას ინტერვიუს მე-12 წუთსა და 48 წამზე გადაცემის წამყვანი, დავით კოვზირიძე შემდეგ კითხვას უსვამს: “ყველაზე სექსუალური ქართველი ჟურნალისტი შენთვის ვინ არის?”, რაზედაც პოლიტიკოსი პასუხობს, რომ ჟურნალისტებისთვის ამ კუთხით არასდროს შეუხედავს და ამ თემაზე არ უფიქრია: 

ნიკა გვარამია: “არასდროს არ შემიხედავს ჟურნალისტებისთვის ამ რაკურსით. მე საერთოდ მგონია, რომ ჟურნალისტებს სქესი არა აქვთ. ალბათ აქვთ, კი არა, დანადვილებით აქვთ, მაგრამ, როცა აფასებთ აი როგორც ჟურნალისტს როცა უყურებთ… ხო არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე.”

ნიკა გვარამია

ვიდეოში ასევე გვხვდება გვარამიას მეორე ფრაზა: “ამაზე საუბარი არ მინდა საჯაროდ”. ეს სიტყვები გადაცემის დასაწყისში, პირველივე შეკითხვის პასუხად ისმის. კოვზირიძის შეკითხვაზე [0:44] “სარკეში ჩახედვის თუ შეგრცხვენია როდისმე?” გვარამია პასუხობს, რომ კი, მაგრამ როდესაც გადაცემის ავტორი სთხოვს უთხრას, თუ როდის შერცხვენია, პოლიტიკოსი პასუხობს, რომ ამაზე საუბარი არ სურს. 

რაც შეეხება ვიდეოში გაჟღერებულ კიდევ ერთ ფრაზას, “ამ კაცს ჰქვია გიორგი გაბუნია”, ამ სიტყვებს გვარამია  2020 წელს გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ამბობს. გადაცემაში გვარამია გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთის შესახებ საუბრობს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. 

წყაროს შესახებ  

კრემლისტური ალტ-ინფოს მხარდამჭერი ანონიმური ფეისბუქ-მომხმარებელი “ქართველი კონსერვატორი” ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას ხშირად ავრცელებს. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების, მათ შორის, “მითების დეტექტორის” მიერ მისი არაერთი პოსტი ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.

ნიკა გვარამია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist