გამოგონილია ამბავი, რომლის მიხედვითაც ნიღბიანი შიმპანზეები კონგოში ბაზრებს ძარცვავენ 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნიღბიანი შიმპანზეები
71
VIEWS

21-23 ოქტომბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა და ანგარიშმა, ასევე რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1; 2) გაავრცელეს ფოტოები, რომლებზეც ნიღბიანი შიმპანზეები ჩანს. თანდართული აღწერის მიხედვით, კადრები კონგოშია გადაღებული, სადაც შიმპანზეები ნიღბებით ჩადიან სოფლებში და ხილსა და ბოსტნეულს იპარავენ. ისტორიის მიხედვით, ადგილობრივებს შესაბამისი ზომების მიღება მოუხდათ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი შიმპანზე ბაზრიდან პროდუქტს იპარავდა. საპასუხოდ, შიმპანზეები “მიხვდნენ, რომ ახალი გეგმა სჭირდებოდათ” და ამჯერად სოფელს ჯგუფი სტუმრობს, რომლის წევრებსაც სახე ხეებით, ფოთლებითა და გადაყრილი ქსოვილით აქვთ დაფარული. 

ნიღბიანი შიმპანზეები
ნიღბიანი შიმპანზეები

ამბავი, რომლის მიხედვითაც ნიღბიანი შიმპანზეები კონგოში ბაზრებს ძარცვავენ, გამოგონილია. ისტორია რეპუტაციულ წყაროებში არ იძებნება და სავარაუდო პირველწყარო ფეისბუქ-გვერდია, რომელიც მსგავს გამოგონილ ამბებსა და AI-ით გენერირებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.  

გავრცელებულ ცნობებს არანაირი სამეცნიერო თუ სხვა ვიზუალური მტკიცებულება არ ადასტურებს. პოსტებში არაა დასახელებული კონკრეტული მკვლევარი, სამეცნიერო პუბლიკაცია ან სატყეო სააგენტო, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა. მსგავსი შემთხვევა არც კონგოს ხელისუფლებას და არც ადგილობრივ მედიას არ დაუფიქსირებია. ფოტოს ან შიმპანზეების მიერ ნიღბების გამოყენების შესახებ ისტორიის ძიებამ რაიმე რეპუტაციულ წყარომდე არ მიგვიყვანა

ინფორმაციის პირველწყარო, სავარაუდოდ, ფეისბუქ გვერდი StoryTime-ია, რომელმაც ამბავი ფოტოებთან ერთად 19 ოქტომბერს გამოაქვეყნა

ნიღბიანი შიმპანზეები

აღსანიშნავია, რომ გვერდი რეგულარულად ავრცელებს ცხოველებთან დაკავშირებულ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტო და ვიდეომასალას, რომელსაც ხშირად ისტორია აქვს დართული, მაგალითად, როგორ იპარავენ შიმპანზეები ბანანს მანქანიდან უგანდაში, ან როგორ ცდილობენ ისინი ალიგატორების მოშინაურებას.   

გვერდის აღწერაში ვკითხულობთ: “ისტორია (არსებითი სახელი) – გვერდი წარსმოსახვით ან რეალურ ადამიანებსა და გასართობად მოთხრობილ მოვლენებზე”.

ნიღბიანი შიმპანზეები
ფეისბუქ-გვერდი StoryTime

შიმპანზეების ფოტოს დაბლა ნაწილში შესამჩნევია შავი ხაზი, რომელზეც ციფრები ჩანს – შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ ის ციფრულმა კამერამ გადაიღო. მსგავსი ხაზი სხვა ფოტოფაბრიკაციებსაც აქვს დართული, მაგალითად, ფოტოს, რომელზეც მაიმუნები ალიგატორების მოშინაურებას ცდილობენ.  

ნიღბიანი შიმპანზეები
ციფრების ნაწილი შიმპანზეების ფოტოფაბრიკაციიდან

ფოტოები, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. ამაზე მიანიშნებს ფოტის ვიზუალიც – ბუნდოვანი და არარეალური ეფექტი. 

ფეისბუქზე გავრცელებული კადრები ფაქტების გადამმოწმებელმა უცხოურმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, Snopes-მა და Lead Stories-მა შეისწავლეს და დაადასტურეს, რომ ამბავი ყალბია და ის სავარაუდოდ ვირუსულად გავრცელების მიზნით შეიქმნა, რის შემდგომაც ის სოციალურ ქსელებში გავრცელდა, როგორც რეალური ამბავი. 

არქივის ბმულები: 1; 2


მოამზადა ლიკა კოკაიამ 
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist