Newsweek-ის და FRANC-TIREUR-ის სახელით ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
488
VIEWS

21-23 მარტს კრემლისტურ მედიასა (Украина.ру და news-kiev.ru) და ფეისბუკის რუსულენოვან (1, 2, 3) და ქართულენოვან (1, 2) ანგარიშებზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გამოსახულებით ორი სხვადასხვა ჟურნალის, ამერიკული Newsweek-ისა და ფრანგული FRANC-TIREUR-ის გარეკანი გამოქვეყნდა. ორივე ვერსია რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების – ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრას ეხმიანება. Newsweek-ის ნომრის სპეციალური ნომრის გარეკანი პოპულარული მიმის შთაგონებითაა შექმნილი და მასზე ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრას ტელევიზორის ეკრანზე უყურებს და ამბობს, რომ “ყველაფერი რიგზე არ არის”.  ფრანგული ჟურნალის – FRANC-TIREUR -ის გარეკანზე კი ზელენსკის ბინოკლი უკეთია და ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებებს აკვირდება. ორივე  ჟურნალის გარეკანი 2023 წლის  21 მარტითაა დათარიღებული. 

Screenshot 13 4 | mythdetector.com

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით Newsweek-ისა და FRANC-TIREUR-ის კარიკატურები გაყალბებულია. გამოცემების არცერთ პლატფორმაზე მსგავსი პოსტერები არ იძებნება.

  • Newsweek-ის არცერთ პლატფორმაზე ვოლოდიმირ ზელენსკის გავრცელებული კარიკატურა არ იძებნება

ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალის Newsweek-ის გარეკნების არქივში ზელენსკის კარიკატურული ფოტო არ იძებნება. 21 მარტს Newsweek-ის ახალი ნომერი საერთოდ არ გამოსულა. ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია 17 და 24 მარტის, ასევე 7 აპრილის ნომრების გარეკანის ფოტოები და მათგან სი ძინპინის რუსეთში ვიზიტთან ან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული არცერთი არ არის. 17 მარტის ნომრის გარეკანი ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებულ დიეტას, 24 მარტის ბიზნესში ქალების რაოდენობის ზრდას, ხოლო 7 აპრილის ნომრის გარეკანი კი სპორტული გემბლინგს ეხება.

Screenshot 14 4 | mythdetector.com

გარდა ამისა, Newsweek-ის მიერ გამოცემულ სპეციალურ ნომრებს გაყალბებული ვიზუალისგან განსხვავებული დიზაინი აქვთ. გარეკანებზე წარწერა Special Issue დიდი ასოებითაა გაკეთებული და ყდის უკიდურეს ზედა ნაწილშია მოქცეული, ყალბი ვიზუალის შემთხვევაში კი წარწერა გამოცემის სახელწოდების ქვემოთ პატარა ასოებითაა გაკეთებული. 

Screenshot 15 4 | mythdetector.com

  • FRANC-TIREUR-ის არცერთ  პლატფორმაზე ვოლოდიმირ ზელენსკის გავრცელებული კარიკატურა არ იძებნება

გაყალბებულია FRANC-TIREUR-ის გარეკანიც. სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტერი ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით ფრანგული ჟურნალის – FRANC-TIREUR-ის პლატფორმებზე (ვებ-გვერდი, Twitter, Facebook, Instagram) არ იძებნება. გამოცემის უახლესი ნომერი 22 მარტით თარიღდება და მას განსხვავებული დიზაინი აქვს. გამოცემის სხვა ნომრებიც გაყალბებული დიზაინისგან განსხვავებულია.

Screenshot 16 2 | mythdetector.com
FRANC-TIREUR-ის უახლესი ნომერი წყარო: franc-tireur.fr
Screenshot 17 2 | mythdetector.com
FRANC-TIREUR-ის სხვა ნომრები წყარო: franc-tireur.fr

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ოფიციალური შეხვედრა 21 მარტს გაიმართა. რუსული მედია წერდა, რომ დასავლეთი შეშინებულია სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტით. ზელენსკის გამოსახულებით კარიკატურების იდეაც სავარაუდოდ ამ ნარატივითაა შთაგონებული. მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის და ჩინეთის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება უკრაინის თემასაც ეხებოდა. განცხადება მხარეებს „სამშვიდობო მოლაპარაკებებისა“ და „პასუხისმგებლობიანი დიალოგისკენ“ მოუწოდებს, ასევე, აკრიტიკებს ნატოს და „ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლითაა დაწესებული“.

ცნობილი გამოცემების გარეკანების გაყალბება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. “მითების დეტექტორმა” რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში არაერთი გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროების შესახებ

ფეისბუკ-ანგარიში Svetlana Kemerovo, ასევე ანონიმური ფეისბუკ-ანგარიში Злой Ёжик ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსიის პოსტებს აქვეყნებენ. მათ დეზინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ. მათ შორის, Злой Ёжик ადრე კიდევ ერთ გაყალბებულ გარეკანს აქვეყნებდა.

Screenshot 18 2 | mythdetector.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საფრანგეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist