News Front საქართველოს მოსკოვიდან შოთა აფხაიძე მართავს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

რგრგ
1.7k
VIEWS

კრემლის გამოცემა News Front-ს, რომლის ქართულენოვანი ვერსია საქართველოში 2019 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდა, როგორც ირკვევა, “ქართულ მარშთან” დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსი აქტორი შოთა აფხაიძე რედაქტორობს.

ინფორმაცია ამის  შესახებ News Front საქართველოს 2020 წლის 10 თებერვლის მასალიდან გახდა ცნობილი. News Front-მა გამოაქვეყნა სტატია და ვიდეო სათაურით “მოსკოვის ცენტრში ქართული დროშაც ფრიალებს”, რომლის აღწერაშიც წერია, რომ News Front-ს ვიდეო მოსკოვიდან News Front-ის რედაქტორმა შოთა აფხაიძემ და ჟურნალისტმა ბექა კვიციანმა მიაწოდეს.

"|

ვინ არიან შოთა აფხაიძე და ბექა კვიციანი?

შოთა აფხაიძე “ევრაზიის ინსტიტუტს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტის გამო იხდიდა. 2015 წელს აფხაიძემ “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა. დაკავებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო. აფხაიძე 2013 წელს ასევე მონაწილეობდა “კავკასიური თანამშრომლობის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ჩრ. ოსეთში, ყაბარდო-ბალყარეთსა და დაღესტანში ტურს გულისხმობდა.  აფხაიძე ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში როგორიცაა სპუტნიკი, ცარგრად ტვ, Новостной Фронт და სხვა. შოთა აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორად მოგვევლინა.

სხვადასხვა ინტერვიუში შოთა აფხაიძე გამოირჩევა ღიად პრო-რუსული და ანტი-დასავლური გზავნილებით:

შოთა აფხაიძე: “ვიღაცას ძალიან არ აწყობს რუსულ-ქართული მეგობრობა, რომელსაც ყოველთვის ეფუძნებოდა კავკასიის რეგიონის სტაბილურობა. ამ „ვიღაცებმა“ ხელი შეუწყვეს სსრკ-ს დაშლას, დაშალეს იუგოსლავია, მერე სერბეთი, უბიძგეს საქართველოს, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებს, თვითგანადგურების მატარებელი ქმედებებისკენ, იმავე ძალას სურს რუსეთის დასუსტება და, საბოლოო ჯამში, დაშლა. მათი საქმეა გაყოფა და ფრაგმენტაცია, მაშინ, როდესაც ჩვენი საქმეა, გვახსოვდეს ჩვენი სახელოვანი წინაპრები და მტკიცედ მივყვებოდეთ დაახლოების, მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის გზას, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის ახლო წარსული წყვდიადითაა მოცული და სამარხცვინოც კია.” [აფხაიძის გამოსვლა ახალგაზრდულ ფორუმზე “ვოლგა-2013”]

"

შოთა აფხაიძე: “ჩვენ ამ პრობლემასთან ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ მეზობლებთან — ირანთან, რუსეთთან, თურქეთთან, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ ამ პრობლემების მოგვარებაზე. რატომ დუმს ამერიკა იმ პრობლემებზე, რომლებიც გვაქვს საქართველოში? იმიტომ, რომ ამერიკელებს ხელს არ აძლევს ამაზე საუბარი, ვინაიდან თავად არიან ამ ყველაფრის მონაწილეები.”

"

"
შოთა აფხაიძე (მარცხნიდან მეორე) სახალხლო მართლმადიდებლურ მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად

2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია Звезда-ს ეთერში ჟურნალისტის სტატუსით გამოჩნდა. გადაცემა “ღია ეთერისთვის” (“Открытый эфир’”) აფხაიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეყრდნობაოდა, რომელშიც ის აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დროს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის თემის ირგვლივ კრემლის პროპაგანდის კონსპირაციებს იმეორებდა. ამის შესახებ ვრცლად იხილეთ “მთების დეტექტორის” სტატია.

ბექა კვიციანი News Front საქართველოს ისტორიული ფიგურების რუბრიკას უძღვება. ამის შესახებ გამოცემამ ფეისბუქ გვერდზე 2019 წლის 22 ნოემბერს განაცხადა. ამჟამად News Front საქართველოს საიტზე ბექა კვიციანის ავტორობით 7 სტატია იძებნება.

""

ბექა კვიციანი შოთა აფხაიძის მსგავსად რუსეთში ცხოვრობს. ის ფეისბუქზე ორი პროფილით აქტიურობს – Beka Kvitstiani და Бека Волжский. 2017 -2018 წელს კვიციანს “ქართული მარშის” წევრებთან ერთად რამდენიმე ფოტო აქვს გამოქვეყნებული.

""

|

News Front Georgia-ს შესახებ

კრემლისტური მედია News Front-ი ქართულენოვანი ვებ-გვერდი ქართულ მედია ბაზარზე 2019 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. “საქართველო და მსოფლიოს” გამომცემელი მოსკოვში მყოფი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ქართველ და რუს ხალხს შორის მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

"

პარალელურად, „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი მართავს საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”. ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ Kidobani News. სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა. ჯგუფს News-Front Georgia-ს გვერდის გარდა 6 ადმინისტრატორი ჰყავს, ასევე 6 ადმინისტრატორი ჰყავს თავად News-Front Georgia გვერდს.

ვრცლად News Front-ის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია.

|

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist