News-Front Georgia – კრემლის ახალი საინფორმაციო ფრონტი საქართველოში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ნიუს ფრონტის
1.9k
VIEWS

2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედია ბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა. საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front-ი ამ დრომდე ინფორმაციას 8 ენაზე – რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად – აქვეყნებდა. ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. News Front უკრაინის ტერიტორიების – დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის –  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.

ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა და კავშირები ღიად პრო-რუსულ აქტორებთან აქვს, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”, რომელიც მეტწილად სოციალისტურ თემატიკაზე მანიპულირებს  და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს. News Front-ის ქართულენოვან მასალებს ღიად პრორუსული ვებ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და Facebook გვერდი “სტალინი” აქვეყნებენ. ეს გარემოება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გვერდები ერთი ჯგუფიდან იმართება.

News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. 2019 წლის აპრილში კონსტანტინე ჩიკვილაძე “რუსული სამყაროს” პარტნიორ ორგანიზაციებთან და ულტრა-ნაციონალისტური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში “ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაცია”, რომლის ფარგლებშიც “უკვდავი პოლკის” მიერ 9 მაისის აღმნიშვნელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონსტანტინე ჩიკვილაძე ასევე მართავს პატრიოტი ტვ-ს ღია ჯგუფს, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ირემაძეა. გიორგი ირემაძე კი თავის მხრივ პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტია. 2017 წლის აგვისტოში ირემაძე სპუტნიკის ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას.

"

"

პარალელურად, „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი მართავს საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”. ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ Kidobani News. სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა. ჯგუფს News-Front Georgia-ს გვერდის გარდა 6 ადმინისტრატორი ჰყავს, ასევე 6 ადმინისტრატორი ჰყავს თავად News-Front Georgia გვერდს.

Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფის ადმინისტრატორები

"


"


 

გულბაათ რცხილაძე

 

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

გიორგი ბერია

 

პროფილი, რომელიც არ აქვეყნებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას. იმავე სახელით და გვარით აქვს მეორე პროფილი, რომელზეც პროფილად ბრეჟნევის ფოტო უყენია. მართავს გვერდს Kidobani News, სადაც Geworld-ისა და პოლიტიკანოს მასალებია გამოქვეყნებული. მოწონებული აქვს კრემლის მედიების გვერდები, მათ შორის NTV, Sputnik საქართველო და ВЕСТИ.ru. ქართული მედიებიდან მოწონებული აქვს ასავალ-დასავალი და პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებული პოლიტიკანო. ასევე იწონებს გვერდებს Росси́я – Российская Федерация – Russia და Владимир Путин сегодня. გიორგი ბერია ასევე ფიგურირებს “მედიის განვითარების ფონდის” კვლევაში “ტროლები ანტისაოკუპაციო პროტესტის წინააღმდეგ”.

 

დიდი ვიდეო არქივი

 

გიორგი ბერიას პროფილთან დაკავშირებული ფეისბუქ პროფილი. მის თაიმლაინზე მხოლოდ გიორგი ბერიას მონიშვნები “თეგები” არის გამოქვეყნებული.

 

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

“საქართველო და მსოფლიოს” ავტორი, “საქართველო და მსოფლიოს” ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი.

 

გივი უკლება

 

დიდი ალბათობით ტროლი. პროფილის ფოტოდ გამოქვეყნებული აქვს სერბი მსახიობის სერგეი ტრიფუნოვიჩის ფოტო. ხშირად აზიარებს “საქართველო და მსოფლიოს” მასალებს. მომხმარებელი გიორგი ბერია ხშირად ნიშნავს თავის პოსტებში.

 

გიორგი მდივანი

 

ევგენი პრიმაკოვის სახელობის ფონდთან დაკავშირებული პლატფორმის “პოლიტიკანო” დამფუძნებელი.


ადმინისტრატორი Константин Чиквиладзе ჯგუფში აქვეყნებს  ქართულენოვანი „News Front”-ის, “საქართველო და მსოფლიოს”, “პოლიტიკანოს”, “მარშალპრესის”, “ალტ-ინფოს”,yandex.ru-ს მასალებს. News-Front-ის ქართულენოვანი ფეისბუკ გვერდის შესახებ ინფორმაცია ჯგუფში მომხმარებელმა Giorgi Beria-მ გააზიარა, რომელიც აგრეთვე ამ ჯგუფის ადმინისტრატორია. იგივე ინფორმაცია იდენტური ტექსტით მკითხველებს ფესბუკით “საქართველო და მსოფლიომაც” გაუზიარა.

""

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist