ნავალნის მხარდასაჭერად თუ ვაქცინის წინააღმდეგ? – რას ასახავს ვიდეო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დეზინფორმაცია
103
VIEWS

28 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა Giorgi Dolodze-მ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ახლავს ტექსტი: “გამოსვლებია ჰოლანდიაში ვაქცინის წინააღმდეგ. მედია დუმს!!!” იდენტური ვიდეო Lilia Nadareishvil-მა ფეისბუქ ჯგუფებში “კორონა მაფია” და ”კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა?” ესპანელი ფეისბუქ მომხმარებლის Mario Gomez-ისგან გააზიარა. ვიდეოში  ჩანს, რომ ქალაქის ქუჩა გადაკეტილია და დემონსტრაცია მიმდინარეობს. ესპანელი მოხმარებლის ვიდეოს წარწერა “HOLANDIA” მიგვანიშნებს, რომ ვიდეო ნიდერლანდებში (ძველი არაფორმალური სახელწოდება ჰოლანდია) მიმდინარე მოვლენას ასახავს.

;;

;;

ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება, ის რეალურად 23 იანვარს სანკტ-პეტერგურგში ალექსეი ნავალნის დაკავების წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეების საპროტესტო აქციას ასახავს. 24 იანვარს კი ნიდერლანდებში საპროტესტო აქცია არა ვაქცინაციის, არამედ კომენდანტის საათის წინააღმდეგ გაიმართა.  საქართველოში ვიდეოს ყალბი აღწერით ყალბი ანგარიში Giorgi Dolodze ავრცელებს. 

  • ვიდეო 23 იანვარს პეტერბურგში გადაიღეს

23 იანვარს რუსი ოპოზოციონერის ალექსეი ნავალნის დაკავების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი პეტერბურგში, ნევის გამზირზე, შეიკრიბა. აქციის ამსახველი ეს ვიდეოჩანაწერი 23 იანვარსვე საკუთარ თვითერზე “რადიო თავისუფლების” რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტმა მეთიუ ლაქსმურიმ განათავსა და წყაროდ ტელეგრამის არხი მიუთითა.

;

იმის დასადასტურებლად, რომ ვიდეო რეალურად პეტერბურგშია გადაღებული, ფაქტების გადამოწმების ესპანურმა პორტალმა AFP Factual-მა გადამოწმებისას გეოლოკაციის მეთოდი გამოიყენა და აჩვენა, რომ ვიდეოს კადრებში ასახული შენობები რეალურად არა ნიდერლანდებში, არამედ პეტერბურგში, ნევის გამზირზე, მდებარეობს. 

;
ფოტო: AFP Factual

;

;

პეტერბურგის აქციაზე გადაღებული ვიდეო თვითერზე ფართოდ გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად ადამიანები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი დააკავეს და 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პეტერბურგის გარდა, თითქმის მთელ რუსეთში მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ნიდერლანდებს, საქართველოს მსგავსად, ევროპელ ანტივაქსერებს შორის პეტერბურგში გადაღებული ვიდეო ისე გავრცელდა, თითქოს ის ნიდერლანდებში ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს ასახავდა.  რეალურად, 22 იანვარს ნიდერლანდებში 10 თებერვლამდე კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილებას ამსტერდამსა და სხვა ქალაქებში ქუჩის პროტესტი მოჰყვა, ამ აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის არსებობას  აპროტესტებდნენ, ამსტერდამში დაწვეს კორონავირუსის ტესტის ცენტრი, ასევე გადაწვეს რამდენიმე მანქანა. აქციის მონაწილეების ზუსტი რიცხვის განსაზღვრა რთულია, ვინაიდან ლოკაციები და დრო განსხვავდებოდა თუმცა ძალადობრივი ქმედებებისა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო პოლიციამ 180-ზე მეტი  პროტესტანტი დააკავა.

  • Saba Kalatizishvili თუ Giorgi Dolidze?

სანკტ-პეტერბურგში გადაღებულ ვიდეოს ყალბი აღწერით Giorgi Dolodze ავრცელებს, ის სავარაუდოდ ყალბი ანგარიშია, რადგან მისი სახელი და URL მისამართი (saba kalatizishvili) ერთმანეთს არ ემთხვევა.

;

Giorgi Dolodze-ს არც მაიდენტიფიცირებელი ფოტოები უდევს და კორონავირუსითან დაკავშირებულ სხვა დეზინფორმაციებსაც ავრცელებს.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები, რუსეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist