ნანუკა ჟორჟოლიანის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

80
VIEWS

2024 წლის 5 დეკემბრიდან აქტიურად ვრცელდება 2020 წლის 2 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდზე “ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ნანუკა ჟორჟოლიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ დადის. ვიდეოში ჟორჟოლიანი სახლის ჭიშკართან შემაღლებულზე დგას, სავარაუდოდ, სახლის მაცხოვრებელს ესალმება და სთხოვს 5 წუთი დაუთმოს, რის შემდეგაც ისმის ყვირილი “დაგვაძინეთ” და გინება.

ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული და მასზე გინების ხმა ხელოვნურადაა გადადებული. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნანუკა ჟორჟოლიანი “ძალა ერთობაშიას” სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ვიდეოს ორიგინალი ჟურნალისტის ფეისბუქ გვერდზე 2020 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ორიგინალ ვერსიაში ჩანს, რომ მისალმებაზე მას ყვირილით და გინებით არ პასუხობენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი

გარდა ამისა ინტერნეტსივრცეში ასევე იძებნება ვიდეო, რომლიდანაც აღებულია ჟორჟოლიანის ვიდეოზე გადადებული ხმა. ვიდეო სულ მცირე 2014 წლიდან იძებნება და ყვირილი და გინება მოჰყვება ღამით მანქანის დრიფტით ტარების გამო გამოწვეულ ხმაურს.

ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი აქტიურად არის ჩართული საპროტესტო აქციებში, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იმართება. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიური პროტესტი მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განაცხადებას, რომ მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. პროტესტს თან სდევს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელშიც ფეისბუქ-ანგარიშებთან ერთად სამთავრობო მედიაც აქტიურად არის ჩართული. “მითების დეტექტორმა” ამ დროის განმავლობაში არაერთი მსგავსი ტიპის დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მქონე ინფორმაცია გამოავლინა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist