ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით ფოტომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნანუკა ჟორჟოლიანი
983
VIEWS

29 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს სექს-სათამაშოების, მათრახებისა და ხელბორკილების ფოტოები და დაწერეს, რომ ნაჩვენები ნივთები ტელეწამყვანისა და “ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. პოსტების გამოხმაურებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი მას რეალურ ინფორმაციას აღიქვამს.

ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით გავრცელებული ფოტო მისი სახლიდან ამოღებულ ნივთებს არ ასახავს. რეალურად, ფოტო ერთ-ერთ სექს-ფორუმზე 2021 წელს გამოქვეყნდა და მას ტელეწამყვანთან კავშირი არ აქვს. 

სექს-სათამაშოებისა და სხვა ნივთების ფოტო, რომელიც თითქოს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლიდან ამოიღეს, 2021 წლიდან იძებნება. ის გამოქვეყნებულია მშობლებისთვის შექმნილ ბრიტანულ პლატფორმა Mumsnet-ის სექს ფორუმზე. ფორუმის ერთ-ერთმა წევრმა დასვა შეკითხვა: “რამდენი სექს-სათამაშო გაქვთ?”, საპასუხოდ კი მომხმარებელმა PinotPony ინტერაქციის ველში გავრცელებული ფოტო ატვირთა და დაწერა: “რამდენიმე”.  

ნანუკა ჟორჟოლიანი
ფოტო Mumsnet-ის სექს-ფორუმიდან

დავით ჯებაშვილის გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ის ტიკ-ტოკზე გამოქვეყნდა. ასევე, გაირჩევა ანგარიშის Avoe.ge სურათი. ტიკ-ტოკ ანგარიშმა ვიდეო 29 აპრილს გამოაქვეყნა. ამავე ანგარიშმა წარსულში პოლიტიკოს ანა დოლიძის შესახებ გაავრცელა ვიდეომანიპულაცია

ნანუკა ჟორჟოლიანი

29 აპრილის დილიდან ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის და სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის სახლები გაჩხრიკეს. პროკურატურის განცხადების თანახმად, ჩხრეკის მიზანი იყო საბოტაჟის საქმეზე გამოძიებისთვის მტკიცებულებების მოპოვება. აღნიშნული საქმის გამოძიება 8 თებერვალს, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მოძრაობის ლიდერია ვატო შაქარიშვილია. 17 მარტს კი დააყადაღეს ხუთი ფონდის ანგარიშები, რომლებიც მიმდინარე აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა. 

წარსულშიც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტია “ახალის” ოფისის ჩხრეკისას სექს-სათამაშოები ამოიღეს. მაშინ პარტიის დისკრედიტაციისთვის 2019 წელს “გირჩის” ოფისში მოწყობილ საროსკიპოში გადაღებული ფოტო გამოიყენეს

წყაროების შესახებ

მათ შორის ვინც ფოტოს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლს უკავშირებს, დავით ჯებაშვილია, რომელიც სოციალურ ქსელში ორი ანგარიშით (1, 2) ავრცელებს დეზინფორმაციულ ცნობებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ მიმდინარე პროტესტისა თუ აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით გამოქვეყნებული არაერთი პოსტი გადაუმოწმებია.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist