დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია ეთნიკურად ქართველი

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ეთნიკურად ქართველი
46
VIEWS

18 თებერვალს პლატფორმა “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემაში “ახალი პარადიგმა” წამყვანმა გურამ ნიკოლაიშვილმა და სტუმარმა, გენერალ-ლეიტენანმა გიორგი შერვაშიძემ საქართველოში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის განახევრების შესახებ ისაუბრეს.   

გურამ ნიკოლაიშვილი [16:20-დან]: “აზერბაიჯანი გაორმაგდა, ჩვენ პირიქით, ორჯერ ნაკლები გავხდით და უკვე გავუტოლდით იმ არაქართველებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაში [ცხოვრობენ]”.

 ეთნიკურად ქართველი

მტკიცება, თითქოს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია ეთნიკურად ქართველი, დეზინფორმაციულია. საქსტატის მიერ ჩატარებული 2014 წლის აღწერით, საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 იყო, საიდანაც ეთნიკურად ქართველების რაოდენობა 3 224 564-ია.  

“მითების დეტექტორმა” საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების შესახებ მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ერონული სამსახურიდან გამოითხოვა. საქსტატმა მოგვაწოდა 2014 წლის 5 ნოემბრის აღწერით მიღებული სტატისტიკა რეგიონების, თვითმმართველი ერთეულების და ეროვნება/ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ. 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 713 804-ია, საიდანაც ეთნიკურად ქართველების რაოდენობა 3 224 564-ია.  

2014 წლის აღწერით, ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობა ასე ნაწილდება: 

მოსახლეობის რიცხოვნობა საქართველოში 3 713 804
ქართველი  3 224 564
აზერბაიჯანელი 233 024 
სომეხი 168 102
რუსი 26 453
ოსი 14 385
იეზიდი 12 174
უკრაინელი 6 034
ქისტი 5 697
ბერძენი 5 544
ასირიელი 2 377
სხვა 14 346
უარი პასუხზე 591
არ არის მითითებული 513

 აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერა 2024 წელს ჩატარდა, თუმცა, სავარაუდოდ, მონაცემები საქსტატს ამ დროისთვის დამუშავებული არ აქვს. ბოლო ხელმისაწვდომი, 2014 წლის მონაცემებით კი დასტურდება, რომ მტკიცება, თითქოს ქვეყანაში ეთნიკურად ქართველთა ოდენობა მოსახლეობის ნახევარს უტოლდება, დეზინფორმაციულია.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist