“ტაბულას” სახელით ვრცელდება გაყალბებული პოსტი, თითქოს ნაირა გელაშვილი გურამ როგავას აკრიტიკებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნაირა გელაშვილი
78
VIEWS

9 მაისს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “მიხეილ მზეთუნახავი” გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მწერალი ნაირა გელაშვილი ჟურნალისტ გურამ როგავას აკრიტიკებს. კერძოდ, საინფორმაციო ბარათზე, რომელზეც ერთ მხარეს მწერლის, მეორე მხარეს კი როგავას ფოტოა დატანილი, ვკითხულობთ გელაშვილის მიმართვას: “სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა -ვისაც არ ესმის, ეს მორალური კატასტროფაა, მასში მამაკაცური თვითშეგრძნებაა განადგურებული”. ასევე აღსანიშნავია, რომ ფოტოს ზედა მარცხენა კუთხეში “ტაბულას” ლოგოს ვხედავთ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის სწორედ ამ მედიის მიერ არის შექმნილი. თავად პოსტის ავტორი კი აღწერაში ჟურნალისტზე დამატებით მინიშნებას აკეთებს და წერს: “გურააამ, გურამ აეე ბიჭო გურამ ”.  

ნაირა გელაშვილი

“მიხეილ მზეთუნახავი” ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს, რადგან “ტაბულას” მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათზე, ნაირა გელაშვილის გასწვრივ ირაკლი დგებუაძის ფოტოა ჩასმული. რეალურად, მწერალმა ფოტოზე აღნიშნული ტექსტით სწორედ ბათუმის პოლიციის უფროსი გააკრიტიკა და არა გურამ როგავა. 

მწერალმა და პუბლიცისტმა ნაირა გელაშვილმა 9 მაისს ონლაინ-მედია პლატფორმა “მაუწყებლის” პოდკასტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვისას, ისაუბრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზეც, რომელიც 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ბრალდებით ამდრომდე წინასწარ პატიმრობაშია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გელაშვილმა აღნიშნა, რომ დგებუაძის საქციელი არ შეესაბამება რაინდულ და მამაკაცურ ქცევას და ის დასუსტებული ქალისაგან სილის გაწვნის გამო არ უნდა ჩიოდეს და მისი რამდენიმე წლით დაპატიმრებას არ უნდა ითხოვდეს. მწერლის ეს განცხადება არაერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის “ტაბულამ”, გააშუქა, რომელზეც ერთი შეხედვითაც მარტივად აღიქმება, რომ გელაშვილი სწორედ ბათუმის პოლიციის უფროსს მიმართავს და არა გურამ როგავას.

ნაირა გელაშვილი ნაირა გელაშვილი
“ტაბულას” ავთენტიკური ქარდი  ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოფაბრიკაცია

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ გურამ როგავას 29 ნოემბერს რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელმა თავში ხელკეტი ჩაარტყა, რის შედეგადაც მას კისრის მალა და სახის ძვლები ჩაემტვრა. მოგვიანებით, იგი სპეციალურმა საგამოძიებლო სამსახურმა დაზარალებულადაც ცნო. “მიხეილ მზეთუნახავი” სავარაუდოდ სწორედ ამ შემთხვევის გამო ავრცელებს გურამ როგავას წინააღდმეგ მიმართულ ფოტოფაბრიკაციას. აღნიშნული ანონიმური ანგარიში, ოპოზიციის, ქვეყანაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის და მისი მონაწილეების კრიტიკით და მათი დამაკნინებელი სარკასტული პოსტების გამოქვეყნებით გამოირჩევა.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist