მზია ამაღლობელი – ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

კითხვის დრო: 12 წუთი

კითხვის დრო: 12 წუთი

მზია
3.5k
VIEWS

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა აქტორებისთვის დისკრედიტაციის სამიზნე გახდა “ბათუმელების” თანადამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 11 იანვარს დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება აქვს წაყენებული, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელს ციხეში შიმშილობა აქვს გამოცხადებული, რაც “ქართული ოცნებისთვის” შემაკავებელი ფაქტორი არ გამხდარა.

“ქართული ოცნების” პოლიტიკოსები, პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ჯგუფები ამაღლობელის ქმედებას დანაშაულად აფასებენ და ამტკიცებენ, რომ მისი შიმშილობა პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა, ხოლო ოპოზიცია საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად მისგან “საკრალური მსხვერპლის” შექმნას ცდილობს. პროსახელისუფლებო აქტორები და მედია ამაღლობელს “პოლიციელზე მოძალადედ” და “გრანტიჭამია აქტივისტად” წარმოაჩენენ, რომელიც უცხოური ფონდების დაფინანსებით მოქმედებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს მიზანმიმართულად უწევს დისკრედიტაციას. მათი განცხადებით, ამაღლობელის საქმე და მასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები უცხო ძალების მიერაა ორგანიზებული, რომელთა მიზანიც ხელისუფლების დესტაბილიზაციაა. ამავდროულად, სოციალური მედიისა და პრორუსული აქტორების ნაწილმა ამაღლობელის დისკრედიტაციისთვის სექსისტური და დეჰუმანიზაციისკენ მიმართული რიტორიკა გამოიყენა, ხოლო მისი პროტესტი ფარსად და “სააკაშვილი 2-ის სცენარად” შერაცხეს, რაც პროტესტის მიმართ ნეგატიური ემოციების გაღვივებას ისახავდა მიზნად.

ფეისბუქზე ონლაინ მედიის მასალების რეაქციებსა და კომენტარებში, რომლებიც მზია ამაღლობელს ეხებოდა, შეინიშნებოდა ტროლ-ანგარიშების აქტიურობაც.

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად, რომელიც 14 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო შემდეგი გზავნილები გამოვლინდა:

  • ამაღლობელის ფსევდოშიმშილობა სააკაშვილის სცენარის გამეორებაა;
  • დასავლეთი მართული მედიითა და ოპოზიციით ცდილობს საქართველოში არეულობის შექმნას;
  • პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმის ტოლფასია და ყველა ქვეყანაში ისჯება;
  • ჰუმანური მიდგომის საფუძველი მხოლოდ დანაშაულის აღიარება შეიძლება გახდეს, ამაღლობელი კი სინანულს არ გამოხატავს.

ზემოაღნიშნულ გზავნილებს შემდეგი აქტორები ავრცელებდნენ:

  • “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე, დავით მათიკაშვილი; თორნიკე რიჟვაძე;
  • პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია და ჟურნალისტები: POSTV, შალვა რამიშვილი (POSTV), ზვიად ავალიანი(POSTV), ლიზა გეგეჭკორი (POSTV-ის ყოფილი წამყვანი), ნათია ბერიძე (POSTV);
  • “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ექსპერტები: ლევან ნიკოლეიშვილი (ერთიანი ნეიტრალური საქართველო), ზაალ ანჯაფარიძე (ანალიტიკოსი); ბონდო მძინარაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი);
  • პრორუსული/ანტილიბერალური აქტორები: ნიკოლოზ მჟავანაძე (სეზონი ტვ), სოსო შატბერაშვილი (მემარცხენე ალიანსი); ჯუმბერ თავართქილაძე (ქართული მარში); ლევან გაბაშვილი (საქართველო და მსოფლიო), გიორგი არღვლიანი (სოლიდარობა მშვიდობისთის); ირაკლი ზაქარეიშვილი (ადვოკატი). 
  • ანტიოპოზიციური, ანტიდასავლური ფეისბუკ გვერდები:  Anti-maidani, “პოლიტიკოსები 1 ლარიდან”, ჩინეთის ამბები • China News. 
  • ფსევდოშიმშილობის ბრალდება და შეურაცხმყოფელი კომენტარები

“ქართული ოცნების” პოლიტიკოსები და სხვა ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის დაკავებას არ განიხილავენ მედიის თავისუფლების საკითხად და მომხდარს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აქტივისტურ ქმედებად მიიჩნევენ. ირაკლი კობახიძე ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან პარალელის გავლებით ამაღლობელის პროტესტის მნიშვნელობის დაკნინებას, ქმნიდა ნარატივს, რომ ესეც მორიგი პოლიტიკური სპექტაკლია, რომლის მიზანიც საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაა.

პარალელურად, პრორუსული და ანტილიბერალური აქტორები უფრო აგრესიულ ლექსიკას იყენებენ და ამაღლობელის პიროვნული დამცირებისა და შეურაცხყოფის გზით მისი პროტესტის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობდნენ. ისინი მზია ამაღლობელის მორალურ დისკრედიტაციას სექსისტური რიტორიკითა და დეჰუმანიზაციით ეწეოდნენ: უწოდებენ  „გრანტიჭამიას“, „მუტანტს“. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მის გარეგნობასა და სხეულის ზომაზე, რაც შიმშილობის თემასთან იყო დაკავშირებული. ამ მხრივ განსაკუთრებული შეურაცხმყოფელი ლექსიკით გამოირჩეოდა პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენელი, გიორგი არღვლიანი.

გიორგი არღვლიანი, პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” რეგიონალური მდივანი: “მზია ამაღლობელი, ქალბატონი ბათუმელების და ნეტგაზეთის შემქმნელი და გრანტიჭამია ქალბატონი, რომელმაც ისე კარგად უჭამია, რომ გაღაჟღაჟებული აქვს ლოყებიც და ალბათ ერთი ადგილიც ესე ექნება და იმასავით, ასე ვთქვათ, ქურდულ სამყაროში  რომ იციან სილის გაწვნა, გააწნა პოლიციელს და შიმშილობს ეხლა 15 დღით და თურმე სიმართლისთვის იბრძვის.  გასუქდებიან მაპატიოს მაყურებელმა, ღორებივით, სააკაშვილივით, იმან კუჭის ოპერაციის გაკეთება მოასწრო,  შეიძლება ამანაც  გაიკეთა კუჭის ოპერაცია და დაგეგმა ციხეში… და ეხლა  დიეტაზეა და დაახვიეს ექიმები ფეხის ფრჩხილებამდე მასაჟებითა და წნევების გა… რაც ალბათ არ ეღირსებოდა,  ალბათ გადაიღალა და…. მერე დაიკლებს ერთ 15 კილოს, ტანწერწეტა გამოვა  და ვიღაცას ჩაბარდება ასე ვთქვათ პატიოსან ქალბატონად.  საერთოდ არანაირი აი როგორ გითხრათ აი ყურადსაღები არ არის ამათი არაფერი. ეყარნენ.. უბრალოდ ხელისუფლებას ვთხოვ რომ განა თუ რამე გაითვალისწინოს მაგათი, პირიქით რაღაცნაირად იქნებ გაამკაცროს.”

გიორგი არღვლიანის განცხადება, რომელიც პლატფორმის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ეთერში გააკეთა, ფეისბუკის პირად ანგარიშზე ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმაც გაავრცელა

Screenshot 2025 02 11 152933 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

ფეისბუკ გვერდი “პოლიტიკოსები 1 ლარიდან” გავრცელებულ პოსტში ამაღლობელს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა: “ნევრასთენიკი”, “უზრდელი”, “უცხო ქვეყანაზე მიყიდული” და სალომე ზურაბიშვილს მისი მხარდაჭერისთვის აკრიტიკებდა. 

Screenshot 2025 02 11 152938 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან პარალელის გავლების სადემონსტრაციოდ 9 თებერვალს POSTV-ის ყოფილმა ჟურნალისტმა, ლიზა გეგეჭკორმა გაავრცელა რედაქტირებული ფოტო, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ამსახველ ფოტოში მზია ამაღლობელის თავია ჩასმული. იდენტური ფოტო ამავე დღეს POSTV-ის მეორე ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემაც გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული). გავრცელებული ფოტო მათი აუდიტორიის ნაწილს რეალური ეგონა, რის გამოც, ნათია ბერიძემ პოსტის აღწერას დაამატა, რომ ფოტო რედაქტირებული იყო. 

Screenshot 2025 02 11 153017 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

უფრო ადრე, მზია ამაღლობელის პროტესტი სააკაშვილის შიმშილობას შეადარა პროევროპული აქციების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილმა ფეისბუკ გვერდმა “Anti Maidani”. პოსტში აღნიშნული იყო, რომ ამაღლობელი იოგურტებს, საჭირო ვიტამინებსა და პრეპარატებს იღებს. 

Screenshot 2025 02 11 153027 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

მზია ამაღლობელის შიმშილობის შესახებ ირონიული პოსტი პირველ თებერვალს პროჩინურმა და ანტიდასავლურმა ფეისბუქ გვერდმა ჩინეთის ამბები • China News ფეისბუკ ჯგუფში ანტიმაიდანი! – Antimaidani! გამოაქვეყნა. ფოტოზე, რომელზედაც მზია ამაღლობელია გამოსახული, შემდეგი ტექსტი გვხვდება: “მზია ამაღლობელი 187 დღეა შიმშილობს”. პოსტს თან ახლავს აღწერა “რეკორდი მოხსნა”. 

Screenshot 2025 02 11 153034 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

  • “დასავლეთი მართული მედიითა და ოპოზიციით ცდილობს საქართველოში არეულობის შექმნას, ხოლო პროტესტები უცხო ძალების ინტერესების ნაწილია და არა საზოგადოების ბუნებრივი რეაქცია”

პროსახელისუფლებო აქტორები და “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები ავრცელებენ გზავნილებს, თითქოს საპროტესტო აქციები, მათ შორის ბათუმში განვითარებული მოვლენები, აშშ-ის, „დიფ სთეითის“ ან უცხო ძალების მიერაა ორგანიზებული. მათი მტკიცებით, ამ პროცესების მიზანი საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და ქაოსის შექმნაა. ამავე კონტექსტში, ისინი ოპოზიციურ პარტიებს და აქტივისტებს დასავლეთის დაკვეთით მოქმედ ძალებად წარმოაჩენენ, ხოლო ჟურნალისტები, მათ შორის მზია ამაღლობელი, პროტესტის ორგანიზატორებად არიან მოხსენიებული. ხელისუფლების მხარდამჭერი სპიკერები ამტკიცებენ, რომ ამაღლობელის დაცვა ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური სკანდალია, რომელსაც „უცხო ძალები“ აღვივებენ. გარდა ამისა, პროსახელისუფლებო გზავნილებში აქციები და ამაღლობელის საქმე „სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებული თავდასხმის ნაწილად“ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სახელისუფლებო აქტორები ამაღლობელის საქმეს არა ცალკეულ ინციდენტად არამედ ოპოზიციისა და საერთაშორისო აქტორების მიერ მართულ კამპანიად წარმოაჩენენ.

ამასთან, პროსამთავრობო მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია ამაღლობელის შიმშილით ცდილობს პოლიტიკური კრიზისის და „საკრალური მსხვერპლის“ შექმნას. ხელისუფლების მხარდამჭერი სპიკერები ასევე აცხადებენ, რომ „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არა მიუკერძოებელი მედიასაშუალებები, არამედ დასავლეთის დაფინანსებით მოქმედი პოლიტიკური აქტივისტები არიან, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდას აწარმოებენ.

“ქართული ოცნების” პოლიტიკოსები პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია პრორუსული/ანტილიებრალური აქტორები
შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული და ეს გამოჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი. რა ესაქმებოდათ პოლიციასთან ჟურნალისტებს, გარდა იმისა, რომ აღეწერათ, რაც იქ ხდებოდა? ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც ამ ვითარებამდე მივყავართ”. შალვა რამიშვილი, წამყვანი, POSTV: “ესენი ყოველთვის იწყებდნენ, რომ ჩვენ გვინდა საკრალური მსხვერპლიო. ეს, ეს ამბობდნენ არა, მაგრამ გეგმა არი ეს. და ეხლა გონიათ რო აი მიაკვლიეს ადამიანს, რომლის ჯანმრთელობა შეიძლება იყოს საფრთხეში და პენიტენციური სისტემა არ გვეუბნება ამას. ესე იგი არ არი. ამ ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე უნდათ რაღაც ქულების ჩაწერა. ძალიან მარტივი გეგმა რო არ გამოუვიდათ პროვოკაციის მოწყობა და ეხლა ეს არი მათთვის რაღაცა მორალური ეგრეთ წოდებული ავტორიტეტი, რომლის მსხვერპლად შეწირვისას მეტ დუღილს გამოიწვევენ. აი, ეს არის. აქედან არი, რო მზია ამაღლობელს ახსენებს ის გიჟი რა ქვია, რო არი ამერიკაში, ის ევრო ვიღაცა ტიპები რა.“ ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი, სეზონი TV: “როდესაც გვესმის ჩვენ ამერიკელი სენატორის მხრიდან, რომ თურმე ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს, ეგ უკვე ნათელია, რაც მოხდა. აი, ამ ირაკლი დგებუაძეს სილა მართლა ამაღლობელმა კი არ გააწნა, სილა გააწნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უბრალოდ ამაღლობელის ხელით. იმ ყველაფრის უკან, რაც ხდება ქვეყანაში, დგას ამერიკის შეერთებული შტატები. აი, ეს ცეცხლის წაკიდება პარლამენტზე, ეს პოლიციელებზე შეურაცხყოფა, ყველაფრის ამის უკან დგას, მეგობრებო, რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები.”
დავით მათიკაშვილი, “ქართული ოცნება”: “ვერ იქნება გამოყენებული ვერანაირი საშუალება საქართველოზე პედალირებისთვის და შანტაჟისთვის იმ კუთხით, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელობა გახდეს საზოგადო, ეს ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად, ასეთი რამ ვერ მოხდება ამიტომ, ბუნებრივია, რომ ყველა ვინც, მსგავს რამეს ითხოვს იქნება ეს დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ უცხო ქვეყნის კონკრეტული ჩინოვნიკები ამით პირდაპირ შეურაცხყოფენ ისინი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, სისხლის სამართლის კოდექსს და იმ საზოგადოებას, რომელიც სამართლიანობას და კანონის უზენაესობას აღიარებს.” ზვიად ავალიანი, წამყვანი, POSTV: „ფაქტია, რომ მათ უნდათ საქართველოში სიტუაციის აყირავება, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. ეს უნდათ და საერთოდ არ აინტერესებთ მათ, არც მზია ამაღლობელი, ან რომელიმე დაკავებული. ეს ყველაფერი არის საბაბი. […]  მოდი კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოებას რა დავუშავეთ ჩვენ ამ ძალებს, მე ამ ძალებს კვლავ და კვლავ გლობალური ომის პარტიას ვეძახი, რომელიც ამერიკაში შესუსტდა, მაგრამ ევროპაში სამწუხაროდ კიდევ ძლიერები არიან, ჯერ კიდევ და იმედია იქაც, და სუსტდებიან რა დაუშავეთ?“ ლევან გაბაშვილი, საქართველო და მსოფლიო: “აგერ ჩვენმა კოლეგამ [მზია ამაღლობელმა] პოლიციელს პირდაპირ ეთერში ხელი გაარტყა და დღემდე აპროტესტებენ, რატომ დააკავეთო. რაც მთავარია, ამას აპროტესტებს ამერიკელი ჯო უილსონი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის,  ანალოგიური  რამ აშშ-ში  რომ მომხდარიყო, ჟურნალისტი და რედაქტორი კი არა, პრეზიდენტიც რომ ყოფილიყო, დააკავებდნენ. უილსონმა იცის, რომ ამერიკაში პოლიციელზე შეხება შეიძლება სამართალდამცველის მხრიდან სროლით დასრულდეს და ამის გამო არავინ არაფერს ეტყვის.”
POSTV-პოლიტიკა: ”გლობალური ომის პარტიის მიერ შედგენილი სცენარის ერთ-ერთი რიგითი ფიგურანტი გახლდათ მზია ამაღლობელი, რომელიც ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა შორის იყო. [,,,]მისი [ამაღლობელის] მხრიდან ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო მტკიცებულების მიუხედავად, ის რეჟიმის პატიმრად და გმირად წარმოაჩინეს […] დიფ სთეითის მიზანი მარტივია, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და ქაოსის გამოწვევა.” 
  • “პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმის ტოლფასია და ყველა ქვეყანაში ისჯება”

“ქართული ოცნების” პოლიტიკოსების, პროსამთავრობო მედიებისა და  სხვა  პირების შეფასებით, მზია ამაღლობელის ქმედება (პოლიციელისთვის სილის გაწნა) უნდა შეფასდეს არა როგორც პოლიტიკური აქტივიზმი, არამედ როგორც დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დავით მათიკაშვილი (ქართული ოცნება), ჯუმბერ თავართქილაძე (ქართული მარში), ზაალ ანჯაფარიძე (ანალიტიკოსი) და ლევან ნიკოლეიშვილი (ერთიანი ნეიტრალური საქართველო) ამტკიცებენ, რომ მსგავსი ქმედება სხვა ქვეყნებში არ დარჩებოდა დაუსჯელი და ამაღლობელი, როგორც ყველა სხვა მოქალაქე, საპატიმროში უნდა დარჩეს. მათიკაშვილი ხაზს უსვამს, რომ შიმშილობა ინდულგენცია არ არის და მასზე პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება. თავართქილაძე ამტკიცებს, რომ თუ ეს შემთხვევა სააკაშვილის მმართველობისას მომხდარიყო, შედეგი უფრო მკაცრი იქნებოდა. ნიკოლეიშვილი კი ირონიულად მიუთითებს, რომ ოპოზიცია საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს, თუმცა დასავლეთშიც პოლიციელზე ძალადობა არ ეპატიებათ.

ზვიად ავალიანი (POSTV) და ნიკოლოზ მჟავანაძე (სეზონი TV) ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს ამაღლობელის „პოლიტპატიმრად“ წარმოჩენას. ავალიანი პარალელს ავლებს მოლოტოვის კოქტეილების სროლის შემთხვევებთან და აკრიტიკებს ოპოზიციურ მედიას, რომელიც ამაღლობელს უდანაშაულოდ ასაღებს. მჟავანაძე კი აცხადებს, რომ ამაღლობელის ქმედება მთლიანი პოლიციის შეურაცხყოფას უდრის და მისი პატიმრობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამით ისინი უარყოფენ საწინააღმდეგო ნარატივს, რომ საქმე პოლიტიკურ დევნას ეხება და ცდილობენ, ამაღლობელის მოქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციად წარმოაჩინონ.

“ქართული ოცნების” პოლიტიკოსები პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია  და ექსპერტები ანტილიბერალური/პრორუსული მედია და სხვა აქტორები
დავით მათიკაშვილი, “ქართული ოცნება”: “ერთ ქვეყანას თუკი დაასახელებთ მსოფლიოში, სადაც შეიძლება პოლიციელს ხელი დაარტყა, სილა გააწნა და ეს ყველაფერი დარჩეს დაუსჯელად ეს იქნება რა თქმა უნდა, იმის საფუძველი, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, მაგრამ არ არსებობს ასეთი ქვეყანა, რადგანაც პოლიციელზე თავდასხმა ეს არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს თავდასხმა ბუნებრივია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. “ ზვიად ავალიანი, წამყვანი, POSTV:  „ხალხი, ვინც ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს და ცეცხლით, რომ წვავდნენ პოლიციელებს, ეს ხალხი არის პოლიტპატიმრები, თუ ქალბატონი მზია არის პოლიტპატიმარი, რომელმაც ის გააკეთა, რაც, არ ვიცი, იგივე სტრასბურგში რომ გააკეთო ასეთი რამე, ეხლა მე რომ წავიდე და სტრასბურგში, პოლიციელს ხელი გავარტყა მაინტერესებს მე, რომ დამიჭერენ მერე, თუ ვინმე ამას ჩამთვლის, რომ პოლიტპატიმარი ვარ?” სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: ,,არცერთ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში სოლიდარობა არ შეიძლება გამოუცხადონ სახელმწიფო დამნაშავეს [საუბრობს მზია ამაღლობელზე]. ამ ქალმა ჩაიდინა სახელმწიფო დანაშაული, თანაც ძალიან მძიმე”.
დავით მათიკაშვილი, ქართული ოცნება: ,,როდესაც თავს ესხმი პოლიციელს, თავს ესხმი სახელმწიფოს და ადეკვატური პასუხი უნდა აგო იმისთვის, რასაც ჩადიხარ. ის, რომ კონკრეტული პატიმარი [მზია ამაღლობელი] შიმშილობს, რა თქმა უნდა, ამაში პოზიტიური არაფერია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე გვაღელვებს, როგორც ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სანამ ქმედებას ჩაიდენს, მას სჭირდება გააზრება, რადგან თუ ქმედება დანაშაულებრივია, ის პასუხს ითხოვს. ამის შემდეგ შიმშილობის გამოცხადება ინდულგენცია ვერ იქნება”. ლევან ნიკოლეიშვილი, ერთიანი ნეიტრალური საქართველო: “ბათუმელების” დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავესო – აღშფოთებულია სრულიად ოპოზიცია, არასამთავრობოები და პარტიული ტელევიზიები. ველოდებით უმკაცრეს განცხადებებს და სანქციებს ბალტიისპირეთიდან, ჯო უილსონისგან და ბლინკენისგან, ზელენსკიც იტყვის, ალბათ, ერთ-ორ სიტყვას. ისე, მაინტერესებს, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ან აშშ-ში პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის მარტო დაკავებას თუ აკმარებდნენ?!” ჯუმბერ თავართქილაძე, ქართული მარში: “ზოგადად, გასაოცარია რა. ეხლა ეს ქმედება, რომ ამერიკაში გაეკეთებინა ვინმეს [საუბარია მზია ამაღლობელზე], რა თქმა უნდა, უკვე ის განთავსებული იქნებოდა ციხეში, ან გერმანიაში გაეკეთებია, ან სადმე. კაცო, სააკაშვილის პერიოდში რო ეს ფაქტი მომხდარიყო, ზოგადად, ზოგადად მის ოჯახიანად ჩასვამდა სააკაშვილი ციხეში”
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: „არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის [საუბრობს მზია ამაღლობელის საქმეზე], რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით ასცდეს შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას.” ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი: „გუშინ გამოაცხადეს, გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი დააკავესო, მაგრამ არ თქვეს რისთვის. ვიღაცებისთვის ეს გამოჩნდა, როგორც მედიის შევიწროება. თურმე რა მომხდარა სინამდვილეში! აი, ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპისკენ სვლა. ეს ქალიც ალბათ შეემატება ბოლო დროს შექმნილი და ჩვენთვის თავსმოხვეული ყალბი „გმირების“ სიას.

ახლა კი მარტივი კითხვა: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი.“

ნიკოლოზ მჟავანაძე, წამყვანი, სეზონი ტვ: “შეიძლება ეს ქალი პოლიტპატიმრად შევაფასოთ? ორმოცდაათი კამერა იღებდა იქ იმ ინციდენტს და ეხლა ლაპარაკობენ სახეში შეაფურთხა იმან დგებუაძემო. ეს რო ესე მომხდარიყო ხო დაფიქსირდებოდა. მტკიცებულება აგერ დევს, რომ სილა გააწნა და თქვენ მანახეთ ის მტკიცებულება, რომ მართლა ვიღაცამ ტუალეტში არ გაუშვესო და ბოდიში და რაღაცა. ბოდიში და ბოლომდე უნდა მოიხადოს ამ ქალმა ციხე. არავითარ შემთხვევაში დანდობა ასეთ ადამიანებს, ვინც პოლიციელებზე სილას, ხელს აღმართავს არავითარ შემთხვევაში დანდობა.”  

  • “ქართული ოცნება” მზია ამაღლობელისგან დანაშაულის აღიარებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ქართული ოცნების” პოლიტიკოსები კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ამტკიცებენ, რომ მზია ამაღლობელი და მისი მხარდამჭერები სინანულს არ გამოხატავენ, რაც, მათი თქმით, ჰუმანური მიდგომის საფუძველი ვერ იქნება. კალაძე ამტკიცებს, რომ ყველას შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, მაგრამ ამაღლობელის შემთხვევა დანაშაულად უნდა შეფასდეს, რადგან ის ფიზიკურად შეეხო პოლიციელს. კობახიძის  თქმით, ჰუმანურობა შეიძლება გამოვლინდეს, თუ ადამიანი თავის საქციელს მოინანიებს, მაგრამ ამაღლობელისა და მისი თანამოაზრეების ქცევაში ამას ვერ ვხედავთ. იგი ხაზს უსვამს, რომ ამაღლობელის საქციელი პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯის დაკნინებას ემსახურებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის,  ბონდო მძინარიშვილის შეფასებით კი, საზოგადოებაში ორმაგი სტანდარტებია – ამაღლობელისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნა უარყოფითად აღიქმება, მაშინ როცა სხვა შემთხვევებში (მაგალითად, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე) ბოდიშის მოხდას გმირობის აქტად აფასებენ. 

ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნება”: “როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც რაღაცას მოინანიებს, აქ შეილება ჰუმანურად ისაუბრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც აქტი მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნას ჩათვლილი. რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ, რომ ძალიან ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი, არ შეიძლება პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა, სახელმწიფოს წარმომადგენელს და თქვენ იცით, რომ პოლიცია ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი, ხო, სხვა არაფერს არ ემსახურებოდა ეს ყველაფერი.”

  • ტროლების აქტივობა

მზია ამაღლობელის პატიმრობისა და შიმშილობის საკითხს სოციალურ ქსელში ტროლ-ანგარიშებიც გამოეხმაურნენ.
“მითების დეტექტორმა” 11 საეჭვო ანგარიში გამოავლინა, რომლებიც იდენტობას მალავენ – არ უთითებენ საკუთარ სახელს და გვარს, არ აქვთ ატვირთული პირადი ფოტოები, მათ პროფილზე არ გვხვდება არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. 

ანგარიშების უმრავლესობას პირველი ფოტო 2021 წლის შემდეგ აქვთ ატვირთული, რაც შესაძლოა, მათი შექმნის თარიღთან იყოს დაკავშირებული. საინფორმაციო საგენტოს “ინტერპრესნიუსის” მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამაღლობლი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდა, 5-მა ყალბმა ანგარიშმა დატოვა კომენტარი. კომენტარების ნაწილი ირონიული იყო, ნაწილი კი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის “საიას” მიემართებოდა, რომლებიც, ამ ანგარიშების თანახმად, ამაღლობელის კარგად ყოფნის პირობებში, მაინც ცდილობდნენ მის კლინიკაში დატოვებასა და მკურნალობას. ტროლ-ანგარიშების ნაწილი სიცილის რეაქციას გამოხატავდა ონლაინ სააგენტოს News.on.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელიც ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას ეხებოდა ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით და ასევე Tabula-ს მიერ გავრცელებულ ქარდზე, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-17 დღის შესახებ.

ტროლები ინფორმაცია ანგარიშის შესახებ
1.     Iro Iro  პროფილზე არ გვხვდება არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. პროფილის ფოტო პირველად 2022 წლის აგვისტოშია ატვირთული, რაც შესაძლოა პროფილის შექმნის თარიღზე მიუთითებდეს. აკომენტარებს ინტერპრესნიუსის პოსტზე , რომელიც ეხება მზია ამაღლობელის მოთხოვნას კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

Screenshot 2025 02 11 153107 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

Screenshot 2025 02 11 153104 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
2.     Zura Zura ანგარიშს ფოტო პირველად 2024 წლის დეკემბერში აქვს ატვირთული, რაც შესაძლოა პროფილის შექმნის თარიღზე მიუთითებდეს. ასევე გამოქვეყნებული აქვს “ქართული ოცნებისა” და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი პოსტები. მოწონებული  აქვს პროსახელისუფლებო  და ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდები. არ გვხვდება არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

პროფილის ბმულში ვხედავთ განსხვავებულ სახელს – mixeil.jvarsheishvili.7

აკომენტარებს ინტერპრესნიუსის პოსტზე, ეხება მზია ამაღლობელის მოთხოვნას კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

Screenshot 2025 02 11 153116 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

Screenshot 2025 02 11 153112 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
3.     Maka Lomia ანგარიშს გარეკანის ფოტო პირველად 2021 წლის მაისში აქვს ატვირთული, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პროფილის შექმნის თარიღთან. ჰყავს 3 მეგობარი, მათ შორის, ერთ-ერთი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურია. არ უდევს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

აკომენტარებს ინტერპრესნიუსის პოსტზე,
რომელიც ეხება მზია ამაღლობელის მოთხოვნას კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

Screenshot 2025 02 11 153125 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

 

Screenshot 2025 02 11 153121 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
4.     სიმართლე ჭეშმარიტებისა ანგარიშს პირველი ფოტო 2023 წლის თებერვალში აქვს ატვირთული, რაც შესაძლოა პროფილის შექმნასთან იყოს დაკავშირებული. პროფილზე არ გვხვდება არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. აკომენტარებს ინტერპრესნიუსის პოსტზე, რომელიც ეხება მზია ამაღლობელის მოთხოვნას კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ

Screenshot 2025 02 11 153152 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

Screenshot 2025 02 11 153130 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
5. ავლიპ ფროიდი ანგარიშს პროფილის ფოტო პირველად 2023 წლის იანვარში აქვს ატვირთული, რაც შესაძლოა პროფილის შექმნასთან იყოს დაკავშირებული. პროფილზე არ გვხვდება არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. ჰყავს 4 მეგობარი და, ძირითადად, მოწონებული აქვს საინფორმაციო სააგენტოების გვერდები.

აკომენტარებს ინტერპრესნიუსის პოსტზე, რომელიც  ეხება მზია ამაღლობელის მოთხოვნას კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

Screenshot 2025 02 11 153225 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

Screenshot 2025 02 11 153207 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
6.     ნა ნა ანგარიშს ფოტო 2024 წლის მარტში აქვს ატვირთული, რაც შესაძლოა პროფილის შექმნასთან იყოს დაკავშირებული. არ უდევს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია

გამოხატავს სიცილის რეაქცია ინტერპრესნიუსის პოსტს მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

 

Screenshot 2025 02 11 153232 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
7,     David James ანგარიშს პირველი ფოტო 2022 წლის ივნისში აქვს ატვირთული, რაც შესაძლოა, პროფილის სექმნასთან იყოს დაკავშირებული, პოზიციონირებს, თითქოს ყიდის ავტონაწილებს, თუმცა არსად აქვს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია. გამოხატავს სიცილის რეაქციას ინტერპრესნიუსის პოსტზე, რომელიც ეხება მზია ამაღლობელის მოთხოვნას კლინიკიდან  პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
Screenshot 2025 02 11 153239 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
8.     თათა დადიანი ანგარიშს პირველი ფოტო  2021 წლის ივნისში აქვს ატვირთული, რაც შესაძლოა პროფილის შექმნასთან იყოს დაკავშირებული. არ უდევს მაიდენტიფიცირებელი ფოტო, არ ჰყავს მეგობრებში მისივე გვარის მქონე პირები. აზიარებს პროსახელისუფლებო პოსტებს. გამოხატა სიცილის რეაქცია ინტერპრესნიუსის პოსტზე,  რომელიც ეხება მზია ამაღლობელის მოთხოვნას კლინიკიდან  პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
Screenshot 2025 02 11 153244 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
9.     Georgia Mamuka ანგარიშს ერთ-ერთი პირველი ფოტო 2021 წლის ივნისში აქვს ატვირთული. არ უდევს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. აზიარებს პრორუსულ და ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს. გამოხატა სიცილის რეაქცია ინტერპრესნიუსის პოსტზე,  რომელიც ეხება მზია ამაღლობელის მოთხოვნას კლინიკიდან  პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
Screenshot 2025 02 11 153248 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
10.     ანტი ლიბერალი ანგარიშს პირველი ფოტო გამოქვეყნებული აქვს  2025 წლის იანვარში, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პროფილის სექმნასთან. არ უდევს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. გამოხატა სიცილის რეაქცია News.on.ge-ს პოსტზე, რომელიც ეხება ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას მზია ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ.
Screenshot 2025 02 11 153257 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
11.  იაკობ ოდელიჩი ანგარიშს არ უდევს არცერთი პოსტი, არ ავრცელებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას. გამოხატა სიცილის რეაქცია News.on.ge-ს პოსტზე,  რომელიც ეხება ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას მზია ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ.

 

Screenshot 2025 02 11 153302 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე
12.  გიო გიო ანგარიშს არ უდევს არც ფოტო, არც რამე სხვა სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, ან პოსტი. ძირითადად, მოწონებული აქვს საინფორმაციო სააგენტოების ფეისბუკ გვერდები. გამოხატა სიცილის რეაქცია “ტაბულას” პოსტზე, რომელიც მზია ამაღლობელის შიმშილობას ეხება.
Screenshot 2025 02 11 153307 მზია ამაღლობელი - ქართული ოცნების, პროსახელისუფლებო მედიისა და სხვა ანტიდასავლური აქტორების სამიზნე

 

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist