მუშაობს თუ არა გერმანია რძის პროდუქტების რეკლამების აკრძალვაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
96
VIEWS

ინფორმაცია, რომ გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რძის პროდუქტები საზიანოდ გამოაცხადა და მათი რეკლამირების აკრძალვას აპირებს, ნაწილობრივ მცდარია. კანონპროექტი შაქრის, მარილისა და ცხიმის მაღალი დოზით შემცველი პროდუქტების ბაშვებისთვის რეკლამირებას ეხება და იოგურტები ასეთი პროდუქტების სიაში შედის, თუმცა, რძე, როგორც გამონაკლისი, კანონპროექტში უკვე გათვალისწინებულია.  

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში გაჟღერებული ინფორმაცია ბავშვებისთვის საკვების რეკლამირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება, რომელიც გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯემ ოზდემირმა 2023 წლის 27 თებერვალს წარადგინა.

კანონპროექტი შაქრის, მარილისა და ცხიმის მაღალი დოზით შემცველი პროდუქტების იმ რეკლამირების შეზღუდვას ითვალისწინებს, რომელიც ბავშვებისკენაა (იგულისხმება 14-წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები) მიმართული. ეს ეხება როგორც ყველა ტიპის მედიას, ასევე ე.წ. ინფლუენსერებსა და ფიზიკურ სივრცეში განთავსებულ სარეკლამო საშუალებებს.

იმის შეფასება, თუ რომელ პროდუქტებს შეეხებათ აღნიშნული შეზღუდვა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) პროფილის მოდელის მიხედვით მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, მსგავსი შეზღუდვა ბავშვთა ჯანმრთელობის საგანგაშო მონაცემების გამოა საჭირო. სამიდან შვიდ წლამდე ბავშვების 15%-ს ჭარბი წონა ახასიათებს, ხოლო 6%-ს სიმსუქნე. ამასთან, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მედიის მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებში დაახლოებით 70%-ით გაიზარდა და საკვებთან დაკავშირებული რეკლამების 92% სწრაფი კვების პროდუქტებსა და ტკბილეულზე მოდის.

თავის მხრივ, მცირე ასაკში შეძენილი ჭარბი წონა ხშირად ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება და არაერთი დაავადების, მათ შორის, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების შანსებს ზრდის.

ოზდემირის ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მათ შორის საკვების მწარმოებელი კომპანიები და პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა “გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია”. კანონპროექტის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი ისაა, რომ შემოთავაზებული კრიტერიუმები ზედმეტად ფართოა და ის პროდუქციის ზედმეტად დიდ ნაწილს, მათ შორის იოგურტსა და სხვა რძის პროდუქტებს შეეხება.

3 აპრილს გერმანულმა გამოცემა Bild-მა ბავარიის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მართალია, სიმსუქნე ბავშვებში დიეტასთან და ვარჯიშთანაა დაკავშირებული, მაგრამ გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ რძის, კარაქისა და პურის აკრძალვა არაჯანსაღი კვების პრობლემას მოაგვარებს.

გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე 25 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კანონში გამონაკლისის სახით გათვალისწინებული იქნება რძე და ნატურალური წვენები, რომლებსაც დამატკბობელი ან შაქარი არ აქვთ დამატებული, რადგან ეს პროდუქტები ბავშვთა ზრდის პროცესისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა კალციუმი და იოდი. ამ მონაცემებით, რძის სხვა პროდუქტები გამონაკლისებს შორის დასახელებული არაა.

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში ხორცის აკრძალვაც იყო ნახსენები. როგორც საკვებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე ვკითხულობთ, კანონიდან გამონაკლისის სახით ხორცისა და კვერცხის დაშვებაცაა დაგეგმილი.

კანონპროექტს ძალაში შესვლამდე გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა, მის წინააღმდეგ არსებული განწყობების გათვალისწინებით, იმის პროგნოზირება, მიიღებს თუ არა აღნიშნული ინიციატივა მხარდაჭერას, შეუძლებელია.

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში ნინო ნინო ანტიდასავლური და კონსპირაციული შინაარსის ცნობებს, მათ შორის ყალბ ინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ანგარიში ანტივაქსერული შინაარსის პოსტებსაც რეგულარულად აქვეყნებდა. “მითების დეტექტორმა” ამ ანგარიშის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა.

რუსულენოვანი პროფილი Евгения Иванова კონსპირაციული და ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. 2023 წლის თებერვალში “მითების დეტექტორმა” მის მიერ 15-წუთიანი ქალაქების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა.

Screenshot 13 4 | mythdetector.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist